Friday, May 20, 2016

დავით ალექსიძე. მხატვრობა / David Alexidze. Paintings


"ტბა"
"მამალი"
                                                                  "ადამი და ევა"
                                                                    "ოჯახი"                                                                
                                                                
"მდინარე"
                                                                       
                                                                   "მობანავე"
                                                            "წიწაკების გამყიდველი"
                                                                                        "თოჯინა"
ალექსანდრა გაბუნია. 2016

1990-იანი წლების ქართული ხელოვნება გადიოდა რთულ პროცესებს, რომელთაც ათი წლის წინანდელი ცვლილებებისა და ახალი ტენდენციების განსაზღვრის პერიოდი უძღოდა. საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდეგ კი ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რასაც მოჰყვა საფუძველთა ნგრევა, ომი, კატასტროფების სიახლოვის განცდა, უიმედობა - არაფერი ჰორიზონტალური, არაფერი ვერტიკალური და შესაბამისად, ქართული კულტურის ნარატივის ვიზუალური გამოხატულების ამორფულობა.

სწორედ ამ დროს იწყებს მხატვარი დავით ალექსიძე საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (სწავლობდა კოკა იგნატოვის სახელოსნოში, 1988-1991) აღმოჩნდა. ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა აქტიური ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით.

რასთან ასოცირდება საქართველოსთვის გასული საუკუნის 90-იანი წლები?
ალბათ, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ამ პერიოდის ამგვარი მითოლოგიზაცია. სინამდვილის არასწორი წარმოდგენა-ასახვა კი ძირითადად ხელოვნების დახმარებით ჩამოყალიბდა ფილმებში, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ სპექტაკლებში. ამ პერიოდის მხატვრობა სრულიად განუდგა რეალობას რამდენიმე პრეცედენტის გამოკლებით. „მრავალი ნიშნით, ყველაფერი ის რაც ქარვასლაში გამოიფინა, სიმპტომატურია ახალი გენერაციის ქართველი მხატვრებისთვის. ეს უცნაური ესთეტიზმი, გულგრილობა გარემოსადმი, მასში რაიმეს სახელდებასა და ახსნაზე უარის თქმა - თითქოს ყველაფერი ეს, არც თუ ისე განსაკუთრებულია, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი პირობებისთვის ახლებულ ეგოცენტრიზმს და გაუცხოებას ამჟღავნებს“ (კარლო კაჭარავა. „დავით ალექსიძის გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992).

გარდამავალ ეპოქებში შემოქმედისა და თავად შემოქმედების პარადიგმა იცვლება. როგორც წესი, დროის ამ მონაკვეთში მჟღავნდება ხელოვნების დაფარული არსი. დავით ალექსიძის მხატვრობის ბუნება მისტიკურ რეალიზმში გამოიხატა, სადაც ფერწერული კულტურის დემონსტრირებასთან ერთად, მხატვარი განუწყვეტლივ ხან ფალიური კულტურის და ხანაც თანატოსთან დაპირისპირების ორი ანტიპოდური ინსტინქტით აპელირებს მაყურებლის ქვეცნობიერზე. გია ბუღაძე აღნიშნავდა: „დავით ალექსიძე ერთადერთი თანატოგრაფოსია, რომელიც გროტესკული მასკარონებით თანატოსთან გათამაშებას ახერხებს და ამით განსაკუთრებულ სახიობას, ფეერიას ქმნის“. დიახ, მის სახილველს მარადიული ესთეტიკური საზრისი გააჩნია, რაც მარადიულ კატეგორიებს სულ სხვა ჟღერადობას ანიჭებს. დავით ალექსიძე პერსონაჟებს შავ ლოკალურ სივრცე-ფონებზე ან სულაც ყვითელ ფონზე განიხილავს, როგორც ადამიანის გონების მისტიკურ-ირაციონალურ პროდუქტს. მასთან სამყარო სპირიტუალურ-ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთიანია, მაგრამ მძიმე, ყვავილებისა და მცენარეების ჭრელი საფარველისგან გაუმჭვირვალე („ნიღაბი“, “ივდითი“, „კომპოზიცია“); თუმცა, როგორც კი მხატვარი ამ საფარველზე უარს ამბობს, ის გამჭვირვალე ხდება. ასეთია მისი დახვეწილი ლანდშაფტები („ანარეკლი“, „ხე“, „მდინარე“, „ჯვარცმა“, „ტბა“), სადაც ლურჯი ტბა, მდინარე, ცა, ხე და მისი ანარეკლი მდინარეში, სასურათე სიბრტყის შავი სივრციდან იკვეთება. ნახატი გამორჩეულად სიბრტყოვანია, პირობითი და დეკორატიული. რეალური პერსპექტივის პირობითით ჩანაცვლება კი იმ საწყისისკენ სწრაფვაა, მითიურ და რელიგიურ კოსმოგონიას რომ გულისხმობს.

