საქანელა. ფუნქციონალური სკულპტურა. ხე, რკინა. / Swing. Functional sculpture. Wood, iron. 300X300X75 cm. 2020
კატალოგი / Exhibition Catalog
საქანელა შეზღუდული მოძრაობით. ალექსანდრა გაბუნია.
ვლადიმერ იმერლიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას, და შესაბამისად, ვლადიმერ იმერლიშვილსაც, სოციოკულტურულმა ცვლილებებმა შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად კულტურის პოლიტიკისა და ახალი იდენტობის შემქმნელის ფუნქციაც მიანიჭა. ვ.იმერლიშვილის მიერ განხორციელებულმა სივრცულმა „მისტერიებმა“, შოთა რუსთაველის სკულპტურამ კიევში (2007წ.) და შემდეგ, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურამ (თანაავტორი როკო ირემაშვილი) თბილისში (2016წ.), საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი, ურბანული ქანდაკებების „გაგების“ კორექტირება დაიწყეს.
ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა. (თანაავტორი როკო ირემაშვილი). დედა
ენის ბაღი. თბილისი. 2016
ვ. იმერლიშვილი ბოლომდე დისტანცირდა სამხატვრო აკადემიაში ნასწავლი საბჭოთა მემკვიდრეობიდან, აკადემიზმიდან ნასაზრდოები სახვითი მანერისგან ფორმა კონცეფტ-ფორმამდე განავითარა. მაგ.: ვ. იმერლიშვილის შოთა რუსთაველის სკულპტურა თავიდან ბოლომდე ასახავს იდეას შოთა რუსთაველის შესახებ. სკულპტურა ქვის ფორმაშია განხორციელებული და იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან შოთა რუსთაველის ფრესკის ასლით საზრდოობს (გამოყენებულია დ. ცხადაძის ფოტო, გადაღებული იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე). ფრესკაზე დასავლური რენესანსის აღმოსავლელი წინამორბედი შოთა რუსთაველი კურთხევის გამომთხოველი მზერით შეჰყურებდა წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა მაქსიმე აღმსარებელს და საუკუნეებში ატანდა მავედრებელი ხმა: „ამის დამხატავსა შოთას შეუნდვეს ღმერთმან. მინ! რუსთველი“. რუსთაველის გამოსახულების პროექცირებით სკულპტურა ღამე ნათდება. განზოგადებული ქვის ფორმა არ გახლავთ მყარი მონაცემების მქონე და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მისი იერსახე იცვლება. ემოციური თუ ექსპრესიული შტრიხები შეტანილია ფორმის ფარგლებშივე. ფორმის შუქით ამგვარი მოდელირება ცნობიერების, გონების გასხივოსნების იდეის მატარებელია. ხელოვანი თანამედროვე სააზროვნო მოდელებს იზიარებს, თუმცა ქართულ პლასტიკურ ტრადიციასთან კავშირი ვლინდება ქართული რელიეფისთვის დამახასიათებელი ბლოკურობის პრინციპით, როგორც ფორმაზე დატანილი ინფორმაცია და ამასთან ეთნოკულტურული იდენტობის ვიზუალურ ფორმაში ტრანსფორმირების უწყვეტი პროცესი.
შოთა
რუსთაველის სკულპტურა/სკვერი. ქვა, პროექცია, ბრინჯაო. რუსთაველის სკვერი. კიევი. 2007
ვ.
იმერლიშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც უბრანულ სივრცეებში ქვის და ლითონის ინსტალაციების კეთება დაიწყო. სივრცეში
შემოტანილი სამუშაო მასალის სამგანზომილებით მოცულობას ის შლის შემადგენელ
კომპონენტებად, მაგ.: 1923 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი თბილისში (2018წ.). ნათელია ახალგაზრდა ხელოვანის
უნარი დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც. მან დაიწყო საჯარო
სივრცეების ლიბერალიზაცია, მაგ.: „მოუჭრელი ხე (ტრანსფორმაცია)“ და პროექტი „განზოგადებული ფიგურების ურბანულ
სივრცეში ინტერვენცია“ (2019წ.).
მისი ხელოვნება საჯარო სივრცის
ხელოვნება ხდება და სოციუმის ჩართვაზე, თანამონაწილეობაზე არის ორიენტირებული. შემდეგ
ეტაპზე უკვე მისი მცირე განზოგადებული ობიექტები თუ ციფრული
გრაფიკები არა მხოლოდ ესთეტიკური კოდის, არამედ კრიტიკული მესიჯების მატარებლებლებიც
ხდებიან.
