Monday, June 10, 2019

ეკა გოცირიძე ART+FASHION by Eka Gotsiridze




ალექსანდრა  გაბუნია. 2019

ეკა გოცირიძე ოსტატურად ხატავს. სილამაზე მისი შთაგონების წყაროა. მასთან ჰარმონიულად თანაარსებობს ფანქარი და კოლაჟის ტექნიკა.  მისი პერსონაჟები დროს მომენტით შეპყრობილი არიან. მათში ცხოვრობს ახალგზარდობა. ისინი ასხივებენ ენერგიას, დახვეწილობას და ცერემონიულობას. მთლიანი სურათ-ხატის  ხასიათის და განწყობის გადმოსაცემად მისი ყურადღება მუდმივად მიმართულია სახის, ხელების და თმის დეტალებზე. თითოეული ილუსტრაცია (ჩანახატიც) დასრულებული მხატვრული ნამუშევრია.
ეკა გოცირიძე შესანიშნავი პორტრეტისტია; მაგ: ჰერა გოცირიძის (დედა),  ზურაბ ყიფშიძის და სხვების პორტრეტები. მიუხედავად ამისა, მისი ხელოვნება მაინც მოდის ილუსტრაციის ჭრილში განიხილება. ფერადი ფანქრების და გუაშის  საშუალებით მისი პერსონაჟები თავისუფლად გამოიყურებიან დაგრუნტულ მუყაოზე ან პრიალა მასალაზე. ეს არის ქალების ესკიზ-ილუსტრაციები დიზაინერულ ჩაცმულობებში - ფერების გარკვეული კომბინაცია, რთული, ჩახლართული  ხაზები, ტექსტურები  და განსაკუთრებით კი ქალის სხეულის და სახის სილამაზე. აქ გრაფიკა შეთავსებულია ზოგჯერ მკვეთრ ლოკალურ ფერთან,  ზოგჯერ ნაწილობრივ იყენებს ფერს და თეთრ ფონს ტოვებს, ზოგჯერ ძალიანაც აფერადებს. ის იყენებს ფოტოგრაფიასა ან ფანტაზიით ხატავს. მხატვარი სხეულის დრაპირებისთვის, სახასიათო დეტალებისთვის ან ფონისთვის იყენებს იმ მასალას, რომელიც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ნამუშევრისთვის სჭირდება. გრაფიკული, ფერწერული ნამუშევრების შექმნაში კომპოზიციისათვის მოცულობით ელემენტებს იყენებს განსაზღვრული ფორმის, ფერის, ფაქტურის მასალის დაწებებით (ქსოვილი, მეტალი და სხვ.), რაც ექვემდებარება მხატვრის ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის  შესაფერისი ხერხების ძიებას.
ეკა გოცირიძე თავის კოლაჟში გამოყოფს ორი მთავარი შემადგენელის არსებობას,  სხვადასხვა მიდგომების დემონსტრირებით. ერთის მხრივ,  ქალის ჩვეულებრივი აკადემიური ნახატი, დელიკატურად შესრულებული შავ ან ყავისფერ ფერებში წარმოადგენს მის ბუნებრივ სილამაზეს. მეორეს მხრივ, სამოსის ილუსტრაცია,  შესრულების ტექნიკის თამამი და სარისკო მანერით, რომელსაც ნამუშევარი თანამედროვეობის რელსებზე გადაჰყავს. ანუ მისი აზრით, ერთგვარი „ესთეტიკური კოალიცია“ ყალიბდება.







Eka Gotsiridze is a master of art. Beauty is the source of her inspiration. The collage and pencil techniques harmonically coexist in her art. Her heroes are the part of the concrete interval of time. They express energy, refinement and grace. Her attention is always focused to the details of face, arms and hair to reflect the mood of the whole drawing.  Each piece of her illustration (sketching, as well) is a complete artwork.
Eka Gotsiridze is an excellent portraitist. For instance, it should be mentioned the portraits of Hera Gotsiridze (mother), Zurab Kipshidze, etc. Nevertheless, her art is a part of the fashion illustration. By means of colored pencils and gouache painting, her heroes look quite natural on ground hard paper and glossy surface.  These are sketch-illustrations of women in specially designed clothes: the clear combination of colors, complex, messy lines, texture and particularly is underlined beauty of woman’s figure and face. The graphic is compatible sometimes with sharp local color. Sometimes she partly uses color and leaves white background. Sometimes she makes it in full color. She uses the photography or draws with inspiration. The artist uses the materials that are necessary for body draping, creation of special details or for background.  By joining the materials of particular forms, colors and textures (fabric, metal, etc.) she uses voluminous elements to create graphics and paintings which reflect the ways of materialization of the artist’s ideas.
Eka Gotsiridze highlights the existence of two main components by showing various approaches. On the one hand the ordinary academic drawing of a woman delicately painted in black or brown colors represents her natural beauty.  On the other hand the illustration of clothes painted with bold technique and in risky manner transforms work into modern reality. In other words she thinks that a sort of “aesthetic coalition” is formed.





No comments:

Post a Comment

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...