ალექსანდრა გაბუნია.
გამოფენა ”დისფუნქციური ქვეყანა”.
გალერეა ’კოპალა’. თბილისი. 2004
როცა რეალობის გაბუწყვეტლივ დევნას იწყებ, განცდა მისი თანმდევი პროცესია. დისკურსიულ, რეფლექსიის დონეზე ცდილობ, გაემიჯნო, გახვიდე ცნობიერების ზღვარს მიღმა - გაჭრა სარკმელი. ”სარკმელიდან იჭრება ოთახში სინათლე, საგნები, რაობანი...” ანუ ხდება რაობასთან, სინათლესთან / განმანათლებლობასთან კავშირი. ასეთი ფოტოგრაფია ძირეულად ცვლის მხატვრული სივრცის საზღვრებზე წარმოდგენას და, შესაბამისად, ოპტიკური რეალობის სტატუსსა და ენას. ეს საზღვრები ეფემერულია და არ სვამს კითხვებს: სად არის ხელოვნება? ცხოვრება თუ ”არაცხოვრება”? და რჩება შემეცნების, სიყვარულის, მიმოცვლის, მისტიკის, თეოლოგიის, პოეზიის, ფერწერის და არქიტექტურის აუცილებელი მეტაფორა. გადალახო ოპტიკური შეზღუდულობა ადამიანური ხედვისა, - ბუნებრივად იგება სიმეტრიული გაცვლის საფუძველზე: მარჯვენა-მარცხენა, უკიდეგანო სივრცე და ვიწრო გზა, სიკვდილი სიცოცხლის ორეულია, უშნო - მშვენიერისა, პატარა-დიდისა. ესთეტიკურად გააზრებული ყოველდღიურობის რიტმი, სადაც ყველაფერი შემთხვევითია და ჭვრეტით პოზიციაში იმყოფება.
ნამდვილ სამყაროსა და უტყუარ რეალობაში შესაღწევად ნათელა გრიგალაშვილის ოპტიკურ-ვიზუალური კოდები - გამოსახულება-ხატებებით არსებობენ. სამყაროს შავ-თეთრი დოკუმენტალიზმით ფიქსირებული და განცდილი პოზიცია ე.წ. ”სარკისებული სტადიის” ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. მაშინ ჩნდება იმედი: გაიგო და შეისმინო სხვისი ხმა და გასცე პასუხი. გასცე პასუხი ისე, რომ არ გეშინოდეს ამ სარკისებული ექოსი.
Alexandra Gabunia.2004.
Translation: Nana Gibradze
When one is in a constant pursuit of reality, emotional
experience becomes a constant accompanying process. At a level of discourse and
reflection one tries to detach oneself, depart beyond the limits of
consciousness – to cut the window. “windows let into the room the flow of
light, objects, essences… as if the contact is being established with the
essence, light/enlightment. Photography of this kind changes essentially the
notion of the boundaries of artistic space and respectively, the status and the
language of “optic reality”. These boundaries are ephemeral and do not post questions:
where is art? Life or “no-life”? and what remains is the necessary metaphor of
cognition, love, exchange, mystics, theology, poetry, painting and
architecture. Crossing the optical limitations of human vision is naturally
built on the basis of symmetric exchange: right-left, unlimited space and
narrow path, death is the double of life, ugliness of beauty, smallness of
greatness. The esthetic understanding of a daily rhythm, where everything seems
to be accidental and is in contemplative position.
To penetrate the real world and unmistakable reality the
optical-visual codes of Natela Grigalashvili exist by means of images. The
position fixed and experienced through black-and-white documentalism of the
world is a necessary condition of the evolution of the so-called “mirror
stage”. Only then there is a hope to hear and comprehend the other’s voice and
to be able to answer. Answer without being afraid of this mirrored echo.
ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს!
ReplyDelete:)
Natelaze vgijdebi da sheni statiac zalian momcons, lamis vitire! me kartuli varianti makvs cakitxuli!!
ReplyDeletekartulad unda dagedo eseni yvela. an orive enaze
ReplyDeleteდავდებ.
ReplyDelete