30 წელი ტოტალიტარული წნეხის ქვეშ. ოთარ ჩხარტიშვილი (ჩანაწერები)
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ბელადი და მასწავლებელი ვ. ი. ლენინი (ულიანოვი) იყო. მან თავის საქმის გამგრძელებლებს დაუტოვა ეკუმენისტური მოძღვრება, რომელსაც შესანიღბავად კომუნიზმს ეძახდნენ. ვალოდია ლენინის ანდერძით ნიველირება ხდებოდა 15 რესპუბლიკის, მაგრამ 73 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. თავის არსებობის მანძილზე მუშაობდა საბჭოთა აპარატი, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეს მიზანს. რუსული დერჟიმორდული კომუნისტური ზრახვების დაუფარაობის გამო.1990 წელს 15 ნაფლეთად დაიშალა საბჭოთა
იმპერია. დაიშალა, რათა ხელახლა დაეკანონებინათ ეს ცრუ კავშირი, რასაც დღეს დ.ს.თ.-ს
ეძახიან. დღესაც იბრძვის ულიანოვის სამშობლო. საბჭოთა ხელოვნებას ჰქონდა კონცეფცია
(სოციალური რეალიზმი), რითაც ხელმძღვანელობდა საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი.
სოციალიზმის მიზანი იყო საბჭოთა ადამიანების რეალური ცხოვრების ასახვა, მაგრამ ამ იმპერიის
მსახური ხელოვნების მუშაკები კოსმეტიზირებას უკეთებდნენ რეალობას და გაპუდრული, გაპრიალებულ
ლენინისა და სტალინის საკაბინეტო პორტრეტებს ასრულებდნენ, რომელთაც არანაირი საერთო
არ ჰქონდა ხელოვნებასთან. ასევე აკეთებდნენ თემატურ სურათებსაც. ამ რესპუბლიკებმაც
თავიანთი არსებობის მანძილზე მილიარდობით ტონა სამხატვრო მასალა დახარჯა და იმ ,,შემოქმედთა”
პროდუქცია დღეს ნაგავს გააყოლა. ამავე რაოდენობის ქაღალდი დაიხარჯა აგიტაცია-პროპაგანდაში.
საბჭოთა პროზაიკოსებმა და პოეტებმა გაავსეს ეს ტერიტორია მაკულატურით. კომუნისტების
ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ მათ გააუკუღმართეს ადამიანთა ფსიქიკა და აზროვნება.
მათ ააოხრეს ეკლესია-მონასტრები და შემდეგ შებილწეს იგი. ამ პერიოდში ყველა საეკლესიო
პირის უმრავლესობა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტიდან იყვნენ შეგზავნილნი. შეუძლებელია
ყველა ამ უბედურების აქ ჩამოთვლა, რაც ჩაიდინეს საბჭოთა კომუნისტებმა. კომუნისტური
პარტიის თარეშმა, გარკვეულწილად, უარყოფითი დაღი დაასვა საერთოდ მსოფლიო ცივილიზაციას.
სოცრეალიზმის გარდა სახვითი ხელოვნების ნებისმიერი სხვა მიმართულება სასტიკად იდევნებოდა და ასევე აკრძალული იყო არაორდინალური აზროვნება, ვინც არ დგებოდა მათ სამსახურში ანტისაბჭოთა ელემენტად ინათლებოდა, რის შემდეგაც მათი დისკრეტიზაცია ხდებოდა საზოგადოების თვალში. ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ მხატვარი მოკლებული იყო ყოველგვარ მატერიალურ კეთილდღეობას. ცნობილია რომ ქართველებს უყვართ კარგი ცხოვრება, სტომაქი რომ დაიკმაყოფილონ მზად არიან სატანისათვის სულის მიყიდვაზე, ისინი ამ გრძელ რიგებშიც კი დგებოდნენ. მათი შემყურე მომდევნო თაობაც მორალურად ირყვნებოდა. საბჭოთა საქართველოში სოცრეალიზმის მამამთავარი და პიონერი გახლდათ მხატვარი უჩა ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ჯილდო ჰქონდა მიღებული, თუ რაიმე მოეპოვებოდა კომუნისტებს.
