არ ისროლო, ბიჭო,
ქართველი არა ხარ?! არ ისროლო! - ამ
სიტყვებს მხატვარი გიზო ხატიაშვილი რამდენჯერმე გაიმეორებს: პირველად 1992 წლის 3 იანვარს თბილისში, დიდუბის
მეტროსთან, მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა დარბევის დროს, შემდეგ კი - აგონიაში,
თავის არეში მძიმედ დაჭრილი და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილთან
მებრძოლი... მან 35 დღე იცოცხლა, 1992 წლის 8 თებერვალს კი 29 წლისა
გარდაიცვალა.
არისტოტელე თავის პოეტიკაში მარტივად გამოთქვამს ერთ საკმაოდ რთულად გასაგებ
აზრს იმის შესახებ, რომ დრამა ცოცხალი ადამიანების მოქმედებათა მიბაძვაა. ეს
მიბაძვა კი სხვა არაფერია, თუ არა
დრამატულ პერიპეტიათა აღწერა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს გმირის
მდგომარეობის შეცვლას: იგი ბედნიერდება, ან , პირიქით. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ
მაყურებელმა საკუთარი თავი გმირს გაუიგივოს, მასთან ერთად გადაიტანოს მრავალი
განსაცდელი, დაიღუპოს როგორც ანტიგონე, რათა სულიერად აღდგეს, კათარზისს
მიაღწიოს და გადარჩეს....ეს თეორია მეტაფორაა ადამიანის ცხოვრებისა, რომლის
განმავლობაშიც მრავალი განსაცდელი გვატყდება თავს, რათა შევიცნოთ მოვლენათა არსი,
ვეზიაროთ ჭეშმარიტებას და კათარზისის გზით უფრო ცხადად შევიგრძნოთ სინამდვილე. კათარზისის
ესთეტიკური ფენომენი, ისევე, როგორც პერიპეტია, მიანიშნებს ჩვენი ბედ-იღბლის
ცვლილებაზე. ერთი ადამიანის
ცხოვრებას კი ოდენ კათარზისი ანიჭებს ღირებულებას.
მხატვარ გიზო ხატიაშვილის ცხოვრების საათი მაშინ გაჩერდა, როდესაც ჩვენი ქალაქი ომმა მოიცვა, ნათესავი ნათესავს გადაემტერა, მეზობლები ერთმანეთს წაეკიდნენ... თითქოს დავიწყებოდათ, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა და, როგორც ადამიანებს, ერთმანეთის მოფრთხილებაც ავალიათ. ეგებ, პირიქითაც ხდებოდა: ურთიერთსოლიდარობა ამოძრავებდათ და ძნელბედობის ჟამს, ვისაც რითი შეეძლო, იმით ეხმარებოდა მეორეს. თუმცა, ალბათ, პასუხისგებლობის გრძნობაც მაშინ გაგვიჩნდება, როდესაც წარსულის - ამ შემთხვევაში კი, საქართველოს უახლესი ისტორიის გახსენებას უფრო მეტ დროს დავუთმობთ, მეტს ვიფიქრებთ მასზე, დაწვრილებით გავაანალიზებთ მას და იქნებ ჩვენი გმირის 1992 წლის 8 თებერვალს გაჩერებული ცხოვრების საათის შემყურეებმა, უფრო იოლად მოვახერხოთ თანაგრძნობისა და ურთიერთსიყვარულის გათავისება, იმის შეგნება, რომ, როცა სამშობლოს უჭირს, ჩვენც მასთან ერთად უნდა გვიჭირდეს...
მხატვარი გიზო ხატიაშვილი 1962 წლის 22 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სენაკში. დაამთავრა თბილისის N1 საშუალო სკოლა. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე და, იმავდროულად, მუსიკალური სასწავლებლის სიმებიან საკრავთა განყოფილების სტუდენტი იყო. 1981-1985 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) არქიტექტურას ეუფლებოდა, 1985 წლიდან კი გარდაცვალებამდე მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერას ასწავლიდა. გიზოს ორი პერსონალური გამოფენა გაიმართა: პირველი - 1991 წელს ხიბლის საგამოფენო დარბაზში, მეორე კი გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს, საქართველოს არქიტექტურის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში. იგი ჯგუფურ გამოფენებშიც მონაწილეობდა.
