Friday, February 7, 2014

ერნა დოლმაზოვი. საკვლევი დეტალები. / Erna Dolmazova. Discovering Details



 







       
 „ყოველი კულტურული აქტი არსებითად საზღვრებზე ბინადრობს, ამაშია მისი სერიოზულობა“.  ძნელია თქვა, რაა  ხილულიდა  რა  უხილავი.  ხილულია ის, რასაც  ადამიანის  ხორციელი თვალი ხედავს თუ ის, რასაც ხედავს ადამიანის სული? თანამედროვე  დასავლეთი  ხედვის ხორციელი  ორგანოთი  ხედავს. მხოლოდ საგნების (მარგალიტის მძივები,  ყვავილები, ბროწეული, კიბორჩხალა, საკერავი მანქანა  თუ ძველი  საკვოიაჟი) გარეკანს ხედავს, ხედავს სამოსს  მისას, ვინც ამ სამოსში  იმალება, ხედავს ლოკოკინას ნიჟარას,  მაგრამ  ვერ ხედავს ლოკოკინას ნიჟარაში. აღმოსავლეთი   არასოდეს ენდობოდა  ხორციელ თვალს. ამას ეფუძნება  მისი დახვეწილი,  აღმოსავლური  ფილოსოფია. რასაც  ვერ ხედავს  თვალი, არ  ესმის ყურს და  რაც  ადამიანს  აზრადაც  არ მოსდის,  სწორედ ისაა  ყოფიერების  სინამდვილე.
ამ დასავლურ-აღმოსავლური ძიებების ზღურბლზეა ერნა დოლმაზოვას ნამუშევრების  იდეაც და  ესთეტიკაც.  მისეული ფერთა  გამა არ არის ჭრელი: მუქი ფერები  და უცებ, საიდანღაც  შემოჭრილი  მეწამული. ამ ფერით კიბორჩხალას ხატავს. ვინ იფიქრებდა, რომ კიბორჩხალა ქალის თავზეც შეიძლებოდა  მოხვედრილიყო,  ვუალი კი მარგალიტების აქვს. მარგალიტების ხაზი მხატვარს ფერწერული ნამუშევრების უმეტესობაში  აქვს გატარებული. ეს ფუნჯის ერთი შეხედვით მარტივი მონასმია და ის ნახატს საჭირო ადგილას უნდა  გასდევდეს, ფარავდეს გარდასულ სილამაზეს, ფარავდეს სიშიშვლეს ან უფრო მეტიც, ამ  მარგალიტებით  წერილი დაიწეროს.  დასავლურ-აღმოსავლური  იდეურე-ესთეტიკური ძიებების  წყალობით მისი ნამუშევრები დროის და სივრცის კონკრეტიკისგან თავისუფალია. ნახატების სათაურებიც პირობითია, შენ შეიძლება სულ სხვა რამ დაინახო,  მხატვარს კი სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეს.
      

ერნას ახასიათებს შემოქმედებითი გამომგონებლობა, სითამამე, კოპიოების გათანამედროვეობა.  იყენებს  საკუთარ  კომპოზიციებში კლიმტის,  ვერმეერის  და ბრეიგელის  პერსონაჟებს. მუშაობს ბოდი არტში და  საერთოდ,  ფერწერის გარდა ყურადსაღებია  მცირე პლასტიკური  ობიექტები  (ძველი ფეხსაცმელები“, 2006წ.)  და კოლაჟები - ერნას იმპროვიზავიის ნიჭი განსაკუთრებით  მის მიერ  შექმნილ უამრავ კოლაჟებში გამოვლინდა.  მთლიანად  შთანთქა  მხატვრულმა  სტიქიამ, რადგან საღებავის, ფოტოს,  გამხმარი  მცენარეების,  ქსოვილის  ნაჭრების,  ხის საჭრელი დაფების,  ხის კოვზების, სათაგურის და სხვადასხვა ნივთების  შესაძლებლობების წყალობით, რომელსაც ის ამონტაჟებს  სიბრტყეში და სივრცეში, ქმნის სრულიად განუმეორებელ სამყაროს.  