რითი სულდგმულობს დავით ალექსიძის მხატვრობა? 
XVII-XVIII საუკუნეების ქართულ კულტურაში ე.წ. აღმოსავლურობის დაძლევის ტენდენციები ევროპისა და რუსეთის მიმართულებით საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ძიების ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად, განვითარების ისტორიულ საფუძვლებს მოწყვეტილი (1453 წ. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ) ქართული კულტურა თანდათანობით ახალ ესთეტიკურ ფასეულობებს ერწყმოდა. მართლმადიდებლურ სამყაროში სეკულარიზაციის გარდაუვალი პროცესის შესაბამისად, ხელოვნება სულ უფრო მეტად ხდებოდა მიწიერ ფასეულობებზე ორიენტირებული. აშკარაა,რომ საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული, მისტიკურ-ირაციონალური საფუძვლებიდან მომდინარე ხატვის ტრადიციული მანერა, ახალ დროშიც ძლიერად იჩენდა თავს. ილია ჭავჭავაძის მიერ დამკვიდრებული “მართლის თქმის” პრინციპი XIX საუკუნის ქართულ ფერწერაში პოპულარული არასოდეს ყოფილა. ამ პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნება განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, ძალიან მაღალი დონის მხატვრული ეფექტურობით ინარჩუნებდა საკუთარ სპეციფიკას და თანდათანობით აგროვებდა იმ უზარმაზარ მუხტს, XX საუკუნის 10-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების ავანსცენაზე სრული ენერგიით რომ იფეთქებდა.
ქართულმა ხელოვნებამ უპრეცედენტო აქტივობა ნიკო ფიროსმანაშვილის ლამის საკრალური თვითშეწირვის გამოვლენით დაიწყო. “ალბათ ამიტომ არის ფიროსმანის მხატვრობა ავტობიოგრაფიული თითოეული ქართველისათვის და კიდევ იმიტომ, რომ საზრისთან მიახლოების, საზრისის განცხადებისა და გამჟღავნების რიტუალში გვითრევს; იმ რიტუალში, სადაც ჩვენი ენობრივი სხეულით, ჩვენი ვიბრაციით, ჩვენი მხატვრულ–ესთეტიკური ფორმებით ვქმნით რიტუალს და შესაბამისად მითს ქართველისა და ქართველობის შესახებ.” (ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი „ფიროსამანი - ქართული კულტურის საცხოვრისი და შინყოფნა“).

