Wednesday, May 6, 2009

”რამდენიმე განმარტოებული კადრი რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ”. "Several Lonely Snapshots about Several Lonely Creatures and Things"

ალექსანდრა გაბუნია.
2
004 წელი



მარტოობას ოთხი საფეხური აქვს:

ტრაგიკული ანუ ეგზისტენციური;

მელანქოლიური ანუ კოსმიური;

მედიტაციური (ჭვრეტითი) ანუ მეტაფიზიკური;

ნეტარი ანუ აბსოლიტური.

ვიქტორ პივოვაროვი ”ეული ადამიანის ბიოგრაფიის პროექტი”


ჩვენი ეპოქის განზომილებათა ზღურბლის ცვლა რეჟისორ ქეთევან გუჯაბიძის ბიოგრაფიაში მკაფიოდ აისახა. იუნიორებში, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი ფიგურულ სრიალში, ქალაქ რუსთავის სამედიცინო სასწრაფო სამსახურის ექიმი, თუ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვრული კინოს რეჟისურის კურსდამთავრებული, 1999 წელს იგი რუსი კონცეპტუალისტი მხატვრის ვიქტორ პივოვაროვის ”ეული ადამიანის ბიოგრაფიის პროექტით” ინტერესდება. პროექტის ”ბიოგრაფიული” არასწორხაზოვნება, ემოციათა გამოხატვის დიფერენციაცია, სხვადასხვა პერიოდიკით დალაგებული კონცეპტუალური ტექსტები, მინანქარში შესრულებული ხატებები, უკიდურესად პირადული, გულწრფელი თავისი სურვილებით, ვნებებით და სასოწარკვეთილებით, - ქეთევან გუჯაბიძის თვითგანცდასთან ასოცირდება და სხვადასხვა კულტურული ველების შეხვედრის აუცილებლობა ჩნდება.


ყველა ადამიანის შეიძლება გახდეს ეული...


ფილმი ”რამდენიმე განმარტოებული კადრი რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ”, ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში ეგზისტენციური სივრცის იდენტურობას ეხება, სადაც ეპოქის აქტუალური მოვლენების ქვეშ ნათლად წარმოჩინდება ღირებულებებისა და დამოკიდებულებების, იდეოლოგიისა და შედეგების შერწყმის პროცესთან დაკავშირებული პოზიცია. თავისი ფორმით ფილმი ექსპერიმენტულია და მის ჟანრობრივ განსაზღვრებას დოკუმენტური ფილმი მხატვრული კინოს ელემენტებით შეესაბამება.


მოვლენების აღქმასთან დაკავშირებით აბივალენტური დამოკიდებულება, შეუმდგარი კომუნიკაციები და ეგზისტენციური პრობლემები ვიდეოპლასტიკაში გამოიხატება და თანამედროვე რეალობის პირადული აღქმის ვარიანტად გვესახება. ფაქტურების მრავალგვარობა, აგრესიული მეტროს მიწისქვეშეთი, მგზავრების მონოტონური რიტმიკა, ერთფეროვნება, მოუვლელი ქუჩები და მოკაზმული ღამის ქალაქი, გეომეტრიული ობიექტების მსგავსი შენობები, სახლს რომ ვერასდროს უწოდებ, მოცეკვავე და მომღერალი პოლიტიკური ლიდერები, აბსურდული რევერანსები და ჟესტები, ზოოპარკში გამომწყვდეული ლომები, დიქტატორები, ტერორისტები თუ მაფიოზებათ ქცეული პოლიტიკოსები, მოწყალების იმედად მცხოვრებნი და კიდევ სხვა ადამიანები, თავისი ქმედებებით მოსალოდნელი კატასროფითა თუ მისგან დამცველი სასიგნალო მესიჯებით გვესაუბრებიან. ადამიანის შინაგანი კანონია: როცა ”ვიღაცამ უნდა იყვიროს ვაშენოთ პირამიდები, მერე კი თუნდაც სულ არ აშენდნენ...”