ვ. იმერლიშვილი მასალებს ბოლომდე ითვისებს და გრძნობს (ბუნებრივი ქვა, ხე, რკინა). მის სამუშაო
ინსტრუმენტარიაში სტილის დეცენტრელიზაციის პროცესი მასალაში რეგულირდება, როცა
მხოლოდ მასალის ბუნებრივ თვისებაზე, ზომიერებაზე, თანმიმდევრულობაზე კეთდება
აქცენტი. ხოლო მასალის ფერადი ნარაცია
(ხის ფერი, რკინის ფერი) მნიშნელოვანი ხდება როგორც ემოციური, სენსორული თუ
აზრობრივი აქცენტების დასაზუსტებელი
მექანიზმი.
ვალო იმერლიშვილი, დიდი რყევა (საქანელა) - იხ. ვიდეო.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში განხორციელებული ვ. იმერლიშვილის პროექტი ,,დიდი რყევა“ („საქანელა“) ფუნქციონალური სკულპტურა, როგორც ინსტალაცია, შეიქმნა თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპონირებისთვის. ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი ინსტალაცია დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება. ქართული ცნობიერების ეს ერთგვარი ორი საწყისი, საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობითაც აიხსნება. ყოველთვის ქმნიდა ტრაგედიას მრავალი საუკუნის მანძილზე, გეოგრაფიულ გასაყარზე არსებობა - როდესაც აღმოსავლეთსაც დავცილდით და ვერც დასავლეთს ვეზიარეთ. ეს ორი არქეტიპული „არსება“ ვიზუალურად თითქმის იდენტურია. ისინი ერთმანეთს ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთის არსებობას. თითოეული მათგანის ,,ცალმხრივობის საფრთხე“ მეორის დახმარებით გადაილახება. მისი ესთეტიკა მოგვაგონებს „ეგვიპტის სფინქსსაც და პარიზის ქიმერასაც“. ცხენებს შორის რკინის საქანელაა, რომელიც მათ აერთიანებს. ორი მდგომარეობაა მოცემული ერთ ობიექტში - სტატიკაში დინამიკა. საქანელას მოძრაობა შეზღუდულია და მხოლოდ 70-გრადუსამდე მიდის. ავტორი საქანელას მოძრაობის არასრულ ციკლურობაზე საუბრობს. ნამუშევარი ცივილიზაციათა შორის არსებული წინააღმდეგობების, დიდი რყევების, შეზღუდული მოძრაობების, ამასთანვე, მანევრირების და ბალანსის იდეას განასახიერებს. აღნიშნული აზრობრივი აქცენტები წინა პლანზეა წამოწეული და ფიგურების ხისტი პლასტიკაც მას ექვემდებარება. ამგვარი იერარქია ცხენების განზოგადებულ სახეხატებას წარმოქმნის და განსხვავებული დროისა და სივრცის აღქმა შემოაქვს. საინტერესოა ნამუშევრის სამომავლო კონტექსტიზაციის პროცესი. ერთი მხრივ, როგორ აიტანს ნამუშევარი სამუზეუმო სივრცის ჰერმეტულობას და მეორე მხრივ, ლადშაფტში საკუთარი დრო-სივრცული პარამეტრების მონიშვნის პროცესი (კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გამოფენის პრეზენტაცია გაიმართა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, 19 მაისს, მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით).
აბსტრაგირებამდე მისული ფორმის განზოგადება ვ.იმერლიშვილის ხელწერაა. ხელოვანი პლასტიკაში დრო-სივრცული პარამეტრების ძიების პროცესმა საკუთარი პლასტიკური ქრონოტოპის გამომუშავებამდე მიიყვანა. კერძოდ, ვ.იმერლიშვილმა შექმნა ინსტალაცია, რომლშიც ცხადად ჩანს, როგორ ხდება დროით კატეგორიაში განფენილი და სივრცობრივ კატეგორიაში მოაზრებული „საქანელა“ კულტურის არტეფაქტი; ხოლო „საქანელა შეზღუდული მოძრაობით“, როგორ აქცევს დრო-სივრცულ მისეულ ფორმაში ქართველთა მნიშვნელობისა და ადგილის განსაზღვრის პროცესს.
მცირე პლასტიკა.
ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი დაიბადა 1981 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა
არაერთ საერთაშორისო
გამოფენაში. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს
თბილისში.
ძირითადი
პროექტები:
2017-2020
- „დიდი რყევა (საქანელა)“, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტი. თბილისი, საქართველო. კურატორი: ალექსანდრა გაბუნია.