90-იანი წლების ქართველ მხატვრებს სამოქალაქო ომის დროს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევდათ მუშაობა. ნაცრისფერ-სევდიანი განწყობა თან სდევს ამ თაობის შემოქმედებას. /90-იანი წლების ქართული ხელოვნება კალენდარულ დეკადაზე უფრო ადრე დამთავრდა: მისგან არაფერი დარჩა, გარდა მონაწილეთა და თანამონაწილეთა მოგონებებისა... ე.წ. 90-იანელი მხატვრები ზუსტად ამ უკვალო ეპოქაში გამოვიდნენ შემოქმედებით ასპარეზზე. მათ, უმეტესად, ბრალს სდებენ ამორფულობასა და ქაოსურობაში, სწორედ ეს ქაოსურობა გამოხატავს იმდროინდელ სახელოვნებო კონტექსტს, უფრო სწორად - მაშინდელ კულტურულ ამორფულობას.
მიუხედავად ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევართა სიმცირისა, გიზო ხატიაშვილი მრავალმხრივი შემოქმედებითი ძიებით გამოირჩევა. სიმბოლურ-მეტაფორულ დახვეწილ აბსტრაქციათა პოლიქრომიულობას მაყურებელი გადაჰყავს რეალისტურ-პოსტმოდერნისტული ნატურმორტებით, ფიგურული კომპოზიციებით, ტრანსცენდენტური პორტრეტებით (ქალიშვილის პორტრეტი) აღსავსე საინტერესო სამყაროში.
გიზო ხატიაშვილის
შემოქმედების ძირითადი და, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი ჟანრი აბსტრაქციაა,
ხოლო ტექნიკა, რომლითაც მისი
ნაწარმოებებია შესრულებული, უმთავრესად, ზეთის მხატვრობაა. ზოგან უკიდურესად
ლაკონიური აბსტრაქციები (გაწონასწორება, ზღვის მირაჟი, რომანტიკა, სამზღვარი,
ფერთა ხავერდი, სიმშვიდის ზღვარი, ნოსტალგია), ზოგან კი თავისუფალი მონასმები ტილოებს ექსპრესიული
დინამიზმით აღავსებს (სამმაგი ფანტაზია, სიცოცხლის აფეთქება,
თავდავიწყება, ოცნების აფრა), ზოგ ნამუშევარში კოლაჟის იმიტაციასაც ვხვდებით (ილუზია). ასევე საინტერესოა
რამდენიმე უსათაურო მუსიკალური აბსტრაქცია და ფიგურული კომპოზიცია (მარადიულობის
საწყისი, სიყვარულის უფლება, უსათაურო), რომელთა შინაგანი რიტმი,
ბიბლიურ-ქრისტიანული და მითოსური პლასტი, რომანტიზმის მეტანარატივები მხატვრის
განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე მიუთითებს. კომპოზიციური აგება იმპულსურია. ფიგურულ
კომპოზიციებში გვხვდება მხოლოდ ის აუცილებელი დეტალები, რომლებიც ამა თუ იმ იდეის
არსზე მიუთითებს, მხატვრული თვალსაზრისით კი, ეს ნაწარმოებებიც იმავე
ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომლებითაც ლაკონიური აბსტრაქციები.
წარსულით
დაინტერესებასთან ერთად იგრძნობა
რეალისტური ტენდენციების წარმოჩენაც, თუმცა, ეს განსხვავდება ტრადიციული
რეალიზმისაგან. მის ნატურმორტებში (ნატურმორტის არსი, ნატურმორტი კიტრებით,
წითელ მაგიდაზე) განფენილ რეალიზმს პოსტმოდერნისტულ
რეალიზმს დავარქმევდი:
მართალია, რეალისტური თხრობა თითქმის შენარჩუნებულია, მაგრამ ის არ გულისხმობს
სიმართლეს სამყაროს შესახებ. სამაგიეროდ, სიმართლეს გვიამბობს თვით ფერწერაზე, მის
კანონზომიერებებსა და ფუნქციებზე...