ფიროსმანის მხატვრობის საზრისის გამჟღავნების რიტუალში სხვების მსგავსად, დავით ალექსიძის ესთეტიკური მითიცაა ჩათრეული. დავით ალექსიძის აზრით, ნაივი და მისტიკური რეალიზმი ქართული აუთენტური ცნობიერების დასტურია. 90-იანი წლების დასაწყისში მხატვარი ნამუშევრებში ქართული კონტექსტების ძიებას იწყებს (ყოველ შემთხვევაში თავად ასე ახასიათებს ამ პერიოდს) და ქართულ ორნამენტს საკუთარი ესთეტიკის პრიზმაში ატარებს - მომცროდან დიდ კომპოზიციებში, წყლის საღებავებიდან ზეთის საღებავებში გადააქვს იგი, რისი საბოლოო სახეც ხატ-სახის ფიგურაციამდეა ინტერპრეტირებული. მასალაზე მხატვრის ექსპერიმენტები მრავალფეროვანია, სასურველი ფაქტურის და ფერის მისაღებად სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. დაჭმუჭნული ქაღალდი, შემდეგ ზეთის საღებავი, ფენების ზედნაშენი ტილოზე დრაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს, ხან სუდარას, ხანაც ალქიმიკოსის მოსასხამს რომ წააგავს. ნებისმიერი გამორჩეული მხატვარი საკუთარ - ორიგინალურ გზას პოულობს, ექსპერიმენტები კი მხოლოდ ამძაფრებს შემოქმედის ხელოვნების დოქტრინას. დავით ალექსიძის სამყარო არ არის ცალკეული კულტურული (თუ გნებავთ რელიგიური) არეალი, არამედ მისი გავრცობის ველი მოიცავს ყველასთვის საერთო კოსმოგონიურ სივრცეს. სასურათე სიბრტყეები პირობითობის და პირველყოფილის ერთმანეთისგან დიფერენცირებით იტევს ჯვარცმული ქრისტეს სხეულსაც, გვირგვინოსან მონსტრებსაც, ივდითსაც და ეროგენული ზონის სტიმულირებით დაკავებული ნიღბიანი ქალის სხეულსაც. მხატვრის მიერ არჩეულ სამყაროთა განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი საერთო ვიზუალური ნიშნების მეშვეობით მშვიდად თანაარსებობენ დესტრუქციული რეალობის პარალელურ სამყაროში (თითოეული ეს ნამუშევარი 90-იან წლებშია შექმნილი), თუმც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - რა კულტურული კოდით იქმნება მისი ნამუშევარი, რადგან ყოველი მათგანი ხატვის მაღალი ოსტატობის კატეგორიად ტრანსფორმირდება. „საქმე ისაა, რომ ალექსიძე ოსტატურად ხატავს... ეს ჯოჯოხეთური მეფე-მონსტრები. უჩვეულო ანდროგინები და მუტანტები გამოსახულნი არიან ჩვენი საუკუნის დასაწყისის დეკადენტური მხატვრობის არტისტიზმით. საშუალების ესთეტიზაცია მასთან სალონურია და არა ნატურალისტური და მართალაც ძალიან ლამაზი ურჩხულები თითქოს ღირსეულად ავსებენ პოსტმოდერნისტულ საერთაშორისო პანთეონს“. (კარლო კაჭარავა „დავით ალექსიძის გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992). საბოლოოდ ვღებულობთ დავით ალექსიძის მხატვრობის თავბრუდამხვევ კალეოდოსკოპს აღმოსავლურ სტილში შესრულებული დეტალებით, ჩიტებით, მავრიტანული მოტივებით, სამოსის ლურჯი-შინდისფერი მოოქროვილი ნაქარგი ორნამენტებით, ფლურესცენტული საღებავის ბაკქანალიით, „მოცეკვავე შამანით“, ფალოსის ფორმის მამლით, გრაფიტის და დაზგური ფერწერის სიმბიოზით, ლაქა-სილუეტებით, მითოლოგიის გაკიჩებით, სიჭრელით, “სალომეას ბავშვობით“, „წიწაკების გამყიდვლის“ თუ „შეყვარებული პინოქიოს ირონიზირებული ხატებით, ფალოსური კულტის ღრმა კვალზე აღმოცენებული წიწაკითა და „შეშლილი წინასწარმეტყველით“. კემპურ ესთეტიკაში გროტესკამდე გაზვიადებული სპეციფიკურად განვითარებული ალექსიძისეული გემოვნება, ზოგჯერ უხეშზე დამყარებული გრძნობა, კიჩური და ნაივურიც, თუმც დახვეწილი ესთეტიზმის მქონე, გარკვეულწილად ჰერმეტული სემანტიკის მატარებელია და თითქოს ყველანაირ მაყურებელზე არ არის გათვლილი. დავით ალექსიძე მოაზროვნე მხატვარია და მისი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საწყისთა სრულყოფილება-რასრულყოფილებასთან ზღვარზე ჭიდილი.

