Friday, January 3, 2014

ავთო ვარაზი. რეტროსპექტიული გამოფენა / AVTO VARAZI. Retrospective Exhibition



ვიდეო ავთო ვარაზის გამოფენის შესახებ   





















თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროექტის ფარგლებში,  2013 წლის 1-25 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ავთო ვარაზის (1926-1977) რეტროსპექტიული გამოფენა გაიმართა.  გამოფენის კურატორი: ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნია. თანაკურატორები: ლანა ბაზლიძე, ვერიკო გოცირიძე, თათია თევდორაშვილი, მარიამ მიქაძე (სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები).  
წარმოდგენილი იყო 90-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, შერეული ტექნიკა) საქართველოში არსებული სამუზეუმო ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.
ავთო ვარაზი ანტისაბჭოთა მოვლენა იყო ხელოვნებითაც და ცხოვრების წესითაც. ვარაზი XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში სრულიად განცალკევებულად დგას, მისი,  როგორც ხელოვანის ჩამოყალიბება მიმდინარეობდა იფიციალური ხაზის შტამპეპსა და ნორმებთან დაპირისპირების ფონზე. იგი არასდროს წასულა დათმობაზე სოცრეალიზმთან. ვარაზის ცხოვრებისთვის უცხოა რაიმე კომპრომისი, არც თემატურ გამოფენებში მიუღია მონაწილეობა და არც დაკვეთით დაუხატავს. 
მან თავისი ავტონომიური შექმოქმდებითი ინდივიდუალობა სხვადასხვა გავლენების საფუძველზე ააგო. მის ნამუშევრებშო ევროპული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციები (სეზანიზმი, კუბიზმი, პოპ-არტი) ტრანსფორმირებულია, ერთის მხრივ, ფიროსმანის თვითმყოფადობაზე ინტენსიური ფიქრით, და მეორე მხრივ, საკუთარი პიროვნული საწყისის  მასშტაბურობით.  ამიტომაც,  რთულია მისი მიკუთვნება რომელიმე მხატვრული მიმართულებისადმი.  მასთან ერთად თანაარსებობენ ერთმანეთისაგან განსხვავებული   მხატვრული სისტემები თუ შესრულების სხვადასხვა  მანერები.   
ვარაზი  ალ. ბაჟბეუქ-მელიქოვის მოსწავლე იყო. მან ორგანულად გაითავისა 10-იანი, 20-იანი წლების ევროპული ავანგარდიზმის ელემენტები. შესაბამისად, ის გატაცებული იყო ახალი ხელოვნების პრობლემატიკით. მის ექსპერიმენტებს, რომელიც დაკავშირებულია ანალიტიკურ და სინთეტიკურ კუბიზმთან, და ამ უკანასკნელის თანმდევ კოლაჟის  ტექნიკასთან, მხატვარი იმდაგვარ  არტეფაქტებთან მიჰყავს, რომლებიც  შეიძლება დავახასიათოდ, როგორც ერთგვარი ხარკი კუბიზმისადმი, გარდაქმნილი საკუთარი მხატვრული ხედვითა და ესთეტიკური კრედოთი. ვარაზის ძიებები ემთხვევა იმ პერიოდის მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებს და ძიებებს. თუმცა მხატვრული კავშირების მიუხედავად, თავის  შემოქმედებაში სულ სხვა ამოცანებს ისახავდა მიზნად. მას აქტიურად ჰქონდა  გაცნობიერებული ხელოვნებაში ახალი ფორმების დამკვიდრების აუცილებლობა ეროვნულ მხატვრულ ტრადიციებთან სინთეზში.
ვარაზის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ეს საკმაოდ უჩვეულო იყო იმ პერიოდის მხატვრისათვის. ზოგადად ასეთი თემატიკა საბჭოთა ნონკონფორმისტი მხატვრისათვის ხშირად პროტესტის გამოხატულება იყო. თევზები ყველგან მეტაფორულ და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სულიერების და საბჭოთა რეალობის შეუთავსებლობისა და დაპირისპირების სიმბოლოდ მიიჩნევა. ავთო ვარაზის თევზები ქრისტიანული სიმბოლოა. ამიტომაა, რომ ყველგან თევზი ან გამხამარი და გამოფიტულია, როგორც რწმენა იმ დროს, ან ჩონჩხია მხოლოდ, რაც შესაძლოა, სულიერების და საბჭოთა რეალობის შეუთავსებლობისა და დაპირისპირების სიმბოლოდ მივიჩნიოთ.              
უზომოდ დიდი იყო ავთო ვარაზის გავლენა საბჭოთა ნონკონფორმისტ მხატვრებზე. საინტერესო იყო ის,  რომ ამ ჯგუფში მხოლოდ ლენინგრადისა და მოსკოვის "ანდერგრაუნდის" მხატვრები შედიოდნენ, ვინაიდან სწორედ ამ ორ ქალაქში იყო ძირითადად კონცენტრირებული ავანგარდი. ერთადერთ გამონაკლისს ავთო ვარაზი წარმოადგენდა. „საინტერესია, რომ ვარაზის ნატურმორტები თევზებით შემდგომში გამოძახილს ჰპოვებს მოსკოველ ნონ-კონფორმისტ მხატვართან - ო. რაბინთან, ხოლო ხის ობიექტების მსგავს გამოყენებას შევხვდებით ლენინგრადელ მხატვართან ე.რუხინთან.“- ი.არსენიშვილი.