პოსტმოდერნისტი
მხატვრები ნაკლებად ხატავენ პორტრეტებს, თუმცა, ეს ჟანრი არც მათთვისაა უცხო. 1990
წელს შექმნილ ქალიშვილის პორტრეტზე არა
რომელიმე ასულს, არამედ მხატვრის მიერ წარმოსახულ ახალგაზრდა ქალის კრებით სახეს ვხედავთ.
ავტორი აქაც ავლენს პოსტმოდერნისტულ
ესთეტიკასთან სიახლოვეს და მეტაფორულად მიგვანიშნებს სათქმელზე.
მხატვრის ბოლო
ნამუშევარი - უსათაურო ავტოპორტრეტია: მხატვრისათვის ჩვეული
აბსტრაჰირებული, რენესანსული ლანდშაფტის ფონზე ჭაბუკურ პროფილთან ერთად ხანდაზმული პერსონაჟის სახესაც ვხედავთ. ტაშიზმისთვის
ნიშანდობლივი სისხლისფერი ფერადოვანი ლაქით მხატვარმა ტრაგიკული რეალობის ხატი კი
არ შექმნა, არამედ საკუთარი არაცნობიერი აქტივობა წარმოაჩინა, ბედისწერა
იწინასწარმეტყველა, მომავალი ტრაგედია აღწერა... ეს ნამუშევარი ამდენი ხნის
შემდეგაც კი თანაგანცდით გვავსებს და თითქოს გვაიძულებს კიდევ ერთხელ გადავიაზროთ მისი შემოქმედება თუ ცხოვრება.
წინამდებარე
კატალოგი გიზო ხატიაშვილი-მხატვრისა და გიზო ხატიაშვილი-გმირის პორტრეტს სრულად წარმოაჩენს,
რომლის კონტურების აღქმა ჩვეულებრივ მოკვდავთ ეგებ ერთულოთ კიდეც: სიცოცხლე უკვალოდ
არ ქრება, რაღაც უსათუოდ რჩება ... და ეს რაღაც მარადიული ყოფის,
მარადი არსებობის გაელვებაა, რომელსაც თუნდაც გიზო ხატიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას
დავარქმევდი.
ალექსანდრა
გაბუნია. 2014
Gizo Khatiashvili – A Glimmer of Eternity
"Don’t shoot, boy, are you not Georgian? Don’t shoot!"
These were the words repeatedly uttered by artist Gizo Khatiashvili—first on
January 3, 1992, near the Didube Metro Station in Tbilisi, during the violent
dispersal of a peaceful demonstration, and later in his final moments, gravely
wounded in the head, fighting for his life in an intensive care unit. He
survived for 35 more days, passing away on February 8, 1992, at the age of just
29.
In Poetics,
Aristotle articulates a complex idea with simplicity: drama is the imitation of
human actions. This imitation depicts dramatic peripeteia—a
transformation in the protagonist’s state, whether it leads to happiness or its
opposite. This transformation aims for the audience to identify
with the protagonist, endure their trials, perish alongside them, and, like
Antigone, be spiritually reborn, achieve catharsis, and ultimately survive.
This theory serves as a metaphor for human life: we face trials to
grasp the essence of events, partake in truth, and, through catharsis, perceive
reality more clearly. Catharsis, much like peripeteia, reflects the shifts in
our destiny. It is catharsis alone that grants value to an individual’s life.
