Sunday, June 14, 2020

Vladimer (Valo) Imerlishvili. ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი.

საქანელა.  ფუნქციონალური  სკულპტურა. ხე, რკინა. / Swing. Functional sculpture. Wood, iron. 300X300X75 cm. 2020  

კატალოგი  / Exhibition Catalog
საქანელა შეზღუდული მოძრაობით. 
ალექსანდრა გაბუნია.
2020 წლის 14 ივნისი 

ვლადიმერ   იმერლიშვილი  თავისი  თაობის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ხელოვანია.  XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას, და შესაბამისად, ვლადიმერ იმერლიშვილსაც, სოციოკულტურულმა ცვლილებებმა შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად კულტურის პოლიტიკისა და ახალი იდენტობის შემქმნელის ფუნქციაც მიანიჭა. ვ.იმერლიშვილის  მიერ  განხორციელებულმა სივრცულმა  „მისტერიებმა“,  შოთა რუსთაველის სკულპტურამ კიევში (2007წ.) და შემდეგ, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურამ (თანაავტორი  როკო ირემაშვილი) თბილისში (2016წ.), საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი, ურბანული ქანდაკებების  „გაგების“  კორექტირება დაიწყეს.

    ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა. (თანაავტორი როკო ირემაშვილი).  დედა ენის ბაღი. თბილისი. 2016 
ვ. იმერლიშვილი ბოლომდე დისტანცირდა სამხატვრო აკადემიაში ნასწავლი საბჭოთა  მემკვიდრეობიდან,  აკადემიზმიდან   ნასაზრდოები სახვითი  მანერისგან ფორმა კონცეფტ-ფორმამდე  განავითარა.  მაგ.: ვ. იმერლიშვილის შოთა რუსთაველის სკულპტურა თავიდან ბოლომდე ასახავს იდეას შოთა რუსთაველის შესახებ.  სკულპტურა ქვის ფორმაშია  განხორციელებული  და იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან  შოთა  რუსთაველის ფრესკის ასლით საზრდოობს (გამოყენებულია დ. ცხადაძის ფოტო, გადაღებული იერუსალიმის  ჯვრის  მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე). ფრესკაზე დასავლური რენესანსის აღმოსავლელი წინამორბედი  შოთა რუსთაველი კურთხევის გამომთხოველი მზერით შეჰყურებდა წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა მაქსიმე აღმსარებელს და საუკუნეებში ატანდა  მავედრებელი ხმა: „ამის დამხატავსა შოთას შეუნდვეს  ღმერთმან. მინ! რუსთველი“. რუსთაველის გამოსახულების  პროექცირებით სკულპტურა ღამე  ნათდება. განზოგადებული ქვის ფორმა არ  გახლავთ მყარი მონაცემების  მქონე  და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მისი იერსახე იცვლება. ემოციური თუ  ექსპრესიული შტრიხები  შეტანილია  ფორმის  ფარგლებშივე. ფორმის შუქით ამგვარი მოდელირება ცნობიერების,  გონების გასხივოსნების  იდეის მატარებელია. ხელოვანი თანამედროვე სააზროვნო მოდელებს იზიარებს, თუმცა ქართულ პლასტიკურ ტრადიციასთან კავშირი  ვლინდება  ქართული რელიეფისთვის დამახასიათებელი ბლოკურობის პრინციპით, როგორც ფორმაზე დატანილი ინფორმაცია და ამასთან ეთნოკულტურული იდენტობის ვიზუალურ ფორმაში ტრანსფორმირების უწყვეტი პროცესი.
       შოთა რუსთაველის სკულპტურა/სკვერი. ქვა, პროექცია, ბრინჯაო. რუსთაველის სკვერი. კიევი. 2007
 ვ. იმერლიშვილი  ერთ-ერთი  პირველია ვინც უბრანულ სივრცეებში ქვის და ლითონის  ინსტალაციების კეთება დაიწყო.   სივრცეში შემოტანილი სამუშაო მასალის სამგანზომილებით მოცულობას ის შლის შემადგენელ კომპონენტებად,  მაგ.: 1923 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი თბილისში (2018წ.). ნათელია ახალგაზრდა ხელოვანის უნარი დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც. მან დაიწყო საჯარო სივრცეების ლიბერალიზაცია,  მაგ.: „მოუჭრელი ხე  (ტრანსფორმაცია)“ და  პროექტი „განზოგადებული ფიგურების ურბანულ სივრცეში ინტერვენცია“ (2019წ.).  მისი ხელოვნება  საჯარო სივრცის ხელოვნება ხდება და სოციუმის ჩართვაზე, თანამონაწილეობაზე არის ორიენტირებული. შემდეგ  ეტაპზე უკვე მისი  მცირე განზოგადებული ობიექტები თუ ციფრული გრაფიკები არა მხოლოდ ესთეტიკური კოდის, არამედ კრიტიკული მესიჯების მატარებლებლებიც ხდებიან.