2018-2019 - სკულპტურული ობიექტები ურბანულ სივრცეში/,,შენი სახლი
ჯიქიაზე“, თბილისი, საქართველო.
2018 - „უჯრედი 23“, 1923 წელს
დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი ვაკის
პარკში. თბილისი საქართველო.
2017 - „ფორმირება“. რუსთავი, საქართველო.
2016 - ირაკლი
ჩარკვიანის სკულპტურა დედა
ენის ბაღში - თბილისი, საქართველო. თანაავტორი: როკო
ირემაშვილი.
2013-2016 - ფუნქციონალური სკულპტურები ნიქოზში, საქართველო.
2015 – ვალდორფის სკოლის
ჭიშკარი, თბილისი, საქართველო.
2009-2010 - მანათობელი სკულპტურები ბათუმის ბულვარში, საქართველო.
2007 - შოთა
რუსთაველის სკულპტურა/სკვერი.
კიევი, უკრაინა.
Alexandra Gabunia
Art critic, curator
Vladimer (VALO) Imerlishvili is one of the most important artists of his generation. Vladimer Imerlishvili is one of the most important actors of his generation. In the first decade of the 21st century, social-cultural changes gave creative freedom to the contemporary art and the generation of the period, including Vladimer Imerlishvili, as well as the function of a creator of policy of culture and a new identity. Valo Imerlishvili's dimensional "Mysteries", Shota Rustaveli's sculpture in Kiev (2007) and Irakli Charkviani's sculpture (co-author Roko Iremashvili) in Tbilisi (2016) began to correct the "understanding" of urban sculptures of the Soviet era.
Art critic, curator
Vladimer (VALO) Imerlishvili is one of the most important artists of his generation. Vladimer Imerlishvili is one of the most important actors of his generation. In the first decade of the 21st century, social-cultural changes gave creative freedom to the contemporary art and the generation of the period, including Vladimer Imerlishvili, as well as the function of a creator of policy of culture and a new identity. Valo Imerlishvili's dimensional "Mysteries", Shota Rustaveli's sculpture in Kiev (2007) and Irakli Charkviani's sculpture (co-author Roko Iremashvili) in Tbilisi (2016) began to correct the "understanding" of urban sculptures of the Soviet era.
The iron swing
between the horses unites them. Two objects are given in one object - dynamics
in statics. The movement of the swing is limited and only goes up to 70 degrees.
The author talks about the incomplete cyclicity of the swing movement. The work embodies the idea of contradictions
between civilizations, great fluctuations, limited movements, as well as maneuvering
and balance. These semantic accents are presented in the foreground and the
rigid plasticity of the figures also subordinates to it. Such a hierarchy
creates a generalized depiction of horses and brings a different perception of
time and space. The process of future contextualization of the work is interesting.
On the one hand, how the work bears the hermeticity of the museum space, and on
the other hand, the process of marking one's own time-space parameters in the
landscape (Due to limitations caused by the pandemic of Covid-19, the
presentation of the exhibition was held only online, on May 19, in connection
with the International Museum Day).
The generalization of the almost
abstract form is Valo Imerlishvili's handwriting. The process of searching for
time-space parameters in the art of plastics led to the development of its own
plastic chronotope. In particular, Valo Imerlishvili created an installation, which
clearly shows how the "swing", which is scattered in the time
category and is considered in the spatial category, becomes an artifact of culture; And
how the "Swing with limited movement" will turn the process of
determining the importance and place of Georgians in the space-time form.
Vladimer (Valo) Imerlishvili was born in 1981, graduated from the Tbilisi State Academy of Arts, specializing in sculpture. Participated in numerous international exhibitions. He is the author of many projects implemented in Georgia and Eastern Europe. He works and lives in Tbilisi.
2018/2019 - Sculptural objects in
the urban space / "Your house on Jikia street", Tbilisi, Georgia.
2018 - "Cell 23", a memorial to the patriots shot in 1923 in Vake Park. Tbilisi Georgia.
2017 - "Formation". Rustavi, Georgia.
2018 - "Cell 23", a memorial to the patriots shot in 1923 in Vake Park. Tbilisi Georgia.
2017 - "Formation". Rustavi, Georgia.
2016 - Sculpture of Irakli
Charkviani (co-author R. Iremashvili) in Deda Ena Square,Tbilisi, Georgia.
2015 - Waldorf School Gate, Tbilisi,
Georgia.
2013/2016 - Functional sculptures in
Niqozi, Georgia.
2009/2010 - Illuminated sculptures
on Batumi Boulevard, Georgia.
2007 - Sculpture of Shota Rustaveli
in Kiev, Ukraine.