სრულიად სხვა განზომილებაში იკითხება "თეთრი თევზი". „იგი თეოზისის იდეის განსახოვნებას ახდენს და ქრისტიანობისა და სახელდობრ მაცხოვრის, სიმბოლოდ გვევლინება. ეს თევზი ვარაზი-მხატვრის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს და მისი ქრისტიანული მრწამსის არსზეც მიუთითებს.” ამონარიდი მ.ხვთისიაშვილის წიგნიდან  ”ავთო ვარაზი”.
ავთო ვარაზი, როგორც ფერმწერი, უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა. ვარაზის არა მხოლოდ დიდი მხატვარი, არამედ დიდი ფსიქოლოგი იყო, რომელიც ჩაწვდა ადამიანის მარტოობის დრამას,  მის სიღრმისეულ ეგზისტენციას.  მისი პორტრეტები გამოირჩევა იმ ძნელად მისაღწევი განწყობილებით, რომელშიც, ზოგადი ადამიანთმოყვაროება და თანაგრძნობა კონკრეტიზირებულია კერძო  ანონიმის იერსახეში. ურთულესი ამოცანაა ფერწერულ ტექნიკაში, ფერის ლაქების განლაგებაში, მონასმებში სახეების ამეტყველება. მის განხორციელებას ჭეშმარიტი ტალანტისა და ოსტატობის გარდა, აუცილებლად სჭირდება ის  უნარი, რასაც პირობითად მხატვრული ჰუმანიზმი შეიძლება ეწოდოს. „უსამართლობებით აჭრილ ყოფიერებაში ადამიანთმოყვარეობა ხშირად იმედგაცრუებისგან ქრება. მის გადასარჩენად ხელოვანს უნდა შეეძლოს  პიროვნული სიძლიერით, უკომპრომისობით  იმედგაცრუება ქრონიკულ მხატვრულ იმპულსად აქციოს. ავთომ მოახერხა ამ ამოცანის განხორციელება. მის მიერ დახატული ადამიანები ყველაზე სასოწარკვეთილი განწყობილების შემთხვევაშიც კი სითბოს ასხივებენ“. თ. ჯაფარიძე
1956 ვარაზმა შეიმუშავა თავისი ლურჯი ტონალობის ფერწერა. მაგ: „თეთრი ნატურმორტი“ მხატვრულ რეალობაში სულაც არაა თეთრი ფერის; ნამუშევარზე ფაიფურის საგნები ლურჯისა და ცისფერის სხვადასხვა ტონალობითაა  „ნაძერწი“; ხოლო ხის მოყავისფრო მაგიდა თავისი ფერადოვნებით ეხმიანება ფონს, ის მუქი ლურჯი და შავი მონასმებითაა დამუშავებული და მასზე განლაგებული ფაიფურის საგნები თითქმის მთლიანად იკავებენ როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე სასურათე სიბრტყეს. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარზე სუფთა, შეუზავებელი თეთრი ფერი გამოყენებული არ არის, იქმნება რეალური შთაბეჭდილება იმისა, რომ წარმოდგენილი საგნები თეთრი ფერისაა, ფაიფურის ფაქტურის. მხოლოდ მცირე თბილი აქცენტებია შეტანილი მწვანე ლიმონისა და ჩაიდნის მოყვითალო - მოწითალო ლაქის - ორნამენტის სახით, რაც ერთგვარად აცოცხლებს ცივ მონოქრომულ გამას. ეს ფერადოვანი დეტალები დეკორატიულ როლს თამაშობს კომპოზიციაში, ისევე, როგორც საგნებს შორის მოქცეული ქსოვილი, რომელიც უხვნაოჭიანობითა და უკიდურესი პირობითობით დეკორატიული დეტალია და დრაპირების ხასიათით დინამიზმს მატებს კომპოზიციაში შემავალ ელემენტებს. ის თუმცა პირობითადაა გადმოცემული, დამაჯერებელია მისი ფაქტურულობა და ზოგადად რაობა. სურათზე, კომპოზიციის აგებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სივრცეს. „ნატურმორტის წერისას გახსოვდეს, რომ საგნებს შორის სივრცე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი“ - წერდა მხატვარი; ეს ნიშანი მის ყველა ნატურმორტში შეიმჩნევა.  ნაჩვენები რაკურსით ჩაიდანი ქსოვილითურთ მცირე ზომის მაგიდაზე ისეა მოთავსებული, რომ აყირავებული მაგიდის სიბრტყე მის ფონად იქცევა, დანარჩენი ორი საგანი კი - ვერტიკალურად აღმართული, სცილდება მაგიდის საზღვრებს და ამით ნამუშევარზე სივრცე მეტად წარმოჩნდება. საგანთა ფორმები სივრცეში გაწონასწორებულია, როგორც კომპოზიციურად, ისე წონადობის მიხედვით. სივრცეს ქმნის ხედვის ზედა წერტილი, საგანთა გარკვეული წყობა, პლანების მონაცვლეობა და ფონად, მაგიდის უკან ფრაგმენტულად გამოსახული შებრუნებული სურათის ჩარჩო, რომელსაც მაგიდასთან სიახლოვის მიუხედავად, თითქოს ჰაერი შეაქვს კომპოზიციაში . ის , ამავე დროს, მოჩარჩოებას უქმნის მის წინ არსებულ სხეულს - ხილის ვაზას, რომელიც ფრაგმენტულად თავსდება მის წიაღში. შეიძლება ითქვას, რომ პლანების უწყვეტი ცვლა და სივრცის არქიტექტონიკა ქმნის კამერულ, მყუდრო გარემოს." ვერიკო გოცირიძე (ამონარიდი საბაკალავრო ნაშრომიდან).
ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის კოლაჟებში არაფერი არ არის შემთხვევითი, მისი კომპოზიციები ხასიათდება მეტაფორულობით და ქვეტექსტებითაა დატვირთული. თითოეული დეტალი ორმაგი მნიშვნელობისაა და დეტალებშიც კი ისახება მისი დამოკიდებულება ეპოქალური მოვლენებისადმი. მის მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ცნობიერ დონეზე ძნელად გასაგები იყო იმდროინდელი კულტურული გარემოსთის. პოპ-არტის მიმდევარი მხატვრების მზგავსად ის ხშირად თავის ნამუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდა, ანუ კოლაჟს ქმნიდა.
განსკუთრებით გამოირჩევა, „ხარის თავი“, ხაზგასმულად ექსპრესიულია, „დრამატული“. ეს არის დაჭმუჭნული შარვალი, დაფიქსირებული თაბაშირით დაფარულ დაფაზე.  ამ სერიიდან ერთი „ხარის თავი“ ნიუ-ორკის მომაში ინახება, მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში,  ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში.
იმ დროს გაბატონებული საბჭოთა „ელიტისტური“ კულტურის საპირისპიროდ ვარაზი ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს. მიუხედავად მისი პოპ-არტის მიმდევარ მხატვრებთან მზგავსებისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში პოპ-არტი სრულიად განსხვავებულმა, სოციოკულტურულმა გარემომ წარმოშვა, პირველ რიგში, იგი გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შედეგი იყო, ხოლო მეორე მიზეზი - 50-იან, 60-იან წლებში აბსტრაქციული ექსპრესიონიზმის დომინირება გახლდათ. არც პირველი და არც მეორე ფაქტორი საბჭოთა საქართველოში არ იყო.  ავთო ვარაზის ნამუშევრები არამარტო არ შეესაბამება, არამედ ფაქტობრივად ეწინააღმდეგება იმ მსოფლმხედველობას, რამაც დასავლური პოპ-არტი წარმოშვა. დასავლური პოპ-არტის დამოკიდებულება სინამდვილესთან პრაგმატულ ხასიათს ატარებს, სადაც ბუნებას ცვლის ტექნოლოგიების სამყარო;  ვარაზი კი მხატვრის  ერთადერთ მასწავლებლად ბუნებას მიიჩნევს. თუ დასავლელი პოპ-არტისტების მთავარი პრინციპი იმპერსონალურობა იყო, ვარაზი შემოქმედება უკიდურესად სუბიექტურია. თუ დასავლურ პოპ-არტში მხატვრის პიროვნული საწყისი მინიმუმამდეა დაყვანილი და გასულია მხატვრის ინდივიდუალურობის ფარგლებს გარეთ, ვარაზთან მხოლოდ ინდივიდუალური ხელწერა იგრძნობა. რა თქმა უნდა, გარეგნული ნიშნები სახეზეა: სამგანზომილებიანი ობიექტების ჩართვა ფერწერაში, სურათების სერიების და  არა სერიულობის შექმნა;  რაც მათავარია, გარეგნული ნიშნების გამოყენება - გაზეთის ნაგლეჯები, ეტიკეტები, ნოტები, სიგარეტის კოლოფები, ასათის ყუთები, ვიოლინო, და სხვ.
ნორტონ დოჯი იყო პირველი კოლექციონერი, რომელმაც  ავთო ვარაზის ნამუშევრების შესყიდვა და ქვეყნიდან გატანა დაიწყო. ნორტონ დოჯი ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი გახლავთ.  ცნობილია, როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. იგი ყიდულობდა ნამუშევრებს და არალეგალურად გაჰქონდა საბჭოთა კავშირიდან. ტერმინი "საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება" მას მიეწერება. ფაქტიურად მან გააცნო დასავლეთს საბჭოთა "ანდერგრაუნდის" ხელოვნება. მის კოლექციაში 20 000-მდე ნამუშევარია, მათ შორის ავთო ვარაზის სურათები. ამჟამად, მისი კოლექციიდან, ავთო ვარაზის თერთმეტი ნამუშევარი ნიუ-ჯერსის ზიმერლის მუზეუმში ინახება. ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია გაბნეული.
ავთი ვარაზი მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციების გაფორმებაზე. მან გააფორმა : ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია და არქეოლოგიური მონაპოვრების ორიგინალური ოპოზიცია შექმნა. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია. მნიშვნელოვანი ობიექტები სხვადასხვა ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი. '1958 წელს მიმიწვიეს მთავარ მხატვრად საქართველოს მუზეუმში, არქეოლოგიური გამოფენის მოსაწყობად. ჩემს მიერ გაფორმებული გამოფენა გაიხსნა 1961 წლის თებერვალში. იმავე გამოფენისთვის შევასრულე 6 პლაკატი, რომელთაგან 2 დაიბეჭდა და გამრავლდა. გავაფორმე აგრეთვე ბუკლეტები'.-წერდა ვარაზი.. 'შემდგომ ავთომ გააფორმა რუსთაველის საიუბილეო გამოფენა, რომელსაც ქართული საგალობლების აჟღერებით განუმეორებბელი ეროვნული სული შთაბერა, მკვეთრად რომ დაუპირისპირდა იმ დროისთვის ესოდენ დამახასიათებელი “ინტერნაციონალური პოლიტიკის” იდეოლოგიას“. ამონარიდი მ. ხვთისიაშვილის , წიგნიდან "ავთო ვარაზი“.