უჯრედი 23. 1923 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი.ქვა, ლითონი, ხმოვანი რიგი. ვაკის პარკი, თბილისი. 2018
ფორმირება. ოქსიდირებული რკინა. რუსთავი. 2017
განზოგადებული ფიგურების ურბანულ სივრცეი ინტერვენცია.რკინა, ხე, ტერაკოტი. 2019
თემიდა თბილელი. ციფრული გრაფიკა. 2017
ვ. იმერლიშვილი  მასალებს  ბოლომდე ითვისებს და გრძნობს  (ბუნებრივი ქვა, ხე, რკინა). მის სამუშაო ინსტრუმენტარიაში სტილის დეცენტრელიზაციის პროცესი მასალაში რეგულირდება, როცა მხოლოდ მასალის ბუნებრივ თვისებაზე, ზომიერებაზე, თანმიმდევრულობაზე კეთდება აქცენტი. ხოლო  მასალის ფერადი ნარაცია (ხის ფერი, რკინის ფერი) მნიშნელოვანი ხდება როგორც ემოციური, სენსორული თუ აზრობრივი აქცენტების  დასაზუსტებელი მექანიზმი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა"  ფარგლებში  განხორციელებული ვ. იმერლიშვილის   პროექტი ,,დიდი რყევა“ („საქანელა“) ფუნქციონალური სკულპტურა, როგორც ინსტალაცია, შეიქმნა თბილისის ისტორიის  მუზეუმის  საგამოფენო სივრცეში ექსპონირებისთვის. ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი ინსტალაცია დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას  ეძღვნება.  ქართული ცნობიერების  ეს ერთგვარი ორი საწყისი, საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობითაც აიხსნება. ყოველთვის ქმნიდა ტრაგედიას მრავალი საუკუნის მანძილზე, გეოგრაფიულ გასაყარზე არსებობა - როდესაც აღმოსავლეთსაც დავცილდით და ვერც დასავლეთს ვეზიარეთ. ეს ორი არქეტიპული „არსება“  ვიზუალურად   თითქმის  იდენტურია.  ისინი  ერთმანეთს  ავსებენ და განაპირობებენ  ერთმანეთის არსებობას.  თითოეული მათგანის ,,ცალმხრივობის  საფრთხე“  მეორის დახმარებით გადაილახება. მისი ესთეტიკა მოგვაგონებს „ეგვიპტის სფინქსსაც და პარიზის ქიმერასაც“. ცხენებს  შორის  რკინის  საქანელაა, რომელიც მათ  აერთიანებს.  ორი მდგომარეობაა  მოცემული  ერთ ობიექტში -  სტატიკაში დინამიკა.  საქანელას  მოძრაობა შეზღუდულია და მხოლოდ 70-გრადუსამდე მიდის. ავტორი საქანელას მოძრაობის არასრულ  ციკლურობაზე საუბრობს.  ნამუშევარი  ცივილიზაციათა  შორის არსებული წინააღმდეგობების,  დიდი  რყევების, შეზღუდული  მოძრაობების,  ამასთანვე,  მანევრირების და ბალანსის იდეას  განასახიერებს. აღნიშნული  აზრობრივი  აქცენტები წინა პლანზეა  წამოწეული და  ფიგურების ხისტი პლასტიკაც მას ექვემდებარება. ამგვარი იერარქია ცხენების განზოგადებულ სახეხატებას წარმოქმნის და განსხვავებული  დროისა და  სივრცის  აღქმა  შემოაქვს. საინტერესოა ნამუშევრის სამომავლო კონტექსტიზაციის პროცესი. ერთი მხრივ, როგორ აიტანს ნამუშევარი სამუზეუმო სივრცის ჰერმეტულობას და მეორე მხრივ,  ლადშაფტში საკუთარი დრო-სივრცული პარამეტრების მონიშვნის პროცესი (კოვიდ-19-ის  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გამოფენის  პრეზენტაცია გაიმართა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, 19 მაისს, მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით).
აბსტრაგირებამდე მისული ფორმის განზოგადება ვ.იმერლიშვილის ხელწერაა. ხელოვანი პლასტიკაში  დრო-სივრცული პარამეტრების ძიების პროცესმა  საკუთარი პლასტიკური ქრონოტოპის გამომუშავებამდე მიიყვანა. კერძოდ, ვ.იმერლიშვილმა  შექმნა ინსტალაცია, რომლშიც ცხადად ჩანს, როგორ ხდება დროით კატეგორიაში განფენილი და სივრცობრივ კატეგორიაში მოაზრებული „საქანელა“ კულტურის არტეფაქტი;  ხოლო  „საქანელა    შეზღუდული  მოძრაობით“,   როგორ აქცევს   დრო-სივრცულ მისეულ  ფორმაში  ქართველთა  მნიშვნელობისა  და  ადგილის განსაზღვრის პროცესს. 
მცირე პლასტიკა.


ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი დაიბადა 1981 წელს, დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში.  საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროეტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

ძირითადი პროექტები:
2017-2020  - „დიდი რყევა (საქანელა)“, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტითბილისი, საქართველოკურატორი: ალექსანდრა გაბუნია.
2018-2019 - სკულპტურული ობიექტები ურბანულ სივრცეში/,,შენი სახლი ჯიქიაზე“, თბილისი, საქართველო.
2018 -  „უჯრედი 23“,  1923 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი ვაკის პარკში. თბილისი საქართველო.
2017 - „ფორმირება“.  რუსთავი, საქართველო.
2016 - ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა დედა ენის ბაღში - თბილისი, საქართველოთანაავტორი: როკო ირემაშვილი.
2013-2016 - ფუნქციონალური სკულპტურები ნიქოზში, საქართველო
2015 – ვალდორფის სკოლის ჭიშკარი, თბილისი, საქართველო.
2009-2010 - მანათობელი სკულპტურები ბათუმის ბულვარში, საქართველო.
2007 - შოთა რუსთაველის სკულპტურა/სკვერი. კიევი, უკრაინა.



Swing. Functional sculpture. Wood, iron. (Detail). 2020
Alexandra Gabunia
Art critic, curator
Vladimer (VALO) Imerlishvili is one of the most important artists of his generation. Vladimer Imerlishvili is one of the most important actors of his generation. In the first decade of the 21st century, social-cultural changes gave creative freedom to the contemporary art and the generation of the period, including Vladimer Imerlishvili, as well as the function of a creator of policy of culture and a new identity. Valo Imerlishvili's dimensional "Mysteries", Shota Rustaveli's sculpture in Kiev (2007) and Irakli Charkviani's sculpture (co-author Roko Iremashvili) in Tbilisi (2016) began to correct the "understanding" of urban sculptures of the Soviet era.
 Valo Imerlishvili has completely distanced himself from the Soviet legacy he learned at the Academy of Arts, the fine manner he nurtured from academism, and through transformation-interpretation, he has developed the form to the concept-form. For example: Shota Rustaveli's sculpture created by him reflects the idea of Shota Rustaveli from the beginning to the end. The sculpture is made of stone and is nourished from a copy of Shota Rustaveli's fresco in the Jerusalem Cross Monastery (photo of D. Tskhadadze, taken at the Jerusalem Cross Monastery, shortly before the Shota Rustaveli's fresco was scraped off). On the fresco, Shota Rustaveli, the eastern forerunner of the Western Renaissance, stared at St. John of Damascus and St. Maximus the Confessor with a request for blessings, and for centuries he uttered a pleading voice: "May God bless Shota, who painted this. Amen! Rustveli". By projecting the image of Rustaveli, the sculpture is lit at night. The generalized shape of the stone does not have specific characteristics and therefore its appearance changes at different times of the day. Emotional or expressive traits are included within the form. Such modeling of form by means of light is the bearer of the idea of consciousness, the radiance of the mind. The artist shares contemporary thinking models, but the connection with the Georgian plastic tradition is revealed by the principle of blockage typical for the Georgian relief, as the information marked on the form and, at the same time, the continuous process of transformation of ethnocultural identity into visual form.
 Valo Imerlishvili was one of the first to start installing stone and metal installations in urban areas. He disintegrates the three-dimensional volume of the working material as constituent components, for example: the Memorial of the Patriots shot in 1923 in Tbilisi (2018). It is clear that the young artist has the ability to obey not only space but also time. He began liberalizing public spaces, such as the "Uncut Tree (Transformation)" and project "The Intervention of Generalized Figures in Urban Space (2019). His works become the art of public space and are focused on the involvement of society and participation. At a next stage, his small generalized objects or digital graphics become the carriers not only of the aesthetic code, but also of critical messages.