2016  წლის აპროლში  ერნას   რიგით  მეხუთე   პერსონალური  გამოფენა,  სახელწოდებით  „საკვლევი  დეტალები“  თურქეთში, ანკარაში TESK-ს (The  Confederation of Turkish Tradesmen and  Craftsmen)  საგამოფენო  დარბაზში  გაიმართება.  აქაც  ერნას   კოლექცია  კლასიკური   ფორმის  ფერწერული ნამუშევრებს,  კოლაჟსა  და  ობიექტს  შოროს  მოძრაობს  და ჩვეული  ორიგინალურობით,   იდეისა  და  გამოყენებული ტექნიკების  ორგანულობით გამოირჩევა, სხვადასხვა  მასალასთან  და  ზეთის  საღებავებთან  კომპილაციით.
ერნას  მხატვრობა   გამოკვეთს  კიდევ   ერთ,  განსხვავებულ,  თამამ   ფორმისეულ   ძიებას, თემებს შექმნილს ასოციაციებით, აღრმავებს და განაახლებს  იმ  ტრადიციულ  ძიებებს, რომელსაც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების კვეთაზე თბილისური მულტიეთნიკური. უნიკალური  მხატვრული სკოლა ქმნიდა.

პერსონალური გამოფენები:
2016 - "საკვლევი დეტალები". TESK-ის საგამოფენო დარბაზი. ანკარა, თურქეთი. 
2013 - „დაუჭრელი ისტორიები“. თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). საქართველო
2011- “ირისი“- თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). საქართველო
2010- .„მზერა სხეულიდან“ -  „აკადემია +“. თბილისი, საქართველო
2003 - “ძველი  ფეხსაცმელები“. გალერეა „შარდენი“. თბილისი, საქართველო

“Every cultural act essentially inhabit on the borders, this is its seriousness.” It is difficult to say what is visible and non visible. Is visible what the human carnal sight is seeing or what seeing the human soul? The modern western vision is based on carnal sight.  People see only the subjects –pearl necklaces, flowers, pomegranate, crab or sewing machine, or an old traveling bag– see the outer shell, see the clothes, where the subjects are  hidden, see the shell, but do not see the snail in the shell.  The East had never trusted the carnal sight. It should recognize that. It is based on a refined, oriental philosophy. The thing which the eye does not see and the ear cannot hear, and will not come to a person's mind, This is what is the reality of existence. That is why the Eastern man does not care about life, not fighting for the visible world, which is also fast disappearing like a puddle of water under the hot sun.
Erna's improvisation talent is revealed especially in collages. Collage vary from using different techniques and organic use of materials, which leads to movement through classical collage and object, this effect is achieved through compilation of different materials and oil canvas. Artist uses chopping board, where she develops private life stories as well as historical events of mankind- “Portrait of Painter Woman,” “Girl with a purple hair during sunrise and sunset,” “Flute bag,” “Nun.” Painting style of Erna Dolmazova uses another different, bold search of shape, themes created using associations, deepens and renews traditional details of a eastern-western cultural crossroad. 

