Wednesday, August 8, 2018

ეკა აბულაძე / Eka Abuladze "Across the Universe"



ალექსანდრა გაბუნია.2018.
ეკა აბულაძე მეცნიერებაში ეძებს შთაგონებას. კოლექცია, რომელსაც იგი წარმოგვიდგენს გაერთიანებულია როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა „Across the Universe“ სათაურის ციტაციით და ექვსი კონცეპტუალური ნაწილისგან შესდგება: "ელემენტარული ნაწილაკები – სტანდარტული მოდელი", “ელექტრომაგნეტიზმი“, “დიფრაქცია“, “სპექტრული დიაპაზონები“, “ანბანი როგორც კაცობრიობის იდენტიფიკაცია“ და “ტრანსმუტაცია“. 
მიუხედავად იმისა, რომ აქ მეცნიერებაც და მისი მხატვრობაც გნოსეოლოგიურ ხასიათს ატარებს და მათი აღრევა ერთი შეხედვით არ ღირს, ეკა აბულაძე ამ აღრევას ისე აკეთებს, რომ მაყურებელს არ აგრძნობინებს. ზოგიერთ გადაწყვეტილებას მხატვარი ინტუიტიურ დონეზე ახდენს და „სამყაროს გავლით“ უფრო კონკრეტულ ხასიათს იძენს, ატარებს პიროვნულ-სუბიექტურ ხაზს. კოლექცია, როგორც ერთგვარი სისტემა შედგება რამდენიმე ქვესისტემისგან ("კვარკები და ლეპტონები", "ანტიკვარკები და ანტილეპტონები", "ურთიერთქმედ - გადამტანი ბოზონები და ჰიპოთეტური ნაწილაკები“, “ატომბირთვები“, "კვანტური ჩახლართულობა“ და სხვ.). მხატვარი დაგროვილი ინფორმაციის გენერირებას ახდენს საკამოდ თამამი ფერადოვანი გეომეტრიული ლაქების საშუალებით და გამოხატავს იდეას, ძირითად არსს. 
გამოფენის კვინტენსენციას წარმოადგენს „ტრანსმუტაცია“ – ოთხნაწილიანი, მხატვრობის ოპტიკურ ყალიბში მოქცეული მატრიცა – სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს კოლექციის რაობას და ერთგვარად ხსნის მას შინაარსობრივადაც, მეტაფორულადაც, გადატანითი მნიშვნელობითაც, შემეცნებითაც და აღქმითაც. ავტორი მთლიანი მსოფლმხედველობის მომცველობით აჩვენებს პასტორალური და ურბანული ლანდშაფტების განსხვავებულ რაკურსებს, ფილოსოფიური, რელიგიური იდეების კონტექსტში – პარაშუტიზმის აბსურდის თუ ანიმაციის ელემენტებით და ახვევს ამას ვარდისფერ ფერადოვნებაში. 
EXHIBITION OF EKA ABULADZE “ACROSS THE UNIVERSE”, July 2018.
Eka Abuladze seeks her inspiration in science. The presented collection is assembled under the heading of the Beatles song “Across the Universe” and is comprised of six conceptual parts: "ELEMENTARY PARTICLES - STANDARD MODEL", “ELECTROMAGNETICS”, "DIFFRACTION", "SPECTRAL RANGES",“ABC OR IDENTIFICATION OF HUMANITY”, "TRANSMUTATION".
Despite the science and her painting bearing epistemological character that should on the first glance not be commingled, Eka accomplishes a seamless symbiosis of both unnoticeable for a spectator. The artist makes certain decisions intuitively and puts them in a concrete form through “travelling the universe” thereby implementing her personal touch. 
The collection as a certain system comprises separate sub-systems ("QUARKS&LEPTONS", “ANTIQUQRKS& ANTILEPTONS”,”GAUGE,SCALAR BOSONS & HYPOTHETICAL PARTICLES”, ”NUCLEUS”, QUANTUM ENTANGLEMENT” etc.). The artist generates the accumulated information by way of boldcolorful geometric stains, expressing the main idea, the essence.
The quintessential part of the collection is formed by “Transmutation” a for part matrices reflecting the artist’s optical filter, the structure determining the core of the collection which explains its content, metaphor, transmitted meaning and cognition as well as comprehension. The author shows the different pastoral and urban angles through entire vision of the universe in the context of philosophical and religious ideas, with the elements of animation outlining the absurdity of parachutes and enveloping the whole in colorful pink.                                                             

                                                     


დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...