1966 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია. სწავლის პერიოდში ფერწერის კათედრის გამგე გახლდათ ამხ. უ. ჯაფარიძე. იგი მკაცრად აკონტროლებდა აკადემიაში რუსულ სოცრეალიზმიდან გადახვევის ყოველ მომენტს. მესამე კურსზე კუბიზმით ვიყავი გატაცებული, რისთვისაც ერთი წლით მომიხსნეს სტიპენდია. სამხედრო კათედრის უფროსმა ვინმე ქსოვრელმა კურსზე დამტოვა სამხედრო სწავლებაზე უარის თქმისათვის. მადლობა ღმერთს საქმეში ჩაერივნენ ჩემი თაყვანისმცემელი პედაგოგები და ისევ აღმადგინეს. რადგან კომკავშირელი არ ვიყავი, აკადემიის პარტბიუროს მდივანმა ამხ. ცეცხლაძემ არ მომცა რეკომენდაცია სტუდენტებთან ერთად ტურისტად საზღვარგარეთ რომ წავსულიყავი. აკადემიის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგემ ამხ. ი. მელქაძემ შემომთავაზა კომუნისტური პარტიის წევრი რომ გავმხდარიყავი და როცა ვუთხარი მამაჩემი სახლში არ შემიშვებს მეთქი, თავი დამანება. აკადემიის პრორექტორი ზ. მაჩაბელი ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან წითელ სამკლავურს არ ვიკეთებდი, თბილისში რუსთაველის პროსპექტზე სტუდენტებთან ერთად მორიგეობის დროს. ისიც მემუქრებოდა, ჯერ სტიპენდიას მოგიხსნი, შემდეგ გაგრიცხავ, გირჩევნია ძველ ბიჭობას თავი დაანებოო. სამხატვრო აკადემიაში ჩემი სადიპლომო თემა იყო “ჩემი კერა” რომელიც ფრიადზე იყო შეფასებული. აკადემიის დამთავრების შემდეგ გამამწესეს მაშინდელ მახარაძეში, თეატრის გამნათებლად და თანაც უხელფასოდ. 1968 წლიდან ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, რადგან ვერ ურიგდებოდი კომუნისტების მიერ გამოგონილ ცრუ სოცრეალიზმის აკადემიურ ფილოსოფიას, ამიტომაც ამ წლებიდან 1990 წლამდე ანტისაბჭოთა მხატვრის იარლიყი მქონდა მოკერებული.საქართველოს მხატვართა კავშირი იყო
უშიშროების კომიტეტის “სუკის” ფილიალი, როგორც ყველა სხვა ორგანიზაცია-დაწესებულება
მთელ საბჭოთა კავშირში. მატვართა კავშირი პირდაპირ ასრულებდა “სუკის” ყველა დირექტივას,
განსაკუთრებით არაორდინალური მხატვრების მიმართ. ურჩ მხატვრებზე არ ნაწილდებოდა სახელმწიფო-სახელშეკრულებო
კონტრაქტი და მათზე ექსპორტით მიღებული სამხატვრო მასალები. ყოველთვის არ იფინებოდა
მათი ნამუშევრები და თუ გამოფენდნენ არ იძენდნენ მას. არ რთავდნენ ნებას მხატვართა
კავშირის ფონდისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ რეტროსპექტულ გამოფენებში
მონაწილეობის მიღებაზე. მართალი გითხრათ, ქართული სახვითი ხელოვნების სინამდვილეში
არც ისე ბევრი იყო არაორდინალური მხატვრები, ასე რომ მათ ჩამოსათვლელად ხუთი თითი საკმარისი
იყო. ესენი იყვნენ მოქანდაკე: კარლო გრიგოლია, ავთანდილ ვარაზი და ოთარ ჩხარტიშვილი.
თითოეულ ამ მხატვარს მხატვართა კავშირის სამდივნოდან მეთვალყურე ჰყავდათ მიმაგრებული
“სუკის” მიერ. ისინი ანგარიშს აბარებდნენ და ამავდროულად ევალებოდათ მათთვის თვალყური
ედევნებინათ და იდეოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ მათზე.
1973 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნომ დაადგინა წელიწადში ერთხელ გამართულიყო თითო ნამუშევრის გამოფენა უჟიუროდ. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობდა “სუკს”, რათა დაეფიქსირებინათ დისიდენტურად მოაზროვნე მხატვრები. “ხელოვნების მუშაკთა სახლში” პირველად გაიხსნა მსგავსი გამოფენა. ამ გამოფენაზე ჩემი ნამუშევარი “რინგი” (კოლაჟი) გამოდგა მხატვართა კავშირისათვის რადიკალური, რამაც გააღიზიანა სოცრეალიზმის მქადაგებელნი. ასეთნაირად აღმოვჩნდი “სუკის” ხახაში. საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხით ხელოვნების რედაქციას უმალ დაევალა ასეთი გამოვლინება გაეცამტვერებინა. სასწრაფოდ მოამზადეს გადაცემა და ამ გადაცემის კომენტარი დაევალა მხატვარ გივი თოიძეს. ბატონი გივი კამერის წინ დასვეს და ხელში შეაჩეჩეს წინასწარ მათ მიერ შეთხზული ტექსტი, როცა იგი გაეცნო ტექსტს, სასტიკი უარი განაცხადა და დასძინა: “მე შეიძლება არ მომწონდეს კოლაჟის ხელოვნება, მაგრამ მხატვრის წინააღმდეგ, ისიც ტელევიზიით, ვერ გამოვალ”. ასე ჩაეშალათ ეს გადაცემა.