Friday, January 3, 2014

ავთო ვარაზი. რეტროსპექტიული გამოფენა / AVTO VARAZI. Retrospective Exhibition



ვიდეო ავთო ვარაზის გამოფენის შესახებ   





















თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროექტის ფარგლებში,  2013 წლის 1-25 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ავთო ვარაზის (1926-1977) რეტროსპექტიული გამოფენა გაიმართა.  გამოფენის კურატორი: ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნია. თანაკურატორები: ლანა ბაზლიძე, ვერიკო გოცირიძე, თათია თევდორაშვილი, მარიამ მიქაძე (სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები).  
წარმოდგენილი იყო 90-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, შერეული ტექნიკა) საქართველოში არსებული სამუზეუმო ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.
ავთო ვარაზი ანტისაბჭოთა მოვლენა იყო ხელოვნებითაც და ცხოვრების წესითაც. ვარაზი XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში სრულიად განცალკევებულად დგას, მისი,  როგორც ხელოვანის ჩამოყალიბება მიმდინარეობდა იფიციალური ხაზის შტამპეპსა და ნორმებთან დაპირისპირების ფონზე. იგი არასდროს წასულა დათმობაზე სოცრეალიზმთან. ვარაზის ცხოვრებისთვის უცხოა რაიმე კომპრომისი, არც თემატურ გამოფენებში მიუღია მონაწილეობა და არც დაკვეთით დაუხატავს. 
მან თავისი ავტონომიური შექმოქმდებითი ინდივიდუალობა სხვადასხვა გავლენების საფუძველზე ააგო. მის ნამუშევრებშო ევროპული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციები (სეზანიზმი, კუბიზმი, პოპ-არტი) ტრანსფორმირებულია, ერთის მხრივ, ფიროსმანის თვითმყოფადობაზე ინტენსიური ფიქრით, და მეორე მხრივ, საკუთარი პიროვნული საწყისის  მასშტაბურობით.  ამიტომაც,  რთულია მისი მიკუთვნება რომელიმე მხატვრული მიმართულებისადმი.  მასთან ერთად თანაარსებობენ ერთმანეთისაგან განსხვავებული   მხატვრული სისტემები თუ შესრულების სხვადასხვა  მანერები.   
ვარაზი  ალ. ბაჟბეუქ-მელიქოვის მოსწავლე იყო. მან ორგანულად გაითავისა 10-იანი, 20-იანი წლების ევროპული ავანგარდიზმის ელემენტები. შესაბამისად, ის გატაცებული იყო ახალი ხელოვნების პრობლემატიკით. მის ექსპერიმენტებს, რომელიც დაკავშირებულია ანალიტიკურ და სინთეტიკურ კუბიზმთან, და ამ უკანასკნელის თანმდევ კოლაჟის  ტექნიკასთან, მხატვარი იმდაგვარ  არტეფაქტებთან მიჰყავს, რომლებიც  შეიძლება დავახასიათოდ, როგორც ერთგვარი ხარკი კუბიზმისადმი, გარდაქმნილი საკუთარი მხატვრული ხედვითა და ესთეტიკური კრედოთი. ვარაზის ძიებები ემთხვევა იმ პერიოდის მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებს და ძიებებს. თუმცა მხატვრული კავშირების მიუხედავად, თავის  შემოქმედებაში სულ სხვა ამოცანებს ისახავდა მიზნად. მას აქტიურად ჰქონდა  გაცნობიერებული ხელოვნებაში ახალი ფორმების დამკვიდრების აუცილებლობა ეროვნულ მხატვრულ ტრადიციებთან სინთეზში.
