Wednesday, May 6, 2009

კოტე სულაბერიძე.რევოლუცია. Kote Sulaberidze.The Revolution.


ალექსანდრა გაბუნია. გამოფენასაჯარო ინფორმაციის ყუთი”.  
სამხატვრო აკადემია. თბილისი. 2004 წელი 

ოქროს საღებავის მეშვეობით ორმეტრიანი ხის კონსტრუქციის ესთეტიზირებული გარდასახვა ბრინჯაოს ფაქტურამდე კოტე სულაბერიძის მხრიდან მონუმენტის იმიტაციის გამიზნული მცდელობაა. ჩვენი დღეების ორომტრიალში, მომავლის ალაყაფის კარებთან, მან წარსულს კონცეპტუალური მონუმენტი დაუდგა, რომლის დროის წამზომი უწყვეტია თავისი რეალობის ხანგრძლივობაში.
მხატვარი ქმნის ობიექტს, მემორიალს თავისი ისტორიული ორბიტით, შიდა რიტმიკითა და მოძრაობით - ნატურალიზმიდან სიმბოლიზმამდე, რომანტიზმიდან მისტიციზმამდე და პირიქით. მხატვრული ბარიკადები ერთ დღეში არ იგება. მხატვრული რეფლექსიის ფიქსირება, გრაფიკული ჩანახატები და თუნდაც ფოტოები ვერ შექმნის პროცესების სრულ დინამიკას. ნამუშევარი ”რევოლუცია” ბოლო პერიოდში განვითარებული რევოლუციური შთაბეჭდილებებიდან დაილექა, დრო და დისტანცირება დასჭირდა. რევოლუციის სიმბოლური ხორცშესხმა; ნატურიდან ვარდის ფერწერული ინტერპრეტაცია სპეციფიური ორაზროვნების მატარებელია და ერთდროულად ორ მახასიათებელს შეიცავს - ილუსტრაცია და სინამდვილე.
მიუხედავად წინასწარ შექმნილი უამრავი ესკიზისა და გამოთვლისა, ობიექტი გარეგნულ ეფექტზე არ არის მიმართული. ერთის მხრივ, ფაქტურების არაერთგვაროვანი შეხამებით, - ხე, ხავერდი, ფაიფური; მეორე მხრივ - აქტიური, შეიძლება ითქვას ”ბაროკალური” ფერადოვნება - ჟოლოსფერი, ოქროსფერი პლასტიკური გამომსახველობა მაინც ნეიტრალიზაციისკენ არის მიმართული და შიგნით არსებულ დინამიკასა და ცნობიერებაზე კონცენტრირდება.
მხატვარმა რევოლუციური დღეები საკუთარ ხელში მოაქცია. დასკვნები გამოაქვს არა ათწლეულის ცვლილებების გამო, არამედ - იმიტომ, რომ საქართველო სხვაგავარ სოციალურ-პოლიტიკურ ეპოქაში შედის, რაც მხატვრული აქტივობის პრინციპულად სხვა განზომილებას ქმნის.






Alexandra Gabunia. Exhibition :The Box of Public Information. Tbilisi State Academy of Arts. 2004

Aesthetic transformation of a two-meter wooden construction into bronze texture through golden paillette colors is Kote Sulaberidze's intentional attempt of monument imitation. In constant flow of our days, on the threshold of future he erected a monument, a conceptual monument to the Past. Its stopwatch is continuous in duration of its reality. The artist involved intensively in revolutionary processes creates an object, memorial with its historic orbit, inner rhythmics and motion - from naturalism to symbolism, from romanticism to mysticism and vice versa. The artistic barricades are not built in one day. Fixation of artistic painting reflex, graphic sketches and even snap shots may not create entire dynamics of processes. "The Revolution" was settled from revolutionary impressions of the last period, it required time and distance.
This time, the artistic system stands on the firm ground of real, historical laws of life, the inner circulation of which develops through fundamental inertia. Common national features - but mostly of the latest history - are revealed very intensively. The author offers symbolism of the past decade. He is interested in deep roots of national emblematics that concerns investigations of mentioned symbols and their colorful conception and defines the subject of present-day revolution.
The artist presents the color gamut that is associated with colorfulness of historic memory of the old Georgian flag. Through a spectator's outlook images are identified with fascinating symbolic incarnation of revolution, interpretation of a rose in painting that bears specific ambiguity and at the same time includes two features - illustration and reality. The stylized ornamental vine lace foreseen by composition with five-cross flag symbols implies the idea of identification with future and rests in the infinite space of white exhibition wall.
Despite a great number of preliminarily prepared sketches and calculations, the object is not directed to external effect. On the one hand heterogeneous combination of textures - wood, velvet, porcelain; on the other hand - active, one might say " baroque" colorfulness - crimson, golden plastic expressiveness is addressed still towards neutralization and is concentrated on inside dynamics and consciousness.
The artist took those days into his own hands. He draws conclusions not because of decade's changes, but because Georgia enters different social-political epoch that creates fundamentally different dimension for artistic activity.

5 comments:

  1. Rogor maxsovs es gamofena da kote sulaberidzis 'perfect' namushevari

    ReplyDelete
  2. რა კარგი დრო იყო, რა იმედებით სავსე და რა დროული და მაგარი გამოფენა! ძალიან მაგარი ნამუშევარია კოტე სულაბერიძის და შენი სტატიაც ძალიან მომწონს,მე ისედაც წაკითხული მქონდა და კატალოგიც საუკეთესოა!
    სად არის ეხლა ეგ ობიექტი?

    ReplyDelete
  3. მეც ვგიჟდები კოტე სულაბერიძის ამ ნამუშევარზე და საერთოდ კოტე სულაბერიძეზე.

    ReplyDelete
  4. რევოლუცია ხოო?

    ReplyDelete

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...