1974 წელის სექტემბრიში მოსკოვში მეტრო
ბილიაევოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილით 5 საათზე ,ღია ცის ქვეშ ,გაიხსნა ნონ-კონფორმისტთა
ნამუშევრების გამოფენა, რომლის კურატორი გახლდათ მოსკოველი პოეტი და კოლექციონერი:
ალექსანდრე გლეზერი. მან წინასწარ შეატყობინა და მოსაწვევი გაუგზავნა მოსკოვში არსებულ
ყველა საელჩოებს, ეს მოვლენა დილით ადრევე დააფიქსირეს და გადაეცა მსოფლიო ყველა საინფორმაციო
საშუალებას. მოსკოვში ამ რაიონის კარგად გამოძინებულმა მოხელეებმა რომ გაიგეს თუ რა
ხდებოდა სინამდვილეში, მოსკოვის უშიშროების კომიტეტთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს გამოფენის
მონაწილეთა და დამთვალიერებელთა დარბევა. ყველა მხრიდან ბულდოზერები შემოესია და მათ
გარდიგარდმო გადათელეს იქაურობა. არ ერიდებოდნენ არც ადამიანებს, არც ახალ დარგულ ხის
ნარგავებს.ამ ბულდოზერებიდან გამონაბოლქვის ნისლი იდგა და აღარავინ ჩანდა, ვინ ვის
დაეძებდა ვერ გაიგებდი. აქ გამახსენდა ქართული გამოთქმა: “დედა შვილს არ აიყვანს”
.მოსკოველი მილიციელები რუპორებიდან ყვიროდნენ “ასტავტე პარკ”, “ასტავტე პარკ”! მილიციელები
თან ლანძღავდნენ გამოფენის მონაწილეებს და გაიძახოდნენ: “უბირაიტეს ბეზძელნიკი”, “ტუნეადცი!”.
დაიჭირეს ალ. პაუსტოვსკის ვაჟი, ლიოშა პაუსტოვსკი და ყველა ის მხატვარი, რომლებსაც არ გააჩნდათ მხატვართა კავშირის დამადასტურებელი მოწმობა. მთავრობა თვითნასწავლ მხატვრებს დებოშიორებად, ბეზძელნიკებად და ხულიგნებად თვლიდნენ. მე ამ დროს ვიდექი მხატვარ ტიაპუშკინის გვერდით. მას მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირობის ოქროს ვარსკვლავი ეკიდა და რატომღაც ჩვენ ხელი არ გვახლეს. ტიაპუშკინს ხელში აბსტრაქტული სურათი ეჭირა. მოკლედ ვინც კი მოასწრო ნამუშევრების გატანა, გადაურჩა განადგურებას. დანარჩენი ნამუშევრები ტალახში იყო აზელილი და ეს შემოსევა “ბოროდინოს ველს” მაგონებდა. ამ დღიდან ამ გამოფენას მსოფლიო საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებმა “ბულდოზერული გამოფენა” შეარქვეს. გამოფენაზე მონაწილეობდნენ: ტიაპუშკინი, ოსკარ რაბინი და მისი მეუღლე, ასევე ბ. შტენბერგი. (ცნობილ მწერალ შტენბერგის ვაჟი), ცვიტნიკოვი, პავლოვი, ე. რუხინი, პიატნიცკი, ნემუხინი და სხვები.
მომხდარის შესახებ თბილისში უყვებოდი
ჩემს კოლეგებს გალერეის წინ. ისინი დაჟინებით მთხოვდნენ წვრილმანებში მომეთხრო ყველაფერი.
ჩემი მონათხრობი გამოიყენა ზოგიერთმა “სუკის” აგენტმა. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა
გალერეის დირექტორი მ. ყიფიანი. მეორე დღესვე დამიბარეს მხატვართა კავშირში და იქ ორმა
“სუკის” წარმომადგენელმა დამკითხა ცალკე ოთახში. მათ არ იცოდნენ რა მოხდა მოსკოვში.
ყველაფერი ჩემგან გაიგეს. ისინი მეკითხებოდნენ თუ საიდან ვიცნობდი და როგორ გავიცანი
ა. გლეზერი. მათ საუბარში ვიცანი ყიფიანთან ნათქვამი ჩემი ფრაზები.