ქართველი ნონკომფორმისტი მხატვარის ავთო ვარაზის  სამყარო რთული და მრავალწახნაგოვანია. მთელი შემოქმედებითი გზა მან განვლო მუდმივი განახლებისკენ მისწრაფებით. ვარაზის  ცხოვრება და ხელოვნება განუყოფლადაა ურთიერთშერწყმული და ერთი მთლიანი არტისტული ჟესტია.  ავთო ვარაზის  როლი  XX საუკუნის  ქართულ ხელოვნების გასააზრებლად განუზომლად დიდია. 






ბუკინისტი

მანანა



ამირან გოგოლაშვილი



ნატურმორტი პურით

ნატურმორტი ატმებით. 


       

 
ვიოლინო. 

 
თმაგაწეწილი ქალი.

 
ყვითელი ხერხი

 
ხერხი ცისფერ ფონზე,

მძინარე (მოლოდინი)





პროექტის ფარგლებში გამოიცა მანანა ხვთისიაშვილის წიგნი "ავთო ვარაზი".
                                                                  წიგნის შესახებ 

წინამდებარე წიგნი არც ალბომია და არც რომანიზირებული ბიოგრაფია. იგი მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ, გადაყრილი და ჩემს მიერ აკრეფილ, თავმოყრილ და ზოგ შემთხვევაში კომენტირებულ გამონათქვამებზე აგებული სულის ძახილია 60-იანი წლების ერთადერთი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვრის, ავთო ვარაზის ფიქრთა დინების წარმომჩენი. 
წიგნის არქიტექტონიკა სამნაწილიანია: მისი პირველი ნაწილი ეს არის თავისუბური თემა ვარიაციებით Andante con Variazioni რომელიც ავთოს დაბადების, მისი ოჯახის, ახლობლების, ინტერესთა მრავალფეროვნების, მისი, როგორც თვითმყოფადი, განსაკუთრებული სულიერებით გამორჩეული მხატვრის ჩამოყალიბების და ნონკონფორმისტული ხედვის გამოძერწვის მცდელობაა.
წიგნის მეორე ნაწილი თავისებური “გამოფენა – სიმფონიაა” Allegro Vivace -ს ტემპში წარმართული. ეს არის გამოფენა, რომელსაც მხატვარი სიცოცხლეში ვერ ეღირსა და რომელზეც მისი თითქმის ყველა ნამუშევარია “დაკიდული”…. გამოფენა მუსიკალური ქსოვილის პრინციპიდანაა კონსტრუირებული, სადაც მთავარი თემები ხშირად ბრუნდებიან, სახეს იცვლიან, სხვადასხვა ტონალობით იფერებიან, ვარირებენ, ფერმკრთალდებიან ან პირიქით, მეტი სიმკვეთრით წარმოჩნდებიან და ეს გრძელდება მანამდე, სანამ წიგნში ისინი ლაიტთემებად არ ყალიბდებიან. /გვ. 186-197/.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს “გამოფენა-სიმფონიის” ჩარჩოები, რომლებიც აღიზიანებენ, აწვებიან და სულს უხუთავენ, “დამთვალიერებელს”. ეს ის ცხოვრებისეული ჩარჩოებია, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა ვარაზი-ადამიანი და ვარაზი-მხატვარი და რომელთა მოშორებაც საბოლოოდ მაინც შეძლო. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ჩარჩოების დაშლა, განადგურება და გაუჩინარება დაკვირვებულ “დამთვალიერებელში” შვებასა და ამოსუნთქვას გამოიწვევს.
უნდა გამოიყოს აგრეთვე “გამოფენა-სიმფონიაში” წარმოდგენილი “ცხოვრებისეული ქარბორბალა” /გვ.174-185/, სადაც ძალზე მოკლედ ავთოს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტებია დაფიქსირებული, მისი ინტერესები, მიდრეკილებები, ზეაღვსილება და ვარდნები.
დაბოლოს, ეს გამოფენა, სიმფონიაა, მუსიკაა და ამიტომაც უფრო შესაგრძნობი, ვიდრე ვერბალურ დონეზე გადმოსაცემი /”სადაც მთავრდება სიტყვები, იქ იწყება მუსიკა” –რ. შუმანი/. …
წიგნის მესამე ნაწილი Adagio espressivo მხატვარი – მოაზროვნის, მისი რელიგიური მრწამსის, სულიერი სამყაროს, ფერწერის ტექნიკისა და რაც მთავარია, დანიშნულების ღრმა წვდომის და მარადიული სიცოცხლის არსის გაგებისკენ ლტოლვის წარმომჩენია…



მანანა ხვთისიაშვილი/2013 წლის ოქტომბერი.


Tbilisi State Academy of Arts presented December 1th – 25nd, 2013, at Zurab Tsereteli Modern Art Muzeum AVTO VARAZI ‘ s Retrospective Exhibition (painting, drawing, mixed media)
The Curator : Alexandra (Matsatso) Gabunia.
Co-Curators: Lana Bazlidze, Veriko Gotsiridze, Tatia Tevdorashvili, Mariam Mikadze. (BA Students of The Tbilisi State Academy of Arts, Faculty of Restoration/Art History and Theory)
Avto Varazi occupies special place in Georgian painting of the 20th century. It is not easy to assign him to any specific trend in painting. He applied various painting systems and techniques with equal success.
Avto Varazi, as an artist was being formed with the background of a conflict between stamps and norms of a stroke. He never compromised with the social realism. His character was not familiar with compromise; he never got involved in thematic exhibitions or drawing on request. He was individual, conscious and deep in his search, that coincide with the trends and searches of the contemporary world. However, regardless artistic ties, his creative goals were absolutely different. Religious motives always took significant role in Varazi’s works. This was quite unusual for a painter of that period… For a Soviet nonconformist artist to address these themes would mean to express protest. Fishes bear metaphoric and symbolic nature everywhere, and are considered contradiction and conflict between spirituality and Soviet reality. He was often blamed, that his portraits were extremely sad and they lacked vital colors. He was not just a great artist, but a great psychologist as well, who could attain the tragedy of human loneliness, its presence in depth. Thanks to the merits of his talent he exercised through himself the infancy of the contradictory and complex spirit of Tbilisi faded in colonial state, and dreaming of perfection.
Unfortunately, Avto Varazi remains unsurveyed and undiscovered to date. It is very uneasy to reach deeply into the artist’s portrait – the portrait of a creator, who armed with unheard personal merits, artistic qualities, “DonQuixoteness” fought against the Soviet system alone and became a living legend in his life. The term “Soviet nonconformist art” is thought to belong to Norton Dodge. He was one of the pioneers of Soviet informal art collectors. His collection includes Avto Varazi’s paintings, out of which eleven are displayed in Zimmerli Art Museum, New Jersey. Avto Varazi’s works are spread in world museums, while fate of some of them still remains unknown. ‘Bull’s head’ by Avto Varazi is kept in The Museum of Modern Art, New York. Another one, also named ‘Bull’s head’, actually representing a lamb’s head, is displayed in Zimmerli Nonconformist Art Museum; the third ‘Bull’s head’ remains with Alexander Glezer in Paris and “The Octopus” – in Kostaki private collection, Greece. His 15 works are exhibited in National Museum of Georgia, others are displayed in art museums of Kutaisi, Tsageri, Ambrolauri and Senaki.
Avto Varazi was the first among Georgian artists, who applied technique of collage. Nothing is accidental in his paintings; they are metaphorical and full of implications. Each detail bears double meanings and his approach to the epochal happenings is indicated even in the details. In the West the pop-art was created on the ground of totally different, social-cultural environments. Primarily it was a result of certain social-economic system, while another reason was the dominance of abstractive expressionism during 50-60s. Neither the former nor the latter were present in Soviet Georgia (Soviet Union). Pop-art of Avto Varazi not only does not correspond, but practically contradicts with the understanding which conceived western pop-art. It could be said this is personal - ‘Varazian’ trend. Western pop-art’s attitude to the reality is of pragmatic nature, where the nature is substituted with the world of technologies; while Varazi considers the nature to be the only teacher to an artist; if the main principle of the western artists was impersonality, Varazi’s creative works are extremely subjective. If in western pop-art artist’s personal origin is brought to the minimum and taken beyond the artist’s individuality, in case of Varazi only individual style can be felt. External signs are definitely in place: involvement of 3D objects in painting, creation of series (seriation) of paintings, and what is most important, application of external signs of collage (newspaper pieces, labels, notes, cigarette boxes, matches, violin, etc.).
Avto Varazi was often blamed, that his portraits were extremely sad and they lacked vital colors. He was not just a great artist, but a great psychologist as well, who could attain the tragedy of human loneliness, its presence in depth. Thanks to the merits of his talent he exercised through himself the infancy of the contradictory and complex spirit of Tbilisi faded in colonial state, and dreaming of perfection. 
Popularization of one of the greatest Georgian artists of the 20th century, who, we believe, has not been praised properly. Unfortunately, no personal exhibitions were held in his life; only in 1977, two months later from his death, his first personal exhibition was organized. He bears unlimited popularity among professional and certain social circles, but sadly enough, he is not widely known or understood and is not praised beyond Georgia as much as his artistic greatness deserves. 