ვარაზის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ეს საკმაოდ უჩვეულო იყო იმ პერიოდის მხატვრისათვის. ზოგადად ასეთი თემატიკა საბჭოთა ნონკონფორმისტი მხატვრისათვის ხშირად პროტესტის გამოხატულება იყო. თევზები ყველგან მეტაფორულ და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სულიერების და საბჭოთა რეალობის შეუთავსებლობისა და დაპირისპირების სიმბოლოდ მიიჩნევა. ავთო ვარაზის თევზები ქრისტიანული სიმბოლოა. ამიტომაა, რომ ყველგან თევზი ან გამხამარი და გამოფიტულია, როგორც რწმენა იმ დროს, ან ჩონჩხია მხოლოდ, რაც შესაძლოა, სულიერების და საბჭოთა რეალობის შეუთავსებლობისა და დაპირისპირების სიმბოლოდ მივიჩნიოთ.              
უზომოდ დიდი იყო ავთო ვარაზის გავლენა საბჭოთა ნონკონფორმისტ მხატვრებზე. საინტერესო იყო ის,  რომ ამ ჯგუფში მხოლოდ ლენინგრადისა და მოსკოვის "ანდერგრაუნდის" მხატვრები შედიოდნენ, ვინაიდან სწორედ ამ ორ ქალაქში იყო ძირითადად კონცენტრირებული ავანგარდი. ერთადერთ გამონაკლისს ავთო ვარაზი წარმოადგენდა. „საინტერესია, რომ ვარაზის ნატურმორტები თევზებით შემდგომში გამოძახილს ჰპოვებს მოსკოველ ნონ-კონფორმისტ მხატვართან - ო. რაბინთან, ხოლო ხის ობიექტების მსგავს გამოყენებას შევხვდებით ლენინგრადელ მხატვართან ე.რუხინთან.“- ი.არსენიშვილი.
სრულიად სხვა განზომილებაში იკითხება "თეთრი თევზი". „იგი თეოზისის იდეის განსახოვნებას ახდენს და ქრისტიანობისა და სახელდობრ მაცხოვრის, სიმბოლოდ გვევლინება. ეს თევზი ვარაზი-მხატვრის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს და მისი ქრისტიანული მრწამსის არსზეც მიუთითებს.” ამონარიდი მ.ხვთისიაშვილის წიგნიდან  ”ავთო ვარაზი”.
ავთო ვარაზი, როგორც ფერმწერი, უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა. ვარაზის არა მხოლოდ დიდი მხატვარი, არამედ დიდი ფსიქოლოგი იყო, რომელიც ჩაწვდა ადამიანის მარტოობის დრამას,  მის სიღრმისეულ ეგზისტენციას.  მისი პორტრეტები გამოირჩევა იმ ძნელად მისაღწევი განწყობილებით, რომელშიც, ზოგადი ადამიანთმოყვაროება და თანაგრძნობა კონკრეტიზირებულია კერძო  ანონიმის იერსახეში. ურთულესი ამოცანაა ფერწერულ ტექნიკაში, ფერის ლაქების განლაგებაში, მონასმებში სახეების ამეტყველება. მის განხორციელებას ჭეშმარიტი ტალანტისა და ოსტატობის გარდა, აუცილებლად სჭირდება ის  უნარი, რასაც პირობითად მხატვრული ჰუმანიზმი შეიძლება ეწოდოს. „უსამართლობებით აჭრილ ყოფიერებაში ადამიანთმოყვარეობა ხშირად იმედგაცრუებისგან ქრება. მის გადასარჩენად ხელოვანს უნდა შეეძლოს  პიროვნული სიძლიერით, უკომპრომისობით  იმედგაცრუება ქრონიკულ მხატვრულ იმპულსად აქციოს. ავთომ მოახერხა ამ ამოცანის განხორციელება. მის მიერ დახატული ადამიანები ყველაზე სასოწარკვეთილი განწყობილების შემთხვევაშიც კი სითბოს ასხივებენ“. თ. ჯაფარიძე
1956 ვარაზმა შეიმუშავა თავისი ლურჯი ტონალობის ფერწერა. მაგ: „თეთრი ნატურმორტი“ მხატვრულ რეალობაში სულაც არაა თეთრი ფერის; ნამუშევარზე ფაიფურის საგნები ლურჯისა და ცისფერის სხვადასხვა ტონალობითაა  „ნაძერწი“; ხოლო ხის მოყავისფრო მაგიდა თავისი ფერადოვნებით ეხმიანება ფონს, ის მუქი ლურჯი და შავი მონასმებითაა დამუშავებული და მასზე განლაგებული ფაიფურის საგნები თითქმის მთლიანად იკავებენ როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე სასურათე სიბრტყეს. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარზე სუფთა, შეუზავებელი თეთრი ფერი გამოყენებული არ არის, იქმნება რეალური შთაბეჭდილება იმისა, რომ წარმოდგენილი საგნები თეთრი ფერისაა, ფაიფურის ფაქტურის. მხოლოდ მცირე თბილი აქცენტებია შეტანილი მწვანე ლიმონისა და ჩაიდნის მოყვითალო - მოწითალო ლაქის - ორნამენტის სახით, რაც ერთგვარად აცოცხლებს ცივ მონოქრომულ გამას. ეს ფერადოვანი დეტალები დეკორატიულ როლს თამაშობს კომპოზიციაში, ისევე, როგორც საგნებს შორის მოქცეული ქსოვილი, რომელიც უხვნაოჭიანობითა და უკიდურესი პირობითობით დეკორატიული დეტალია და დრაპირების ხასიათით დინამიზმს მატებს კომპოზიციაში შემავალ ელემენტებს. ის თუმცა პირობითადაა გადმოცემული, დამაჯერებელია მისი ფაქტურულობა და ზოგადად რაობა. სურათზე, კომპოზიციის აგებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სივრცეს. „ნატურმორტის წერისას გახსოვდეს, რომ საგნებს შორის სივრცე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი“ - წერდა მხატვარი; ეს ნიშანი მის ყველა ნატურმორტში შეიმჩნევა.  ნაჩვენები რაკურსით ჩაიდანი ქსოვილითურთ მცირე ზომის მაგიდაზე ისეა მოთავსებული, რომ აყირავებული მაგიდის სიბრტყე მის ფონად იქცევა, დანარჩენი ორი საგანი კი - ვერტიკალურად აღმართული, სცილდება მაგიდის საზღვრებს და ამით ნამუშევარზე სივრცე მეტად წარმოჩნდება. საგანთა ფორმები სივრცეში გაწონასწორებულია, როგორც კომპოზიციურად, ისე წონადობის მიხედვით. სივრცეს ქმნის ხედვის ზედა წერტილი, საგანთა გარკვეული წყობა, პლანების მონაცვლეობა და ფონად, მაგიდის უკან ფრაგმენტულად გამოსახული შებრუნებული სურათის ჩარჩო, რომელსაც მაგიდასთან სიახლოვის მიუხედავად, თითქოს ჰაერი შეაქვს კომპოზიციაში . ის , ამავე დროს, მოჩარჩოებას უქმნის მის წინ არსებულ სხეულს - ხილის ვაზას, რომელიც ფრაგმენტულად თავსდება მის წიაღში. შეიძლება ითქვას, რომ პლანების უწყვეტი ცვლა და სივრცის არქიტექტონიკა ქმნის კამერულ, მყუდრო გარემოს." ვერიკო გოცირიძე (ამონარიდი საბაკალავრო ნაშრომიდან).
ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის კოლაჟებში არაფერი არ არის შემთხვევითი, მისი კომპოზიციები ხასიათდება მეტაფორულობით და ქვეტექსტებითაა დატვირთული. თითოეული დეტალი ორმაგი მნიშვნელობისაა და დეტალებშიც კი ისახება მისი დამოკიდებულება ეპოქალური მოვლენებისადმი. მის მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ცნობიერ დონეზე ძნელად გასაგები იყო იმდროინდელი კულტურული გარემოსთის. პოპ-არტის მიმდევარი მხატვრების მზგავსად ის ხშირად თავის ნამუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდა, ანუ კოლაჟს ქმნიდა.
განსკუთრებით გამოირჩევა, „ხარის თავი“, ხაზგასმულად ექსპრესიულია, „დრამატული“. ეს არის დაჭმუჭნული შარვალი, დაფიქსირებული თაბაშირით დაფარულ დაფაზე.  ამ სერიიდან ერთი „ხარის თავი“ ნიუ-ორკის მომაში ინახება, მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში,  ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში.