1975 წელს მოსკოვში მონაწილეობა მივიღე იგივე შემადგენლობის მხატვრებთან გამოფენაში, რომელიც მოეწყო ა. გლეზერის გამოცარიელებულ სამოთახიან ბინაში. გამოფენილი იყო მოქანდაკე ერნსტ ნეიზვესტნის სკულპტურული კომპოზიცია. აქ კოლეგებთან ერთად ყოველდღე ჩვენთან გვერდით იყო მხატვარი ზვერევი. იგი სულ გალოთებულიყო და შემოქმედებითად აღარ მუშაობდა. გამოფენის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა გვერდით მდგარ ქალბატონს ფეხით მიუთითა ერთ ნამუშევარზე. მხატვარი ზვერევი მართლაც გამხეცდა, ეცა ამ კაცს, ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან. აქ გამოფენის მონაწილეებს ხშირად აწუხებდათ მოსკოვის “სუკის” თანამშრომლები და ამიტომაც იძულებულები ვიყავით გამოგვეძახა ამერიკის საელჩოდან პოლიციის ერთი ჯგუფი, რომლებიც გვიცავდნენ საბჭოთა აგენტების შემოსევისაგან. იმავე წელს ლენინგრადში მოეწყო ე. რუხინისა და გ. პაპოვას შეუღლებიდან ათ წლისთავთან დაკავშირებული იგივე შემადგენლობის მხატვრების გამოფენა. ამ გამოფენაზე ვიხილეთ ესტონელი მხატვრები: ტინის და მარე ვინტები. აქვე გამოფენილი იყო ა. გლეზერის რამდენიმე აპლიკაცია ლენინის თემაზე. აქაც უცხოელების სიმრავლის გამო შემოსეული გვყავდა “სუკის” აგენტები. ამიტომ მხატვრების დაპატიმრებას ვერ ბედავდნენ.
1976 წელს მოსკოვიდან მოვიდა დეპეშა,
რათა დავკავშირებოდი მხატვარ ოსკარ რაბინს. რაბინმა ტელეფონით მითხრა, ჩავსულიყავი
მოსკოვში საგაზაფხულო გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით. ამ სატელეფონო საუბრიდან
10 საათის შემდეგ, დილით ადრე თბილისიდან რუსთავში დამირეკა მხატვართა კავშირის მდივანმა
გ. ქუთათელაძემ და მითხრა, რომ გამოვცხადებულიყავი მის სახელოსნოში. როცა ვეწვიე, მან
მითხრა: “სუკში” მე მეგობრები მყავს და მათ მთხოვეს, რომ გადაიფიქრო მოსკოვში წასვლა.
მან მითხრა რა გინდა იმ ებრაელ ფორმალისტებთანო. თუ არ დამიჯერებ რაც მოგივა შენ თავს
დააბრალე, იცოდე ცუდი სიტუაციაა და შესაძლებელია აგიყვანონ. მე ვუთხარი, მე ამ საპატიმროში
დავიბადე და აქვე ვცხოვრობ. სად უნდა წამიყვანონ. ეგ თქვენ იკითხეთ, საპატიმროში რომ
ცხოვრობთ და თავი თავისუფლებაში რომ გგონიათ. უსახსრობის გამო ვერ წავედი მოსკოვში.
1976 წელს თბილისში სურათების გალერეაში საგაზაფხულო გამოფენაზე წარვადგინე არატრადიციული ხერხებით შესრულებული ნამუშევარი “რიტმი” (კოლაჟი). მხატვარმა გოგი ჩაგელიშვილმა გაბრტყელებული ვედრო სიბრტყეზე დაკრული გამოიტანა საგამოფენოდ. ავთო ვარაზმა - ვიოლინო. იმდროინდელმა გალერეის დირექტორმა მ. ყიფიანმა დააფთხო ა. ვარაზი. ამ პერიოდში ვარაზმა მხატვართა კავშირიდან სახელოსნოს მიღებას ელოდებოდა და მ. ყიფიანმა ურჩია წაეღო მისი ნამუშევარი, თან დასძინა შენი საქმე რომ არ გაგიფუჭდესო. გ. ჩაგელიშვილმა ამ სიტყვებს ყური რომ მოჰკრა ავთო ვარაზს კვალდაკვალ თავისი ნამუშევრით გაჰყვა. ამჟამად ჩემი ჯერი რომ დადგა მ. ყიფიანმა მითხრა, აქ ცეკადან მოდიან და რად გინდა ისინი რომ აალაპარაკოო. მე ვუთხარი: ნამუშევარი იმიტომ მოვიტანე, რომ ხალხმა ილაპარაკოს, გნებავთ ცუდი, გნებავთ კარგი. ასე დარჩა გამოფენაზე მხოლოდ ჩემი ნამუშევარი. ერთ-ერთ რიგით საშემოდგომო გამოფენაზე “მხატვრის სახლში” გამოფენილი მქონდა ობიექტის “სკამი”. სკამი შავი იყო, მასზე იდო წითელი პატარა ბალიში და ზედ კვერცხი. როდესაც ცეკას ოფიციოზი შემოვიდა გამოფენის დასათვალიერებლად, მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ნ. ჯამბერიძემ პიჯაკი გაიხადა და ისე ოსტატურად გადააფარა ჩემს ობიექტს რომ ის მათ ვერ ნახეს. ასე ბრწყინვალედ გამოუვიდა ნ. ჯამბერიძეს ავანგარდისტული ნამუშევრის იზოლირება. 