 Valo Imerlishvili  completely assimilates and feels the materials (natural stone, wood, iron). In his working toolbar, the process of decentralization of style is regulated in the material, when only the natural properties, moderation, and consistency of the material are emphasized. And the colorful narration of the material (wood color, iron color) acquires meaning as a mechanism for clarifying emotional, sensory or mental accents.
 Valo Imerlishvili's project "Big Wave" ("Swing"), was created to be exhibited in the exhibition space of the Tbilisi History Museum within the frame of the Georgian National Museum's project "Contemporary Art Gallery". The three-meter installation presented with two wooden horses is dedicated to an artistic study of the essential features of the West and the East. These two beginnings of Georgian consciousness are also explained by the distinctive geographical location of Georgia. It has always been a tragedy for the country to have been at a geographical crossroads for many centuries - when we separated from the East and did not become a part of the West. These two archetypal "creatures" are visually almost identical. They complement each other and condition each other’s existence. Each of them overcome the "threat of one-sidedness" with the help of the other. Its aesthetics are reminiscent of "the Egyptian Sphinx and the Parisian Chimera".
The iron swing between the horses unites them. Two objects are given in one object - dynamics in statics. The movement of the swing is limited and only goes up to 70 degrees. The author talks about the incomplete cyclicity of the swing movement. The work embodies the idea of contradictions between civilizations, great fluctuations, limited movements, as well as maneuvering and balance. These semantic accents are presented in the foreground and the rigid plasticity of the figures also subordinates to it. Such a hierarchy creates a generalized depiction of horses and brings a different perception of time and space. The process of future contextualization of the work is interesting. On the one hand, how the work bears the hermeticity of the museum space, and on the other hand, the process of marking one's own time-space parameters in the landscape (Due to limitations caused by the pandemic of Covid-19, the presentation of the exhibition was held only online, on May 19, in connection with the International Museum Day).
The generalization of the almost abstract form is Valo Imerlishvili's handwriting. The process of searching for time-space parameters in the art of plastics led to the development of its own plastic chronotope. In particular, Valo Imerlishvili created an installation, which clearly shows how the "swing", which is scattered in the time category and is considered in the spatial category, becomes an artifact of culture; And  how the "Swing with limited movement" will turn the process of determining the importance and place of Georgians in the space-time form.

 Vladimer (Valo) Imerlishvili was born in 1981, graduated from the Tbilisi State Academy of Arts, specializing in sculpture. Participated in numerous international exhibitions. He is the author of many projects implemented in Georgia and Eastern Europe. He works and lives in Tbilisi.
 Main projects:
 2017-2020 -Swing, project of the Georgian National Museum. Tbilisi, Georgia. Curator: Alexandra Gabunia.
2018/2019 - Sculptural objects in the urban space / "Your house on Jikia street", Tbilisi, Georgia. 
2018 - "Cell 23", a memorial to the patriots shot in 1923 in Vake Park. Tbilisi Georgia.
2017 - "Formation". Rustavi, Georgia.
2016 - Sculpture of Irakli Charkviani (co-author R. Iremashvili) in Deda Ena Square,Tbilisi, Georgia.
2015 - Waldorf School Gate, Tbilisi, Georgia.
2013/2016 - Functional sculptures in Niqozi, Georgia.
2009/2010 - Illuminated sculptures on Batumi Boulevard, Georgia.
2007 - Sculpture of Shota Rustaveli in Kiev, Ukraine.

1 comment:

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...