იმ დროს გაბატონებული საბჭოთა „ელიტისტური“ კულტურის საპირისპიროდ ვარაზი ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს. მიუხედავად მისი პოპ-არტის მიმდევარ მხატვრებთან მზგავსებისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში პოპ-არტი სრულიად განსხვავებულმა, სოციოკულტურულმა გარემომ წარმოშვა, პირველ რიგში, იგი გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შედეგი იყო, ხოლო მეორე მიზეზი - 50-იან, 60-იან წლებში აბსტრაქციული ექსპრესიონიზმის დომინირება გახლდათ. არც პირველი და არც მეორე ფაქტორი საბჭოთა საქართველოში არ იყო.  ავთო ვარაზის ნამუშევრები არამარტო არ შეესაბამება, არამედ ფაქტობრივად ეწინააღმდეგება იმ მსოფლმხედველობას, რამაც დასავლური პოპ-არტი წარმოშვა. დასავლური პოპ-არტის დამოკიდებულება სინამდვილესთან პრაგმატულ ხასიათს ატარებს, სადაც ბუნებას ცვლის ტექნოლოგიების სამყარო;  ვარაზი კი მხატვრის  ერთადერთ მასწავლებლად ბუნებას მიიჩნევს. თუ დასავლელი პოპ-არტისტების მთავარი პრინციპი იმპერსონალურობა იყო, ვარაზი შემოქმედება უკიდურესად სუბიექტურია. თუ დასავლურ პოპ-არტში მხატვრის პიროვნული საწყისი მინიმუმამდეა დაყვანილი და გასულია მხატვრის ინდივიდუალურობის ფარგლებს გარეთ, ვარაზთან მხოლოდ ინდივიდუალური ხელწერა იგრძნობა. რა თქმა უნდა, გარეგნული ნიშნები სახეზეა: სამგანზომილებიანი ობიექტების ჩართვა ფერწერაში, სურათების სერიების და  არა სერიულობის შექმნა;  რაც მათავარია, გარეგნული ნიშნების გამოყენება - გაზეთის ნაგლეჯები, ეტიკეტები, ნოტები, სიგარეტის კოლოფები, ასათის ყუთები, ვიოლინო, და სხვ.
ნორტონ დოჯი იყო პირველი კოლექციონერი, რომელმაც  ავთო ვარაზის ნამუშევრების შესყიდვა და ქვეყნიდან გატანა დაიწყო. ნორტონ დოჯი ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი გახლავთ.  ცნობილია, როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. იგი ყიდულობდა ნამუშევრებს და არალეგალურად გაჰქონდა საბჭოთა კავშირიდან. ტერმინი "საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება" მას მიეწერება. ფაქტიურად მან გააცნო დასავლეთს საბჭოთა "ანდერგრაუნდის" ხელოვნება. მის კოლექციაში 20 000-მდე ნამუშევარია, მათ შორის ავთო ვარაზის სურათები. ამჟამად, მისი კოლექციიდან, ავთო ვარაზის თერთმეტი ნამუშევარი ნიუ-ჯერსის ზიმერლის მუზეუმში ინახება. ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია გაბნეული.
ავთი ვარაზი მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციების გაფორმებაზე. მან გააფორმა : ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია და არქეოლოგიური მონაპოვრების ორიგინალური ოპოზიცია შექმნა. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია. მნიშვნელოვანი ობიექტები სხვადასხვა ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი. '1958 წელს მიმიწვიეს მთავარ მხატვრად საქართველოს მუზეუმში, არქეოლოგიური გამოფენის მოსაწყობად. ჩემს მიერ გაფორმებული გამოფენა გაიხსნა 1961 წლის თებერვალში. იმავე გამოფენისთვის შევასრულე 6 პლაკატი, რომელთაგან 2 დაიბეჭდა და გამრავლდა. გავაფორმე აგრეთვე ბუკლეტები'.-წერდა ვარაზი.. 'შემდგომ ავთომ გააფორმა რუსთაველის საიუბილეო გამოფენა, რომელსაც ქართული საგალობლების აჟღერებით განუმეორებბელი ეროვნული სული შთაბერა, მკვეთრად რომ დაუპირისპირდა იმ დროისთვის ესოდენ დამახასიათებელი “ინტერნაციონალური პოლიტიკის” იდეოლოგიას“. ამონარიდი მ. ხვთისიაშვილის , წიგნიდან "ავთო ვარაზი“.