1977 წელს გალერეაში გამოვიტანე კოლაჟი – “სპილო” რომელიც დღეს ამერიკაში ზიმერლის ხელოვნების მუზეუმშია. ამ ნამუშევრის გამო ნ. ჯამბერიძემ საშემოდგომო გამოფენა დახურულად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარედან დამთვალიერებელი ვერ შემოვიდოდა მხატვრების გარდა. გამოფენის განხილვის დროს ნ. ჯამბერიძემ განაცხადა: “ოთარ ჩხარტიშვილს არ ეგონოს, რომ მისი ნამუშევრის გამო არის გამოფენა დახურული” ნ. ჯამბერიძემ ამით თავად აღიარა ფაქტი. მთელ ამ პერიოდში მოღვაწეობის მანძილზე ნამუშევრები გამოფენაზე ჯიქურ გამქონდა, მაგრამ ამნაირ სიახლეებზე რეაქცია არ ხდებოდა და პრესაშიც არანაირი სტატიები არ იწერებოდა. არც დადებითი და არც უარყოფითი. ხმის ამოუღებლობა მათ ხელს აძლევდა, ამ საქმეში ქართული ხელოვნებათმცოდნეობა მხარს უბამდა საბჭოთა იდეოლოგიას. მხატვართა კავშირის პარტბიუროს მდივანი ყველანაირად ცდილობდა კოლეგებს ჩემთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, რადგან “სუკი” მათი თქმით უმალ აღრიცხვაზე აიყვანდა. მართლაც, ბევრი კოლეგა არიდებდა თავს ჩემთან ურთიერთობას, არადა ის არ იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვი პირველკლასიდანვე “სუკს” აღრიცხვაზე რომ ჰყავდა აყვანილი.1978 წელს დეკემბრის თვეში ღამის 10 საათზე რუსთავში ჩემს სახელოსნოში თავს დამადგა თბილისიდან “სუკის” ორი თანამშრომელი. ისინი მოპატიჟების გარეშე ჯიქურ შემოიჭრნენ სახელოსნოში. როცა მათ ვკითხე ვინ ხართ ან რა გნებავთ – მათ ასევე მიპასუხეს. ნუთუ ვერ მიხვდით “სუკიდან” რომ ვართ. არც დამსხდარან სკამზე, ზეზეულად ერთ-ერთმა მითხრა: ჩვენ დავალებული გვაქვს ყველა თქვენი ავანგარდისტული ნამუშევარი თბილისში წავიღოთ, სლაიდებზე გადავიღებთ და ხვალვე უკან დაგიბრუნებთ. მე გაკვირვებულმა ვკითხე: კი მაგრამ თქვენ როგორ იცნობთ, რომელია ავანგარდისტული და რომელი არა? თქვენ ნუ ღელავთ მიპასუხეს მათ – როგორმე გავარკვევთ, მაგრამ თუ თქვენ დაგვეხმარებით თქვენთვის უკეთესი იქნება. ბოლოს წითურმა კაცმა ასე მითხრა: რაც მიწებებულ-მოწებებულია, სადაც ნივთები და საგნებია დაკრული ყველანი გვერდზე გადააწყეო. რაფის ტიპის მიკროავტობუსი გაავსეს ჩემი ნამუშევრებით. სია ჩამოწერეს, რაღაც დოკუმენტზე ხელი მომაწერინეს. როგორც მოვილაპარაკეთ მეორე დღეს 6 საათისათვის დაგვხვდი სახელოსნოში! მართლაც მეორე დღეს სიით ჩამაბარეს ყველა ნამუშევარი. წითურმა თან დასძინა: ამ ნამუშევრებს უცხოელებზე აღარ გაჰყიდი, განსაკუთრებით ამერიკელებზე, თორემ ციმბირი უკან დაგრჩებაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩრდილოეთში გადასახლებით მემუქრებოდნენ.საქართველოში დისიდენტური მოძრაობის დროს ხშირად მიძახებდნენ ცენტრალურ “სუკში” და მეკითხებოდნენ: თუ როდის, და რომელ წელს გავიცანი ზვიად გამსახურდია და რა საერთო მქონდა მასთან, ასევე მეკითხებოდნენ ყოფილ პოლიტპატიმარ მწერალ გივი მაღულარიას პიროვნების შესახებ. თქვენ მხატვარი ხართ და რა საერთო გაქვთ მუსიკოს მერაბ კოსტავასთან. მე ვპასუხობდი: მუსიკა და სახვითი ხელოვნება ორივე ხელოვნება არ არის? ასეთი პასუხის შემდეგ მე ჩავყავდი სარდაფში მოწყობილ საკანში, მცემდნენ და მეკითხებოდნენ ისეთ რამეებს რაც მართლა არ ვიცოდი. რუსი ეროვნების გამომძიებელთან შედარებით ქართველები სასტიკად მეპყრობოდნენ. მათ ის ვერ გაარკვიეს რომ ჩემს შემოქმედებას პოლიტიკასთან არავითარი საერთო რომ არ აქვს.
