Friday, July 29, 2016

ალექსანდრა გაბუნია. არაფსევდოისტორიული მეხსიერების პირისპირ. 2016

  

წერილი  დაიბეჭდა გია ბუღაძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში "თვალ-საზრისი".




 გია ბუღაძის 2015 წლის აქცია „ფსევდომემორია“ პოსტმოდერნისტულ დისკურსში გადატანისას  დღევანდელი ქართული კულტურის მდგომარეობის მეტაფორად იქცა.  მემორიალური დაფა წარწერით „აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე“ გამოსახავდა გრანიტის ფილაზე წარმოდგენილ გია ბუღაძის პორტრეტს პროფილში. აქ ყველაფერი ნამდვილი და რეალური იყო: მასალა (გრანიტის ფილა), წარწერა (ალუმინი), ფილაზე გამოსახული მხატვრის პორტრეტი (ბრინჯაო). ეს ნამდვილობა ატარებდა ეპოქისათვის სახასიათო ირონიას, რომელიც მხატვარს საშუალებას აძლევდა ამაღლებულიყო საგანთა ქვეყანაზე და უცერემონიოდ გასულიყო სიცოცოხლისა და სიკვდილის ზღვარზე. მხატვრის “მე” დისტანცირდა ნამუშევრისგან, მაყურებელი კი, განსაკუთრებით  ღრმად შევიდა მასში და ნამუშევარმა მის ცნობიერებაში არეული დატოვა  ცოცხლისა და გარდაცვლილის  სიყალბისა და ნამდვილობის დიქტომია. 

მხატვარი გია ბუღაძე მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში განასახიერებდა იმას, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში ხელოვანის პრაქტიკა დღევანდელ სამყაროში. იგი თავისუფლად  მოძრაობს და აჩვენებს შეურიგებლობას საზღვრებისა და მასშტაბების მიმართ. ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი ნამუშევრების ისტორიასთან, მითოლოგიასთან, ლიტერატურასთან, ფილოსოფიასთან დაკავშირება. გია ბუღაძე მშვიდად თანაარსებობს პოსტმოდერნისტულ“მე”-სთან, რაც შესატყვისობაშია ეპოქალურ კონტექთან, რომელიც მხატვრისაგან, უპირველეს ყოვლისა, საზრის ოფიერებასთან ღია და დაუფარავ, ამავე დროს, დაფარულ მიმართებებს მოითხოვს

გია ბუღაძე  ზედმიწევნით პიროვნული მხატვარია. მას შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სტილს და გამოხატოს ამ სტილის ძირითადი არსი. იგი შეიძლება იყოს მშვიდი ნეორომანტიკოსი, თუ მას  ასე სურს, ან ექსპრესიონისტი, ან რომანტიკოს-მისტიკოსი. იგი შეიძლება მოგვევლინოს საჯარო მხატვრად, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური განზრახვა საჯარო გამოსვლებით, ან ითამაშოს იდუმალი ფსევდოისტორიები, ან მოგვევლინოს ინტიმისტად, რომელსაც აინტერესებს პირადი დეტალები, კარის ჭუჭრუტანიდან ცქერის მსგავს (ფერწერული სერია „ტონდო“). მრავალ განსხვავებულ თვისებას შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ გია ბუღაძე თავის ნამუშევარს მთლიანობაში აღიქვამს. იგი არ თამაშობს რაიმე მარტივ კონცეპტუალურ თამაშს; იგი არ უარყოფს არც ერთ მის მიდგომას იმის განცხადებით, რომ ახლა დაკავებულია  აქციონიზმით,  თუნდაც, როგორც ეს 2000 წლიაქცია „ფსევდონომებიშემთხვევაში იყო:ფოტოებსა და ქსეროასლებს ცნობილი ადამიანების გამოსახულებებით, რომლებსაც  მხატვრის განზრახვით სახელები  და გვარები არასწორ  ეწერა და არეული იყო, მხატვარმა ცეცხლი წაუკიდა თბილისის ცენრალურ გამზირზე  გალერეად ქცეულ ერთ-ერთ სარდაფში; ან ქუჩის ბანერით, რომელიც ასევე რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის ფასადზე გააკრა მხატვარმა ამავე ადგილას არსებული „Кавказский Театр“-ის შენობის გამოსახულებით. აქ თითქოს ბანერის ნაოჭებში გამოხვეულა ისტორიული მეხსიერება. ზოგან კი, კედლის მხატვრობით შემკულ ინტერიერებსა, თუ საერო მოდურ ექსტერიერებში (ბათუმის „პიაცა“) ისტორიული მეხსიერება უფრო კონკრეტულია, პერსონალური ფანტაზის ნაყოფიც კი. მის ნამუშევრებს გააჩნია არა მხოლოდ ისტორიული ელფერი, არამედ ხატოვნად გათანამედროვებული ალუზიებიც.   