The clock of Gizo Khatiashvili’s life stopped when war engulfed
our city—relatives turned against one another, neighbors clashed. It seemed we
had forgotten that life is fleeting and that, as human beings, we are obligated
to care for one another. On the contrary, perhaps solidarity persisted; in
those difficult times, people helped one another in any way they could. Yet a
deeper sense of responsibility may only arise when we dedicate more time to
reflecting on the past—in this case, Georgia's recent history—and analyzing it
deeply and carefully. Perhaps, as we contemplate the halted clock of our hero’s
life on February 8, 1992, we might more easily embrace empathy and mutual love,
understanding that when our homeland suffers, we suffer alongside it.
Artist Gizo Khatiashvili was born on August 22, 1962, in Senaki.
He graduated from Tbilisi’s No. 1 Secondary School, later studying fine arts at
the Iakob Nikoladze Art School while simultaneously attending the music
school’s string instruments program. From 1981 to 1985, he studied architecture
at the Georgian Technical University (formerly the Polytechnic Institute). From
1985 until his untimely death, he taught painting at the Mose Toidze Art
School.
Gizo held two solo exhibitions: the first in 1991 at the Khibli
Exhibition Hall, and the second posthumously in 1993 at the Georgian Institute
of Architecture’s Exhibition Hall. He also participated in group exhibitions.
Georgian artists of the 1990s were created under harsh socioeconomic conditions during the Civil War. Their works reflect a somber, melancholic
tone. Georgian art of the 1990s ended prematurely, leaving behind only the
memories of its participants and witnesses. Artists of this era emerged during
a formless epoch, often criticized for amorphousness and chaos - yet this very
chaos epitomizes the cultural and artistic context of the time.
Despite the limited number of his works, Gizo Khatiashvili stands
out for his diverse creative explorations. His symbolic and metaphorical
abstractions transport viewers into a captivating world filled with
realist-postmodern still lifes, figurative compositions, and transcendent
portraits (e.g., Portrait of a Girl).
Abstraction was the central and defining genre of Khatiashvili's
art, with oil painting as his primary medium. His abstractions ranged widely:
from minimalistic works (Equilibrium, Sea Mirage, Romanticism, Borderline, Velvet of Colors, Threshold of Calm, Nostalgia) to expressive, dynamic compositions (Triple
Fantasy, Explosion of Life, Ecstasy, Sail of Dreams). Some works even mimic collage
techniques (Illusion).
His untitled musical abstractions and figurative compositions (Genesis of
Eternity, Right to Love, Untitled) reveal an inner rhythm, biblical-Christian
and mythological themes, and romantic meta-narratives, attesting to his
exceptional talent.
Khatiashvili’s compositions are impulsive, with figurative works
including only the essential details necessary to convey their ideas.
Artistically, these works share the characteristics of his minimalistic
abstractions.
While his work reflects an interest in the past, it also exhibits
realist tendencies that deviate from traditional realism. His still lifes (Essence of
Still Life, Still Life with Cucumbers, On the Red Table)
could be described as postmodern realism. Though retaining elements of
realistic narration, they do not aim to reveal truths about the world but
instead reflect truths about the painting itself - its principles and functions.
Postmodernist artists rarely create portraits, yet Khatiashvili
was not estranged from this genre. His Portrait of a Daughter (1990) does not depict a
specific individual but rather a collective image of a woman envisioned by the
artist. Here, too, he demonstrates his connection to postmodern aesthetics,
conveying his ideas metaphorically.
The artist's final work, an untitled Self-Portrait, is
remarkable. Set against an abstract Renaissance landscape, it juxtaposes the
youthful profile of a young man with the face of an older figure. With a
crimson stain, characteristic of Tachisme, Khatiashvili does not depict a
tragic image of reality but instead presents his subconscious activity,
foreshadowing destiny and tragedy. Even today, this work evokes profound
empathy and draws us closer to his art and life.
This catalog presents a comprehensive portrait of Gizo
Khatiashvili - the artist and the hero - whose contours may be challenging for ordinary
mortals to grasp. Life is never lost in vain; something always remains. That
something is the spark of eternal being - the glimmer of perpetual
existence - which I would call the life and work of Gizo Khatiashvili.
Alexandra Gabunia, 2014
.
No comments:
Post a Comment