რადგან თბილისელებს თბილისიდან გასვლა ძალიან უჭირთ, სწორედ იმან მიშველა, რომ რუსთავში ვცხოვრობდი. სულ 30 კილომეტრი აშორებს მათ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ამ მანძილის გამო ვერ ახერხებდნენ ჩემთან ხშირად სტუმრობას და მეთვალყურეობას, თორემ კარგა ხნით ადრე დამაპატიმრებდნენ. “სუკელები” ხშირად მეკითხებოდნენ: ოდესმე საქართველოში მრავალპარტიულობა რომ იქნეს, რომელ პარტიაში გაერთიანდებოდი? არცერთში იყო ჩემი პასუხი, რადგან მე ჩემი საქმე მაქვს და ყველა საქმეს პროფესიონალიზმი სჭირდება. პარტიულობა რომ მდომოდა, თავის დროზე კომკავშირელი ვიქნებოდი, ჩვენში ხომ ყველა კარიერა კომკავშირიდან იწყება. ვერცერთ პარტიას ვერ ვიტან, რადგან ხროვაში ყოფნა არ მიყვარს. ამას მათ გულწრფელად ვეუბნებოდი.
30 years of the totalitarian regime under pressure
Soviet
Communist Party leader and teacher was V.I. Lenin ( Ulyanov ). He left to his
successors an ecumenical doctrine , which called communism as a cover. Valodia
Lenin's testament was dying out of 15 Republics , but 73 years has failed. In
his lifetime he worked in the Soviet apparatus, but still couldn't reach the
goal. Russian Communist intentions “derzhimordul” open challenge.
In
1990, the Soviet empire collapsed in15 pieces . Decomposed to re- register the
false connection that the CIS - a call . Ulyanovs still fighting for their
homeland. Soviet artof the concept of (social realism ) , which led to the
Soviet Art Institute. The aim of socialism in the Soviet people's real
-life reflection, but a servant of the Empire artistes cosmetized retreating from
reality, and powdered, polished portraits were painted of Lenin and Stalin , who
had nothing to do with art . They did thematic photographs as well. These
republics in their life time has spent billions of tons of material and the Arts
, the creators of "products” of rubbish too. The same amount of paper
have been spent on agitation - propaganda . Soviet writers and poets, this area
is heavily scrap . Communist greatest crime is that they degenerate human psyche
and thinking. They destroyed the church -Monasteries and dishonored it. During
this period, the majority of all ecclesiastical persons were sent to the Soviet
Union's KGB . Iti s impossible to list here all of this disaster , which is
committed to the Soviet communists. Lawlessness of the Communist Party , to some
extent , the negative effect on the national civilization of the world .
In
addition to the fine art of social realism in any other direction was severely
persecuted and banned extraordinary thinking, who would not have considered them
in these rvice of the anti-Soviet elements , after which they
were“ discratization”in society. These measures lacked any artist 's material
prosperity. It is known that Georgians love the good life ,their were ready to
sell soul to devil for fill the stomach, they were standing in long lines. Their
sway the next generation live ddepraving discouraged.
Head
and a pioneer of social realism in Soviet Georgia was a painter Japharidze Ucha, who'd received all the awards , if any Communists had.
In
1966, I graduated from the Art Academy . During this period at the Department of
Painting U. Japharidze was a chairman. He was strictly controlling the
Russian Academy of social realism pathway's wrong turn at every moment . At third
year of study, I followed Cubism, which cost me my one years cholarship.