გია ბუღაძე 80-იანელი მხატვარია, სწორედ 1980-იანი წლებიდან იწყება ქათული სახვითი ხელოვნების გამოღვიძება ეპოქის თანახმიერი მეთოდის ძიების თვალსაზრისით. იწყება პოსტმოდერნისტული ტენდენციების ქართულ ნიადაგზე დანერგვის პროცესი, მხატვართა გარკვეული ჯგუფი კი, ახალი მასალებისა, თუ ინოვაციური ფორმის ძიებაში, ექსპერიმენტებში სცდება, როგორც იდეური, ასევე ტექნიკური ხერხებით დაზგური ფერწერის საზღვრებს, ორი განზომილებიდან გამოსვლას, გაფართოებას ცდილობს.  

გია ბუღაძის ხელოვნებას განვიხილავ როგორც საქართველოს თანამედროვეს. მისი ხელოვნება იმდენად ფართოა, რომ მისი ცენტრის ლოკალიზება რთულია. იგი ინდივიდუალურ “მე”-ზე ისტორიის ზემოქმედებ უზარმაზარ ძალას იყენებს.



და მაშ ასე, გია ბუღაძის სამგანზომილებიანი ნამუშევრის მწვერვალს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული  მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში  2014 წელს გაფენილი  ისტალაცია „VICTIMA“ (მსხვერპლი). წეროვანში დევნილთა დასახლებაში ჩადგმული სახლების პატარა ხის ანალოგების (5X4X3სმ) ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები, რაც ინსტალაციის ვიზუალურ სტილს ქმნიდა, თითქოს პირობითად მიზანსცენას აგებდა. ოთხკუთხა წითელსახურავიანი კუბების ემოციურ ტონალობასთან  შესაბამისი იყო კედლებზე გამოფენილ ფერწერულ ნამუშევრებზე გამოსახული სიმბოლურ ხატებების კვინტენსენცია და ეს ყოველივე  მისტიურ  მნიშვნელობას იძენდა.


    გია ბუღაძე კარგად გრძნობს საქართველო-რუსეთის ომის თემას  და ამას ასახავს თავის  ნამუშევარში. მსხვერპლი და კიდვ რა?  დევნა,  გლოვა, ბედისწერა. ყველა ქვეყანას თავისი ბედისწერა აქვს და აქ  გვეუფლება  მღელვარება.  ამ  ნამუშევარზე უნდა ვისაუბროთ ფეხზე  დამდგარმა,  იგი უნდა შევიგრძნოთ ფიზიკურად. საფიქრალი გააჩინა კედლებიდან იატაკზე გადმოსულმა ალეგორიულმა ხატებებმა. არსებობს ტექსტიც.  მხატვრისთვის  ეს ტექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იგი  წერ: საქართველოში ჩვენ ყველანი დევნილებად ვიქეცით. ჩვენ ვართ დევნილები საკუთარ თავშივე. ესაა შინაგანი და გარეგანი  დევნილობის რეალური,  ემპირიული მატაფორა და სახე-ხატება.... მე შევეცადე ეს ტკივილი, გამოცდილება ხატ-სახეებად მექცია - ტკივილის დრამატულად განცდისა და თანაგრძნობის ზნეობრივ კათარზისამდე მისვლით.“ მაყურებელი დგას და ინტერპრეტირებ პირად გამოცდილებით...საქართველოს XXI საუკუნეში ტერიტორიების დაკარგვის იგივე პრობლემები აქვს, როგორც საუკუნეების წინ. “ცივი ომის” დამთავრებასთან ერთად იდეოლოგიის “რკინის ფარდა” კულტურის “ხავერდის ფარდამ” შეცვალა, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს დღესაც. მაშ, რა ვალდებულებები  აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, როგორია მისი მომავალი, ქვეყანისა, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი დევნილია და მთლიანად მხოლოდ 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს? ბოლო ათწლეულებში ქართველები რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ქართველებს არ ასვენებ ამბივალენტური გრძნობები. გია ბუღაძის ამ სერიაში ასახულ ისტორიებს საერთო შინაარსი აქვს, მაგრამ მრავალ ასოციაციას იწვევს ჩვენში, სხვადასხვა განცდა გვეუფლება და მრავალი კონოტაციით იტვირთება. მაყურებელიც დგას, რომ მიიღოს ეს ფიზიკური გამოცდილება. აქ სილამაზე  არ არის, აქ გაცილებით ღრმა საზრისია, რომელიც, სამწუხაროდ, ისტორიული ცოდნის ლიერ ტრაგიკულ მეტაფორას ატარებს. ამ ნამუშევარში ტრაგიკული მოტივების გარდა, ალბათ,  მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ აქ ცალკეული ერების ბედისწერის სიგნალიც ისმის. ერთი მხრივ, ჩვენც მსხვერპლი ვართ და, მეორე მხრივ, ნამუშევარი თავის თავში ატარებს იდეას, რომ ბედისწერის  შეცვლა  თავად ამ ხალხების არჩევანია. ყოველი კონფლიქტი გვაძლევს საშუალებას რაღაც შევცვალოთ და მოდით,  შევცვალოთ არაფსევდოისტორიული მეხსიერების პირისპირ  დარჩენილებმა. 

   

      

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...