ალექსანდრა გაბუნია. 2015. თამაზ ვარვარიძე , 1,2,3...
თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხტვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების მქონე ორგანიზატორია, გრაფიკოს და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი პედაგოგი, რომელმაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხტვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების მქონე ორგანიზატორია, გრაფიკოს და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი პედაგოგი, რომელმაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
XX
საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან ქართულ სახვით ხელოვნებაში შეინიშნება
დაპირისპირება წინა თაობის მიერ დანერგილ ინტენსიური ფერწერის ხაზთან,
კანონიზირებული სპექტრული ფერწერის ჩარჩოებიდან თანდათანობითი გამიჯვნის ტენდენცია
და არაფიგურატიულ ხელოვნებასთან მიახლოება - კოლაჟში, შერეულ ტექნიკასა და
აბსტრაქციაში. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის 70-იანი წლების ქართული
სახვითი ხელოვნების ისტორია ერთი შეხედვით ნაკლებად დასამახსოვრებელი ათწლეულია და
შესაბამისად რთულია მხატვრული ფორმებით გადმოსაცემად. ეპოქალური
მოვლენები, ე.წ. “ზასტოის” პერიოდის გავრცობის ველი სხვადასხვა სპეციფიკური
მახასიათებლებით, რთულად გასააზრებელია. ამ თაობის მხატვრებს სხვა არაფერი
დარჩენოდათ, თუ არა თვალყური ედევნათ „რკინის ფარდის“ მიღმა მიმდინარე მოვლენების
ინტენსიური ნაკადისთვის და თანამონაწილეობის გარეშე, შორიდან დაეფიქსირებინათ
კულტურული ცხოვრების ეპოქალური უმნიშნელოვანესი მოვლენები - თანამედროვე სახვითი
ხელოვნების უკიდურესი ლიბერალიზაცია, ჰიპური მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია და
როკ-ენ-როლის ახალი ერა, ხელოვანების ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებებისათვის.
ამ
თვალსაზრისით განსხვავებული ვითარება იყო XX საუკუნის 70-იანი წლების ქართულ
როკ კულტურაში, რასაც ფაქტობრივად იატაკქვეშეთში უწევდა ყოფნა. მიუხედავად ამისა,
რაინდული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდები არ ეგუებოდნენ შექმნილ მდგომარეობას,
არ ერიდებოდნენ გრძელ თმებში სიარულს და სხვადასხვა საესტრადო ფესტივალებზე
შენიღბულად თუ ღიად ცნობილი დასავლური როკ ჯგუფების სიმღერების გადამღერებას. უკვე
70-იანების ბოლოსკენ და 80-იანებში ქართული როკ სცენა საბოლოოდ მაინც პასუხობდა
მსოფლიოში მიმდინარე როკ ტენდენციების განვითარებას. ამ პერიოდისთვის უკვე ერთიანი
როკ მუსიკალური ოჯახიც კი ჩამოყალიბდა. ეს კი ბუნებრივი იყო, რადგან
„ბითლზითა“ თუ „პინკ ფლოიდის“ სიყვარულით დამყარებულ მეგობრობას ვერანაირი კედელი
და იდეოლოგია ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამ კოლექტიური კულტურის, ერთ-ერთი
როკ-ჯგუფის წევრი შორეულ 70-იანელებში მხატვარი თამაზ ვარავარიძეც იყო.
სრულიად
განსხვავებულია თამაზ ვარვარიძის, როგორც მხატვრის, შემოქმედებითი აქტივობა.
იგი უფრო ინდივიდუალისტურია. ძალიან რთული მოსაძებნი იყო არსებულ რეალობაზე
მხატვრული კომენტარის რეფლექსიური ფორმა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ
ზოგადად თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკების შემოსვლას და
ადგილობრივ ნიადაგზე გადააზრებას დიდი წინააღმდეგობები ახლდა
თან. მიუხედავად ამისა, მხატვარი ქმნის იმდროინდელი საბჭოთა
რეალობისთვის უცხო და ზოგადი იდეოლოგიური კონტექსტიდან ამოვარდნილ ნამუშევრებს და
მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით დღემდე თანმიმდევრულად აგრძელებს ამ ხაზს, თითქოს
მის არტისტულ პერსონას არც კი შეხებია ტოტალიტარული ეპოქის კვალი.
მთავარი
პრინციპი, რომელსაც მხატვარი ამკვიდრებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული
დღემდე არის კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებები, რომელიც კომპოზიციებში სივრცის
ესთეტიკური ორგანიზებით ხასითდება. ამასთანვე დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად
იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი
ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას,
რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ, განზოგადოებულ, ნაკლებად
ფერადოვან, შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე.
თავშეკავებული
ფერადოვნება თამაზ ვარავარიძის ნამუშევრების მახასიათებელია, მაშინაც კი, როცა იგი
კონცეპტის გასაძლიერებლად აფერადებს სურათის სიბრტყეს ან ინტენსიური ფერი
შემოყავს. რთული აზრის მარტივი გამოსახვა ავლენს მხატვრის პირველად ბუნებას,
გრაფიკოსისთვის დამახასიათებელ ლაკონიზმს. მხატვარი ფლობს მასალას, როცა ნახატის
იმპროვიზაციაზე დაფუძნებული რთული შერეული ტექნიკა, აკვარელის კომპოზიციების
ფერადოვანი ასკეტიზმი, აკრილის სიმსუბუქე, ზეთის სირთულე თუ მელნის სინატიფე
მაყურებელს საშუალებას აძლევს ასოციაციურად დაასრულოს გამოსახულება, აღიქვას მისი
ქვეტექსტი.
ოთხი ათეული
წლის შემდეგ უკვე არსებობს გაცნობიერებული გამოცდილებების ისტორია, წლების უკვე
დროითი დისტანციიდან დანახვის საშუალება, რომელიც მარადიულზე და წარმავალზე
დასაფიქრებლად მიგვითითებს. ამის ნათელი მაგალითებია მხატვრის მიერ შესრულებული
დროში გავრცობილი გრაფიკული სერიების ციკლი – „წესრიგი“, პრინტს მიმსგავსებული
ხელით შესრულებული სიმეტრიულად დადებული ქვების მსგავსი ობიექტები - 1, 2, 3...
რეალური სამყაროს ფოლოსოფიურ-მათემატიკური მოდელირება, მონდრიანისეული
ნეოპლასტიციზმი, რომელიც მიზნად ისახავს დახვეწილი სისტემების შექმნას და „ვარიაციები
ქართული ანბანის თემაზე“, 14 უძველეს ანბანთა შორის უძველესი ქართული
ანბანის გრაფიკული ორიგინალობის და თანამედროვეობის შერწყმა, ტრადიციის
ფილოსოფიური კატეგორიებით გააზრება, როცა საგნის არსი იძენს სიმბოლურ ხასიათს და
თანაც არ კარგავს ჟღერადობას როგორც ელემენტის, საგნის წარმოჩენა სახვით
ხელოვნებაში.
თამაზ
ვარვარიძე მოაზროვნე მხატვარია. მხატვრის განვლილი ცხოვრება, მოღვაწეობა და
შემოქმედება ერთი მთლიანი არტისტული ჟესტია და მისი როლი თანამედროვე
ქართული კულტურის გასააზრებლად უდაოდ დიდია.
No comments:
Post a Comment