The
head of the department of Military Ksovreli kept me at a same course, for
refusal on military training. Thank God my admirer Teachers got involved and
been reinstated. Thesecretary of the Academy Partburo Tsetskhladze did not give
me are commendation to go abroad with students as a tourist. Head of Department
Academy of Marxism - Leninism I. Melkadze offered me to become a member of the
Communist Party, and when I told him that my father would not let me into the
house , he left me alone . Academy Z. Machabeli suspicious of me because I was
not wearing red sleeves ,Time of our duty on Rustavely Prospect in Tbilisi. He
also threatened me , “ Will take away your scholarship & then expel
you”, suggest you leave being old street boy. In Academy of Arts my diploma
essay was " My home ", which was very appreciated. After graduating
from the Academy they sent me to village of Makharadze, as a theater
illuminator without salary .
My
creative work since 1968 was full of contradictions, as I could not get used by
the communists invented false academic philosophy of social realism , that's
why I had this anti-Soviet artist's label sticked on me since 1990 . Artists'
Union of the Security Committee, "Suki " branch , like every other
organization -institution in the Soviet Union. Artist connection directly
followed " Suki"s all directives , particularly in respect
of extraordinary artists . Divided among the disobedient have artists -Contract
signed for the export of Arts and materials. Their work was not always shown on
exhibition, and if they were, nobody were buying them. Will not allow
retrospective exhibitions organized by the Union of Artists Fund and the
Ministry of Culture to participate . To be honest, Georgian Fine Art actually
was not so many extraordinary artists, so that was enough for them to list five
fingers . These were the sculptor : Carlo Grigolia , Giorgi Varazi and Otar Chkartishvili.
Each of these monitors were attached to the Secretariat of the Union of Artists
of the artist by "Suki ". They also were required to track and report
on observes and have a ideological influence on them .
In 1973, the Secretariat of the Union of Artists held once a year to hold a solo exhibition without the jury. Such an event promoting the " KGB" to express dissident -minded artists. "Art Workers' House" was opened for the first time such an exhibition. My work for this exhibition ," Ring " ( collage) turned out to be a radical Artists Union , which irritated preachers of social realism . Even so, I found myself in a " Suki" pharynx. The Central Broadcasting editorial art was immediately assigned to thwart such man ifestation . Prepared to comment on the program and this program was commissioned by artist Givi Toidze. Mr MP camera and asked them to capture the pre- fabricated 's how the text when it was introduced to the text, cruel refused , adding: " I may not like collage art, but I will not report against art is over TV." So the program disrupted .
In
September of 1974,around the Baliaevo's Metro at 5 o'clock morning, under the
blue sky, Alexander Glazer, Poet & Collector in Moscow, opened exhibition of
Non-Conformist art. He sent a notice &invitation to all Embassies. This fact
was passed to all of the world media web...
Early
morning officers of the region already knew what was going on &without Committee
of Defense's consent, decide to raid
exhibition participants & visitors with Bulldozers... They didn't care who
or what was on their way, moving around, destroy in geve rything,
I
was standing next to artist Tiapushkin,he was wearing "Soviet Union
Star" of Heroes...They ignored, didn't touch us, 'cause of that I
guess...He was holding one of a "Abstract" artwork... Long story
short...Who was quick enough to hide artwork, were saved...The all other were
lost in mud...After the brutally attack everything around was reminding me of
"borodinos vels"... From this moment, exhibition was called
"Exhibition of Bulldozers"... Participants at Exhibition:
Tiapushkin, Oscar Rabin & his wife,B. Steinberg(son of well known writer Steinberg), Tsvetnikov, Pavlov,
I
was telling My colleagues about the incident in front of the gallery . They
insist me to tell them everything in details. Some of KGB agents used my
stories , .Particular interest was shown from gallery's director Kiphiani. The
next day I was summoned to the Artists' Union, and the two "Suki"
Representatives questioned me in a separate room . They do not know what
happened in Moscow. They have learned everything from me .They asked me how I
knew and how I met a. Glezer . In their speach I recognized my own phrases
spoken front of Kiphiani.
Moscow
in 1975 , I participated in the composition of the same artists in the
exhibition , which was held in A. Glezer's abandoned three-room apartment. Were
exhibited sculptor Ernst Neizvestn's sculptural composition. Here with us was
Zverev with artist colleagues every day. alcoholic and creatively he no
longer worked. The exhibition - one of lady visitors standing side by sidewith
one foot pointed to the work . Zverev lost temper, got wild ,attacked a man,
barely stopped. Here, participants are often worried about Moscow's "
Suki" That's why we had to call U.S.Embassy staff and a group of police
officers who are protecting us from invasion by Soviet agents. That same
year, was held in Leningrad . Rukhin and c . Papov's wedding ten -year
anniversary exhibition of the same composition . We have seen on this exhibition
work of Estonian artists : Tini and Mare Vints. Also on display was a.Glezers
several applications of Lenin on the subject. Here, because abundance of
foreigners, we had invaders of "KGB" agents. So they couldn’t arrest
artists.