Friday, November 19, 2010

SHOWROOM WITH ARTIFICIAL FLOWERS, PANDORA’S BOX, PLANETARIUM ETCETERA













გამოფენის ვიდეო ვერსია

"მან შექმნა ყვავილები თავისი ფესვებისგან" (სოფია ჩერქეზიშვილი)

სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში 2010 წლის 25-30 ნოემბერს ჯგუფური გამოფენა გაიმართა. მონაწილეობდნენ: დავით ალექსიძე, ნატალია ამირეჯიბი დე პიტა, მაკა ბატიაშვილი, გია ბუღაძე, თეა თელია, გიორგი კეკელიძე, გურამ კვარცხალაია, როკო ირემაშვილი, კონსტანტინე მინდაძე, ოლეგ ტიმჩენკო, სოფია ჩერქეზიშვილი, შალვა ცხოვრებაძე. ხოლო სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში წარმოდგენილი იყო ანტონ ბალანჩივაძის და ანტონ სოკოლოვის - "Freezlight Project“ (სლაიდშოუ).

შესავალი:

100კვ.მ. განფენილი ოქროსფერი ყვავილების სკულპტურული ინსტალაცია (სოფია ჩერქეზიშვილი), ძლიერი თეთრი ნათებით „პანდორას ყუთი“ (დავით ალექსიძე) და ნეონის (წითელი, ყვითელი, ლურჯი) „პლანეტარიუმი“ (კონსტანტინე მინდაძე) წინანდლში, ჭავჭავაძეების სასახლის ეზოში გარეექსპოზიციისთვის შეიქმნა, ჟურნალი „ტაბულას“ მხარდაჭერით - ტრადიცია/ინოვაცია კონცეფტის ფორმატში.














„მან შექმნა ყვავილები თავისი ფესვებისგან" (სოფია ჩერქეზიშვილი)

დახვეწილი, მხატვრული გემოვნებით გამორჩეული ჭავჭავაძეების სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დღევანდელი ვიზუალური ხელოვნების მეტაენით დატვირთვა მიმართული იყო თავისებურად უნიკალური განცდის აუცილებლობის გაჩენისაკენ - ისტორიულ ზონაში შექმნილიყო პრეცენდენტი გარეგამოფენისა - მოდერნისტული, ჰიპოთეტური მულტისენსორული, ხელოვნების ფარგლებში.

წინანდლის გამოფენა იყო ფუნდამენტი, რაზეც აიგო სამხატვრო აკადემიაში ახალი ექსპოზიციის არქიტექტურა, ხოლო კურატორების მხრიდან, სხვა ავტორების დამატების, არსებულიდან სელექციის და ახალი ნამუშევრების შექმნის სტიმული გახდა.

გამოფენის შესახებ:

გარე სივრციდან, „პლენერიდან‟ სამხატვრო აკადემიის „SHOWROOM‟-ში გადმოტანილმა ინსტალაციებმა ხელოვნური განათებების აუცილებლობა გააჩინა. შესაბამისად, წარმოქმნილი შუქ-ჩრდილის დიქოტომია ტრანსფორმირდა - არა ტოტალურად, არამედ „გამოყენებითად“, აქცენტების დასმით, ხოლო ქაოტურად წარმოქმნილი ბლიკები, ნახევარტონები, რეფლექსები და დარბაზის ჭრელ იატაკზე დაცემული ჩრდილები დამთვალიერებელს თავისებურ ილუზორულ ველს სთავაზობდა, სადაც თითოეული მხატვარი თავის ნამუშევარს წარადგენდა „საჩვენებლად“. კურატორების აზრით, „SHOWROOM“ის ფორმატი თვისობრივად განსხვავებული აღქმის და თვითრეფლექსიის საშუალებას იძლეოდა...