ქართველი ნონკომფორმისტი მხატვარის ავთო ვარაზის  სამყარო რთული და მრავალწახნაგოვანია. მთელი შემოქმედებითი გზა მან განვლო მუდმივი განახლებისკენ მისწრაფებით. ვარაზის  ცხოვრება და ხელოვნება განუყოფლადაა ურთიერთშერწყმული და ერთი მთლიანი არტისტული ჟესტია.  ავთო ვარაზის  როლი  XX საუკუნის  ქართულ ხელოვნების გასააზრებლად განუზომლად დიდია. 






ბუკინისტი

მანანა



ამირან გოგოლაშვილი



ნატურმორტი პურით

ნატურმორტი ატმებით. 


       

 
ვიოლინო. 

 
თმაგაწეწილი ქალი.

 
ყვითელი ხერხი

 
ხერხი ცისფერ ფონზე,

მძინარე (მოლოდინი)





პროექტის ფარგლებში გამოიცა მანანა ხვთისიაშვილის წიგნი "ავთო ვარაზი".
                                                                  წიგნის შესახებ 

წინამდებარე წიგნი არც ალბომია და არც რომანიზირებული ბიოგრაფია. იგი მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ, გადაყრილი და ჩემს მიერ აკრეფილ, თავმოყრილ და ზოგ შემთხვევაში კომენტირებულ გამონათქვამებზე აგებული სულის ძახილია 60-იანი წლების ერთადერთი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვრის, ავთო ვარაზის ფიქრთა დინების წარმომჩენი. 
წიგნის არქიტექტონიკა სამნაწილიანია: მისი პირველი ნაწილი ეს არის თავისუბური თემა ვარიაციებით Andante con Variazioni რომელიც ავთოს დაბადების, მისი ოჯახის, ახლობლების, ინტერესთა მრავალფეროვნების, მისი, როგორც თვითმყოფადი, განსაკუთრებული სულიერებით გამორჩეული მხატვრის ჩამოყალიბების და ნონკონფორმისტული ხედვის გამოძერწვის მცდელობაა.
წიგნის მეორე ნაწილი თავისებური “გამოფენა – სიმფონიაა” Allegro Vivace -ს ტემპში წარმართული. ეს არის გამოფენა, რომელსაც მხატვარი სიცოცხლეში ვერ ეღირსა და რომელზეც მისი თითქმის ყველა ნამუშევარია “დაკიდული”…. გამოფენა მუსიკალური ქსოვილის პრინციპიდანაა კონსტრუირებული, სადაც მთავარი თემები ხშირად ბრუნდებიან, სახეს იცვლიან, სხვადასხვა ტონალობით იფერებიან, ვარირებენ, ფერმკრთალდებიან ან პირიქით, მეტი სიმკვეთრით წარმოჩნდებიან და ეს გრძელდება მანამდე, სანამ წიგნში ისინი ლაიტთემებად არ ყალიბდებიან. /გვ. 186-197/.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს “გამოფენა-სიმფონიის” ჩარჩოები, რომლებიც აღიზიანებენ, აწვებიან და სულს უხუთავენ, “დამთვალიერებელს”. ეს ის ცხოვრებისეული ჩარჩოებია, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა ვარაზი-ადამიანი და ვარაზი-მხატვარი და რომელთა მოშორებაც საბოლოოდ მაინც შეძლო. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ჩარჩოების დაშლა, განადგურება და გაუჩინარება დაკვირვებულ “დამთვალიერებელში” შვებასა და ამოსუნთქვას გამოიწვევს.
უნდა გამოიყოს აგრეთვე “გამოფენა-სიმფონიაში” წარმოდგენილი “ცხოვრებისეული ქარბორბალა” /გვ.174-185/, სადაც ძალზე მოკლედ ავთოს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტებია დაფიქსირებული, მისი ინტერესები, მიდრეკილებები, ზეაღვსილება და ვარდნები.
დაბოლოს, ეს გამოფენა, სიმფონიაა, მუსიკაა და ამიტომაც უფრო შესაგრძნობი, ვიდრე ვერბალურ დონეზე გადმოსაცემი /”სადაც მთავრდება სიტყვები, იქ იწყება მუსიკა” –რ. შუმანი/. …
წიგნის მესამე ნაწილი Adagio espressivo მხატვარი – მოაზროვნის, მისი რელიგიური მრწამსის, სულიერი სამყაროს, ფერწერის ტექნიკისა და რაც მთავარია, დანიშნულების ღრმა წვდომის და მარადიული სიცოცხლის არსის გაგებისკენ ლტოლვის წარმომჩენია…



მანანა ხვთისიაშვილი/2013 წლის ოქტომბერი.