In 1976 came a telegram from Moscow toget in touch with the artist Oscar Rabin. Rabin on the phone told me to go to Moscow in the spring in connection with the exhibition. In that phone call, 10 hours later , in the early morning from Tbilisi to Rustavi Secretary of the Union of Artists Kutate his shop. When I visited , he said: Ihave friends in “KGB” and they asked me to tell you to reconsider going in Moscow. He told me what to do with the Jewish formalists .If you do not listen to me whatever will happen Blame yourself ,there is bad situation, you might get arrested. I told him I was born and I live in this prison. Where they will take me. You have to ask yourself, live in prison and pretending, think live in freedom. Lackof funds could not go to Moscow.
Spring
exhibition in 1976 in the Picture Gallery of the work presented in
non-traditional ways , "Rhythm" ( collage ) . Gogi Chagelashvili
bucket shaped flatt enedplane descended showed. Avto Varazi .- Violin. Present
at a time director of the gallery M. Khipiani spooked A. Varazi. During this time,
he was waiting for receiving of the workshop from Union of Artists . Khipiani
advised to take his work away, adding that if his not, it will jeopardize his business
. G. Chagelishvili heard these words,followed Varazis foot steps with his work.
Now my turn has come. Khipiani told me that central committee are coming &
why Iwant to make them talk. I said: I brought the work because I
want people, good or bad, talk about. So only my work stayed at the exhibition.
One
of the Autumn Exhibition "Art House" I exhibited the " chair
" . Chair was black , a small red pillow on at and egg on a top. When the
Central Committee of Communist officials came to see the exhibition , Artists'
Union of N. Jamberidze took off jacket & covered it, hid so skill fully that
they couldn't see the object . N. succeeded so brilliantly .Jamberidze isolated
the avant-garde artwork .
In
1977, In a gallery, I showed collage- " Elephant" which as today is in
America Zimmerli art museum .Because of this work, N. Jamberidze closed autumn
exhibition, which meant that a viewer couldn't not come in from
theout side, except for the artists . N. . Jamberidze said: "exhibition
closed not because of Otar chkhartishvili,as he might think" N. Jamberidze
admitted the fact himself by it.
Throughout
this period of operation at the Exhibition I was showing my works fearlessly,
but this kind of news had no reaction, no articles have been written about in
the press. Neither positive nor negative .Silence was allowing them to vote in
support of the Georgian art to Soviet ideology . Secretary of the Union of
Artists “Partburo” was trying everything to interrupt colleagues to contact
me, because " suki" as they said will register them immediately .
Indeed, many of colleagues avoided contact with me , but they did not know that
in this country even a first grade child was already registered by them.
1978
December at 10 pm in my Rustavi studio two “suki” employees showed up . They
invaded without invitation. When I asked them about who you are or what you want
–they responded . Don't you know that we are from "Suki"? .Neither
sat down on a chair- one said to me : We are commissioned to take your
avant-garde work to Tbilisi, make a slides , and return back to you by tomorrow.
I was surprised and asked : But how do you know ,which is avant-garde , and
which is not ? Do not worry , they answered – we will figure out somehow , but
if you help us, it would be better for you . So at the end a reddish man told me
that where items and objects are all attached & glued, put on aside. They put
my work in minibus, made list & ask me to sign on some document. They told me
to be in a workshop by 6pm,Indeed, the next day they return all my work as it
was listed . Reddish man added: this work is no longer for sale for foreigners
, especially for Americans , or Siberia will stay behind . This meant that
they threatened migrate me to north . , Time of Georgia dissident movement they
were often called me to go central "suki" for questioning,they were
asking me what year I met Zviad Gamsakhurdia ,and what we had in common, also
asked about former political prisoner and writer Givi Magularia personality. You
are an artist, what doyou have in common with musician Merab Kostava?. I responded:
the music and the visual art both are art is not it? Then after my answer, they
were taking me to basement cell, beat me and ask me things that I did not really
know. Compared to Russian investigators,Georgians were brutally treated me .
They couldn’t figure out that my creativity has nothing to do with politics
Because
it was really difficult for people in Tbilisi to leave city, My living in
Rustavi was helping me. A total of 30 kilometers was between, but still they
couldn’t getto me often, 'cause of the distance, they couldn’t make the
frequent visits and supervisions , if not that, I would've been arrested a
longtime ago " Suke"s is often asked : if multiparty system ever be
in Georgia , which party will you choose ?My answer was none , because I have
my own business and all of the skills needed for the job .If I wanted to be a
part of any of party, I would've been join the Komsomol at the time,all career
starts from Communist Union in our time. I can not stand either party because I
do not love being in the mobs. I was sincerely telling them.
No comments:
Post a Comment