ახალი ფორმების ძიებაში სოციალური სივრცე იკვეთება, სადაც ჭვრეტის კი არა, - ცვლილებების სურვილი გიპყრობს. ცხოვრების ფერხულში ჩაბმულ თვითარსებობის მასალასთან გაქვს საქმე და ახალი ადამიანის ინჟინერიისკენ მიისწრაფვი. სოციალური გარემო არ არის მეტაფორა, ეს ჩვეულებრივი სივრცეა მარავალნაირი განზომილებით, სადაც ადამიანებს შორის ურთიერთობებსა და სამოქალაქო ინსტიტუციებს აფიქსირებ, საგნებსა და ნიშნებს არეგულირებ. ძალზე ოდუმალია, როდესაც ეს პროცესი ჩვენს გარშემო მიმდინარეობს და ყოველ წამს ჩვენ გვეხება. შესაძლებელია ამ კონტექსტში ნეტარი და აბსოლუტური თავისუფლება ჩვენ ვერ ამოვიცნოთ, მიწიერ ყოფაში ამგვარის არარსებობის გამო, მაგრამ უფლება მიზეზებისა და შედეგების არტისტული კვლევისა, და ადამიანის არჩევანი, ჰქონდეს ”სინათლე ყველა ეულ ადამიანს”, - არსებობს.


Alexandra Gabunia
2004
Loneliness consists of four steps.

1. Tragic or existential loneliness;
2. Melancholic or cosmic loneliness;
3. Meditative (contemplative) or metaphysical loneliness;
4. Blissful or absolute loneliness.

Viktor Pivovarov "The Project of a Lonely Man"

Change of the threshold of our epoch is clearly reflected in film director Keti Gujabidze's biography. The winner of the Soviet Union cup in figure skating between juniors, the doctor of Rustavi Ambulance Service and the graduate of Moscow Cinematographic Institute (faculty of film director) became interested in conceptualist artist Viktor Pivovarov's "The Project of a Lonely Man". "Biographic" non-rectilinearness of the project, differentiation of expression of emotions, conceptual texts, orgalits or images made in enamel of different periods stimulate inspiration. Extremely private, sincere in her wishes, passion or despair, Keti Gujabidze is associated with private self-experience and the need of collision of different cultural-factual fields arises.

"Every Man May Become Lonely..."

The documentary film "Several Lonely Snapshots about Several Lonely Creatures and Things" is about identity of existential space in any geographic point, where the position of process of integration of values and relations, ideology or results will clearly appear under the actual events of the epoch.
It is of experimental nature by its form and the documentary film corresponds to genre definition by feature film minimal elements.

Consistent allocation of episodes, shots is subject to conceptual construction of captions and make one video mosaic space by collage. Episodes close to each other conceptually or emotionally, or conversely radically differing from each other, are accentuated by video montage. Archival material along with the documentary shots gives parallel information and widens the reality area. Concrete history, a concrete hero or an anti-hero, a thing are created by archival materials and played scenes.
Uncle Shota is sitting in the mechanic's booth with earphones at the film director's request and is scoring episodes from Andrei Tarkovski's films. Fresco, archetype image of Uncle Shota comes to light.

Ambivalent relation connected to perception of events, unfulfilled communications and existential problems are expressed in video plastics and are the version of private perception. Diversity of textures, agressive subway underground, passengers' monotonous rhythmic, monotony, uncared streets and smartened night town, buildings like "geometric objects", which is difficult to call houses, political leaders dancing or singing, absurd curtseys and gestures, lions confined in a zoo, dictators, terrorists or politicians turned in mafia, people living on alms and other people talk to us through their actions by forthcoming catastrophes or protecting signal massages. The inner law of a man is that someone should cry: "Let's build pyramids, then let them not be built at all"...
Now, in searching new forms social space comes to light, where one conceives a desire not to contemplate, but to change. Involved into life round dance, one deals with the existence material and aims at human engineering. Social environment is not a metaphor, it is common space with multiform dimensions, where one fixes relations between people, civil institutes, regulates things and marks. It is rather enigmatic when this process proceeds around us and concerns us any time. Maybe we will not be able to recognize blissful or absolute freedom because of non-existence of such in mundane reality, but the right to study artistically cause and effect and the right to have choice "Light to all lonely people" exists.

"And now music..."

We invite to the premiere both lonely and not lonely people...

No comments:

Post a Comment

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...