Tbilisi State Academy of Arts presented December 1th – 25nd, 2013, at Zurab Tsereteli Modern Art Muzeum AVTO VARAZI ‘ s Retrospective Exhibition (painting, drawing, mixed media)
The Curator : Alexandra (Matsatso) Gabunia.
Co-Curators: Lana Bazlidze, Veriko Gotsiridze, Tatia Tevdorashvili, Mariam Mikadze. (BA Students of The Tbilisi State Academy of Arts, Faculty of Restoration/Art History and Theory)
Avto Varazi occupies special place in Georgian painting of the 20th century. It is not easy to assign him to any specific trend in painting. He applied various painting systems and techniques with equal success.
Avto Varazi, as an artist was being formed with the background of a conflict between stamps and norms of a stroke. He never compromised with the social realism. His character was not familiar with compromise; he never got involved in thematic exhibitions or drawing on request. He was individual, conscious and deep in his search, that coincide with the trends and searches of the contemporary world. However, regardless artistic ties, his creative goals were absolutely different. Religious motives always took significant role in Varazi’s works. This was quite unusual for a painter of that period… For a Soviet nonconformist artist to address these themes would mean to express protest. Fishes bear metaphoric and symbolic nature everywhere, and are considered contradiction and conflict between spirituality and Soviet reality. He was often blamed, that his portraits were extremely sad and they lacked vital colors. He was not just a great artist, but a great psychologist as well, who could attain the tragedy of human loneliness, its presence in depth. Thanks to the merits of his talent he exercised through himself the infancy of the contradictory and complex spirit of Tbilisi faded in colonial state, and dreaming of perfection.
Unfortunately, Avto Varazi remains unsurveyed and undiscovered to date. It is very uneasy to reach deeply into the artist’s portrait – the portrait of a creator, who armed with unheard personal merits, artistic qualities, “DonQuixoteness” fought against the Soviet system alone and became a living legend in his life. The term “Soviet nonconformist art” is thought to belong to Norton Dodge. He was one of the pioneers of Soviet informal art collectors. His collection includes Avto Varazi’s paintings, out of which eleven are displayed in Zimmerli Art Museum, New Jersey. Avto Varazi’s works are spread in world museums, while fate of some of them still remains unknown. ‘Bull’s head’ by Avto Varazi is kept in The Museum of Modern Art, New York. Another one, also named ‘Bull’s head’, actually representing a lamb’s head, is displayed in Zimmerli Nonconformist Art Museum; the third ‘Bull’s head’ remains with Alexander Glezer in Paris and “The Octopus” – in Kostaki private collection, Greece. His 15 works are exhibited in National Museum of Georgia, others are displayed in art museums of Kutaisi, Tsageri, Ambrolauri and Senaki.
Avto Varazi was the first among Georgian artists, who applied technique of collage. Nothing is accidental in his paintings; they are metaphorical and full of implications. Each detail bears double meanings and his approach to the epochal happenings is indicated even in the details. In the West the pop-art was created on the ground of totally different, social-cultural environments. Primarily it was a result of certain social-economic system, while another reason was the dominance of abstractive expressionism during 50-60s. Neither the former nor the latter were present in Soviet Georgia (Soviet Union). Pop-art of Avto Varazi not only does not correspond, but practically contradicts with the understanding which conceived western pop-art. It could be said this is personal - ‘Varazian’ trend. Western pop-art’s attitude to the reality is of pragmatic nature, where the nature is substituted with the world of technologies; while Varazi considers the nature to be the only teacher to an artist; if the main principle of the western artists was impersonality, Varazi’s creative works are extremely subjective. If in western pop-art artist’s personal origin is brought to the minimum and taken beyond the artist’s individuality, in case of Varazi only individual style can be felt. External signs are definitely in place: involvement of 3D objects in painting, creation of series (seriation) of paintings, and what is most important, application of external signs of collage (newspaper pieces, labels, notes, cigarette boxes, matches, violin, etc.).
Avto Varazi was often blamed, that his portraits were extremely sad and they lacked vital colors. He was not just a great artist, but a great psychologist as well, who could attain the tragedy of human loneliness, its presence in depth. Thanks to the merits of his talent he exercised through himself the infancy of the contradictory and complex spirit of Tbilisi faded in colonial state, and dreaming of perfection. 
Popularization of one of the greatest Georgian artists of the 20th century, who, we believe, has not been praised properly. Unfortunately, no personal exhibitions were held in his life; only in 1977, two months later from his death, his first personal exhibition was organized. He bears unlimited popularity among professional and certain social circles, but sadly enough, he is not widely known or understood and is not praised beyond Georgia as much as his artistic greatness deserves. 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...