„რატომ გგონია, რომ მეშინია სიბნელის?“ (სოფიო ჩერქეზიშვილი)


„ლუმინოფორი“ (გია ბუღაძე)















"უსასრულო მარათონი წრეში" (თეა თელია)




“გამგზავრება” (მაკა ბატიაშვილი)


















შუქის მხატვრობა (ანტონ ბალანჩივაძე, ანტონ სოკოლოვი)














ჭაბუკიანის „ვიდეოქორეოგრაფია“ (ოლეგ ტიმჩენკო), ვარდის ჭკნობა მოციმციმე შუქების გარემოცვაში (ნატალია ამირეჯიბი დე პიტა),"გააპრიალეთ თქვენი სულები, რომ კარგად გაიყიდოს“და "პანდორას ყუთი" (დავით ალექსიძე) - ვიზუალურად სადა ფორმები - კუბი, მართკუთხედი და მათ გარშემო წარმოქმნილი ინტელექტუალური თუ ემოციური ინტრიგა;რეალურის და არარეალურის მიჯნაზე მყოფი ნეონის პლანეტასკულპტურების ფერადოვანი ნათება

პლანეტარიუმი (კონსტანტინე მინდაძე)
















სამი ტორსი, ანიმაცია, პროექცია, ტექსტი, "ტრიალოგი"(როკო ირემაშვილი, გურამ ქვარცხალაია,შალვა ცხოვრებაძე)



როკო ირემაშვილის ვიდეოსკულპტურა - „კრეატიული პოეზიის საძოვრები“- გიორგი კეკელიძის ტექსტის მედიტაციური კომბინაციით - „მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ“-„მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ“- „მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ“....















მრავალფეროვან მედიუმებში ვიზუალიზირებულმა კონცეფციებმა (გრაფიკა ორგმინაზე, ფლურესცენტული საღებავი, პლასტელინი-ხე-ტექსტილი, სკულპტურასა თუ ობიექტში ინტეგრირებული ვიდეო) შუქით მანიპულირებამ, შუქ-ჩრდილის მონაცვლეობამ და ორგანულმა ხმოვანმა რიგმა ძლიერი ემოციური დატვირთვა შესძინა დამთვალიერებლს. „ჩრდილი, ხომ ისეთივე შემცვლელია, როგორც შუქი“...

მხატვრები:

1. დათო ალექსიძე „პანდორას ყუთი“ (ობიექტი) და „გააპრიალეთ თქვენი სულები, რომ კარგად გაიყიდოს“(ობიექტი)
2. ნატალია ამირეჯიბი დე პიტა "Psyche" (ვიდეოინსტალაცია)
3. ანტონ ბალანჩივაძე და ანტონ სოკოლოვი "Freezlight Project” (სლაიდშოუ)
4. მაკა ბატიაშვილი "გამგზავრება" (ინსტალაცია)
5. გია ბუღაძე "ლუმინოფორი" (ინსტალაცია)
6. თეა თელია "უსასრულო მარათონი წრეში" (ინსტალაცია)
7. როკო ირემაშვილი, გურამ ქვარცხალაია, შალვა ცხოვრებაძე „ტრიალოგი“ (სკულპტურაში ინტეგრირებული ვიდეო)
8. გიორგი კეკელიძე და როკო ირემაშვილი „კრეატიული პოეზიის საძოვრები“ (ვიდეო)
9.კოტე მინდაძე "პლანეტარიუმი" (ინსტალაცია) და “V-Obelisk” (სკულპტურა)
10. ოლეგ ტიმჩენკო "კონსტრუქციულო დიალოგი" (ვიდეო)
11. სოფია ჩერქეზიშვილი " მან შექმნა ყვავილები თავისი ფესვებისგან" (ინსტალაცია) და „რატომ გგონია, რომ მეშინია სიბნელის?“ (ობიექტში ინტეგრირებული ვიდეო).

კურატორები:

ალექსანდრა გაბუნია (alexandra@actualart.ge; ტელ.899 272353) ,
ნინო გუჯაბიძე (nino@actualart.ge; ტელ.877 470540


Curators:
Alexandra Gabunia (alexandra@actualart.ge; TEL. +995 99 272353)
Nino Gujabidze (nino@actualart.ge; TEL. +995 77 470540).

Artists: David Alexidze, Natalia Amirejibi De Pita, Anton Balanchivadze, Maka Batiashvili, Gia Bugadze, Thea Telia, Giorgi Kekelidze, Guram Kvartskhalaia, Rocko Iremashvili, Konstantin Mindadze, Oleg Timchenko, Sophia Cherkezishvili, Shalva Shalamberidze.

In the Mirror Hall of Tbilisi State Academy of Art was presented by Anton Balanchivadze and Anton Sokolov - "Freezlight Project“ (slideshow) .

Introduction:

The sculptural installation of golden flowers (Sophia Cherkezishvili) covering 100 square meters with strong white lightening ,, Pandora’s box” (David Alexsidze) and Neon (red, yellow , blue) ,,Planetarium’’ (konstantine Mindadze) were created for the outdoor exposition in Tsinandali with the support of the magazine ,,Tabula” within the frame of the conception - Innovation/Tradition .

The conduction of outdoor exhibition of contemporary visual art in the historical zone such as Chavchavadze’s palace is the first precedent conditioning unique feeling, the outdoor exhibition within the frame of modern, Hypothetic, multisesnsual art..

















Sophia Cherkezishvili. "She made flowers from her roots" (Installation)

Tsinandali exhibition was a base on which the constitution of the new exposition was made. The adding of other authors by the curators became a stimula for selection of the works from old ones and new works.

On the exhibition

The transfer of the installations from outside to ,, Showroom’’ of Academy required artificial lightening. The special accents are made. On light and reflections.The shadows and lightening create mystic atmosphere. Each of works had their own lightening . In opinion of curators ,, showroom” format gives possibility for different impression and self-reflection.
Visually modest forms – Cube, .. the video animation projection, luminophore colours, creative poetry , artificial flowers, neon lights are manipulating with the lights in multicolored visualized conceptions. It will give strong emotional drive to the spectator “ as the shadow can replace the light”















Sophia Cherkezishvili "She made flowers from her roots" (Installation)

Artists and art works:
David Alexidze. Pandora’s Box (Object) & “Polish your souls to sell them better” (Object);
Natalia Amirejibi de Pita "Psyche" (VideoInstallation);
Anton Balachivadze&Anton Sokolov "Freezlight Project“ (Slideshow);
Maka Batiashvili. “Departure” (Installation);
Gia Bugadze. “Luminophore” (Installation);
Thea Telia. “Endless marathon like circle” (Installation);
Rocko Iremashvili, Guram Kvartskhalaia, Shalva Tskhovrebadze “Trialogue” (III sculptures with video animation projection);
Giorgi Kekelidze, Rocko Iremashvili . "Creative poetry pastures" or “It's already eighth day I am eating scraggy grass” (Video);
Konstantin Mindadze. Planetarium (Installation) & V-Obelisk” (Neon on polished and chromed perforated metal);
Oleg Timchenko. “Constructive dialogue” (Video);
Sophia Cherkezishvili. "She made flowers from her roots". (Installation) & “Why do you think I am afraid of darkness? “(The video object).

Friday, April 16, 2010

Secular and Ecclesiastical Legal Monuments in Georgia

Legal sense had been developing in Georgia since ancient times and the process of its formation went in parallel with the development of statehood. For a long time social life was regulated by so called „unwritten laws“ or customary laws as well as by „written“ laws or the legislation sanctioned by the State. At the early stages of Christianity Old Testament „Sjuli“ or so called Laws of Moses and Byzantine ecclesiastical legislation were operating in Georgia.

The oldest legal monuments, which have survived to this day, are Royal Charters of the 11th century. They serve as evidence of the developed legal institutions and legal practice.

Georgian legal monuments are divided into two categories: Ecclesiastical and Secular. The Codes of Laws by Beqa and Aghbugha, and Giorgi V Brtskinvale compiled at the end of the 13th century and during the whole 14th century are the oldest original legal monuments of secular character. Ecclesiastical legal monuments are even older. At the beginning of the 11th century the Minor Book of Law (“Mtsire Sjuliskanoni“) was translated from Greek. The Great Book of Law (“Didi Sjuliskanoni“) was also translated from Greek at the end of 11th century.

Twenty two samples of legal monuments kept in the National Centre of Manuscripts are presented at the exhibition.

Among them are charters signed by King Tamar, Bagrat IV, Giorgi III, King Solomon of Imereti, Giorgi XII, Erekle II and other officials, also „Dasturlamali“ or Civil Service Regulations compiled by King Vakhtand VI in 1707-1709.

The aim of the exhibition is to raise public awareness on the history of medieval secular and ecclesiastical justice in Georgia.
The exhibition has been prepared by UNDP "Support to Justice System" project, Tbilisi City Court and Contemporary Art Club (CAC).




































































































Wednesday, March 17, 2010

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი/A. Kutateladze Tbilisi State Academy of Art Academy Big Exhibition Hall




დიდი საგამოფენო დარბაზის მენეჯმეტი

დარბაზის მენეჯმენტს ახორციელებს სამხატვრო აკადემიის რექტორის ბრძანებით შექმნილი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ცხრა წევრით. მასში შემავალი წევრები წარმოადგენენ აკადემიის ფაკულტეტებს და ადმინისტრაციას. საბჭოს ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზთან დაკავშირებული განცხადება თუ წინადადება. ასევე სხვადასხვა განაცხადებისა და აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს საგამოფენო დარბაზში ჩასატარებელ გამოფენათა და სხვა ღონისძიებათა წლიურ გეგმას.

საბჭო განიხილავს მხოლოდ წერილობით შემოსულ განაცხადებს. ის იკრიბება კვირაში ერთხელ, სამშაბთობით და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

საგამოფენო დარბაზის მახასიათებლები
საგამოფენო დარბაზი წარმოადგენს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეს. რომლის მთლიანი ფართობიც შეადგენს 320 კვადრატულ მეტრს (40მX8მ). დარბაზი დაყოფილია ორ სხვადასხვა ტიპის სივრცედ, აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით, სამუზეუმო და საგალერეო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე განათების სისტემით, პროექტორითა და ხმის გამაძლიერებელი სისტემით. ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია 100 გრძივი მეტრის მქონე კედლებზე, სპეციალურ საკიდებზე. ნამუშევრების საკიდებიდან იატაკამდე 4 მეტრი, ხოლო იატაკიდან ჭერის ბოლო წერტილამდე 9 მეტრი.

სამუშაო დღეები და საათები

დარბაზი მუშაობს ორშაბათიდან - პარასკევამდე, სამუშაო საათებია 11:00-18:00. შაბათ - კვირას დარბაზის ფუნქციონირება მიიჩნევა არასამუშაო დატვირთვად, რაც აისახება დარბაზის ქირავნობის ტარიფზე. 

დარბაზის ქირავნობის ტარიფი
დარბაზის გამოყენება ღონისძიებებისათვის დაკავშირებულია სხადასხვა სახის ხარჯებთან. დღიური ქირავნობის ტარიფი შეადგენს 170 ლარს, რომელშიც შედის დარბაზის განათების, გათბობა-კონდიცირების, დასუფთავების, დაცვის, გამოფენის ზედამხედველობის, ნამუშევრების ინსტალაციისა და დეინსტალაციის ხარჯები. არასამუშაო დღეებში დარბაზის ქირავნობის ტარიფს დაემატება ყოველ არასამუშაო დღეზე დღიური ღირებულების 15 %.

ტარიფები:

1 დან 5 დღემდე - 170 ლარი დღე
1 დან 10 დღემდე - 120 ლარი დღე

დაშვებული იქნება გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუკი ბორდი მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს სამხატვრო აკადემიის ინტერესებსა და პრიორიტეტებს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის კუთხით და განთავისუფლებული იქნება გადასახადისაგან. უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებს. გადაწყვეტილებას ბორდი იღებს ხმათა უმრავლესობით. აკადემიის რექტორი 2 ხმის უფლებით სარგებლობს.

საგამოფენო დარბაზში გამოფენებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობისათვის ნებართვის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

განცხადება, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის სახელზე;

განცხადება იწერება განმცხადებელი ორგანიზაციის ბლანკზე, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდითა და ხელმოწერით;

კერძო პირის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით;

განმცხადებლის CV და პროექტის მიმოხილვა (კონცეფცია, აღწერა). პროექტის მიმოხილვაში უნდა იყოს მითითებული გამოფენისათვის საჭირო დღეების რაოდენობა (გამოფენის ვადები), გამოსაფენი ნამუშევრების რაოდენობა, მიახლოებითი ზომები და მასალა. 

ავტორის (ხელოვანის) პორტფოლიო, ხოლო თუკი პროექტს წარადგენს კურატორი, მაშინ მის მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი მასალა.

განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

არასრულყოფილი განაცხადი არ განიხილება;

უარის შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო არ არის ვალდებული მიზეზი განმარტოს;

თუ განმცხადებელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ან პედაგოგია, მას შეუძლია განაცხადის შემოტანა მისი ფაკულტეტისა და მიმართულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მათი რეკომენდაციისგან დამოუკიდებელიად მიიღოს;


განცხადების მიწოდება შესაძლებელია ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)

11 საათიდან 6 საათამდე, სამხატვრო აკადემიის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე:

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გრიბოედოვის ქ. № 22, თბილისი 0108, საქართველო.
ელ-ფოსტა: aleksandra.gabunia@art.edu.ge
ტელეფონი: +995 99 27 23 53



Management of the Academy Big Exhibition Hall

Management of the hall is accomplished by the Board, formed in accordance with the Order, issued by the Rector of the Tbilisi State Academy of Art. The board includes nine members, who are representing the academy faculties and administrations. The board is headed by the Rector and is entitled to consider the proposal or suggestion, concerning the academy big exhibition hall. The board, upon consideration of other proposals and also, taking into account the academy interests, resolves the year-long plan for arranging exhibitions and other activities.

The board will discuss proposals only in written form. The board meets once in a week, on Tuesdays and comes to the conclusion by majority of votes.

Characteristics of the Exhibition Hall

Exhibition Hall is the newly renovated space, the total square area of which is 320 square meters (40X8 m2). The hall is divided in two type spaces, equipped with heating-conditioning systems, modern lightening system corresponding with the museum and gallery standards, as well as, projector and sound enhancing system. Artworks should be located along the walls of 100 meters long, on special holders, distance from the holders to the floor is 4 meters long, and distance from the floor to the highest point of the ceiling is 9 meters.

Acting days and hours


The Exhibition hall is open from Monday to Friday, acting hours: 11:00-18:00 .

Saturday-Sunday is considered to be the extra hours, that will be represented in renting tariffs

Hall renting tariffs

Applying the hall for activities is depended on various types of expenses. The daily renting tariff is 170 GEL, that includes the hall lightening, heating-conditioning, cleaning, protection, exhibition monitoring, artworks installation and de-installation expenses. In non-working days, the hall renting expenses will be added by 15% of the daily tariff for each non-working day.

Tariffs

1-5 days-170 GEL per day
1-10 days-120 GEL per day

An exception from the rule may be the case if the board concludes that the proposal satisfies the art academy interests and priorities from an educational point of view, as well as encouragement of contemporary art and its popularization, the proposal will be freed from covering the expenses. The preference will be given to international projects, as well as proposals, presented by various international organizations. The board will have this kind of right only several times in a year. The solution will be achieved by majority of votes. The academy Rector is entitled to have 2 votes.

For beeing accorded permission to arrange exhibitions and other activities in the exhibition hall, the following documentation is needed to be presented:

· Proposal to the name of the Rector of the Tbilisi State Academy of Art, proposal should be written on a letterhead, sealed and signed on behalf of the organizer

· In case of private person, the proposal should be attached by ID Card/passport copy, noting the living place and signature!

· CV of the proposal author and project overview (concept, description). The project overview should include number of days, needed for the noted exhibition (exhibition period), number of artworks, to be exhibited, approximate sizes and material.!

· Portfolio of an author (artist), or materials, representing the realized projects in case the project is presented by a curator!

Author of a propopsal should envisage the following:

· The uncompleted applications shouldn’t be receive!

· In case of refusal, the supervisory board isn’t responsible for explaining the reason!

· If the proposal author is a student or a teacher of the Tblisi State Academy of Art, he/she is entitled to make a proposal without approval of his/her faculty and head of the direction. The board is entitled to conclude without their recommendation.!

Submitting the proposals to the Chancellor’s Office of the Tbilisi State Academy of Art: every day (except Saturday-Sunday), from 11a.m. to 6 p.m.,

Address:
Apolon Kutateladze Tbilisi State Academy of Art.

22, Griboedov street, 0108, Tbilisi, Georgia
E-mail:  aleksandra.gabunia@art.edu.ge
Tel: (+995 99) 272 353






როკო ირემაშვილი - ვარჯიში თავისუფლებაში / Rocko Iremashvili - Exercise in Freedom

თავი ალექსანდრა გაბუნიას საავტორო წიგნიდან როკო ირემაშვილი - ინსტინქტი კონტროლის წინააღმდეგ (2025) ციკლში, რომელიც თავისუფლებაში ვარჯიშსა ...