დავით ალექსიძის 1992 წლის ქარვასლის გამოფენის კოლექცია ეგოცენტრიზმს და გაუცხოებას ამჟღავნებს, დაახლოებით 10 წლის შემდეგ სარდაფის სივრცეში მისი საგამოფენო კოლექცია კი მასკულტურის მიმართ შემწყნარებლობით გამოირჩევა: „ფლურესენციული ტექნიკის ეფექტი  entertainment-ის ფუნქციის აქცენტირებას ემსახურებოდა დავით ალექსიძის ექსპოზიციაში „პარაზიტოფორმე“ ... ანდროგინები და შამანები ამჯერად შედარებით მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შევსებული იყო მწერების დეკორატიულ - ინკუსტრაციული გამოსახულებით (ხათუნა ხაბულიანი „პარაზიტოფორმე“, თევზები და სხვა...“ გაზეთი „ალტერნატივა“. მაისი, 2001). მაინც რა მოხდა, რა სახის ევოლუცია განიცადა ათწლეულის შემდეგ დავით ალექსიძის გამოფენების კონცეფციამ? სალონურობიდან პოპულარული კულტურის მიმართულებით ხომ არ გადაინაცვლა? პოსტმოდერნისტული პანთეონი პოსტმოდერნისტულ გასართობ ადგილად ხომ არ ქცეულა? დავით ალექსიძის ევოლუციური მხატვრული ფილოსოფია “საწინააღმდეგო საწყისების” მიზიდულობაზე მეტყველებს. მას განსაკუთრებით სიამოვნებს რეალობისა და ხელოვნების განცალკევების იდეის უტრირება. ამიტომაც იგონებს ჰომომორფულ არსებებს, შამანებს, პარაზიტულ მწერებს, ზეპარაზიტებს. პარაზიტი თავისთავად უარყოფითი სემანტიკის მატარებელია, მაგრამ დამატებით „თევზები და სხვა“ მას დადებით მნიშვნელობას სძენს და ამით ამცირებს პარაზიტის, როგორც მომაკვდინებელი ძალის, თანატოსური ინსტინქტის ინტერპრეტირების შესაძლებლობას. მხატვარი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გაუცხოებული, მითოლოგიური აზროვნების დაძლევას ცდილობს და სამყაროს კანონზომიერ კვლევას იწყებს. შემთხვევითი არ არის, რომ მას პარაზიტებთან ერთად წყალში ბინადარი თევზიც შემოყავს და ყოველივეს წყალს უქვემდებარებს („მობანავე“), როგორც საწყისს. მხატვარი იწყებს ქმნადობის ფუნქციის ხაზგასმას, რომლის მხატვრული ფილოსოფიის თანახმადაც ცოცხალი ისაა, რაც თავისით მოქმედებს და რისი მოქმედებაც გარედან არ განისაზღვრება. მხატვარი ვიზუალურ ნიშნებს პიქტოგრამების - ზღვის, გემის, თევზის, რვაფეხას, ზღვის ვარსკვლავის სახით იყენებს. ისინი მნემონიკურ ფუნქციას ატარებენ და ნახატების ფერწერულ შრეებში გრაფიკულ ნახაზებს წარმოადგენენ. ამ სიმბოლიზმში მეტი ფერებია, ვიდრე მოძრაობა. კოლორიტი უმაღლეს ჟღერადობას აღწევს ფლურესცენტული სპეციფიკის მეშვეობით და საბოლოოდ (მომდევნო წლებში) სრულ სიყვითლემდეც კი აღწევს.

დავით ალექსიძის ხელოვნებას შესაძლოა ყველაზე ზუსტად მისტიკური რეალიზმი განსაზღვრავდეს. ის გამოსახულების სრულ პოტენციალს ნაწილობრივ გადმოსცემს: სილამაზე უკიდურესობამდე არ მიყავს, დინამიკას სტატიკად აქცევს, რიტმი არიტმულია და ამით უცნაურ, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის ეფექტს აღწევს. ასეა თუ ისე, ერთი მხრივ, ის ნამდვილ სამყაროს გამოსახავს და მეორე მხრივ, მისი ხელოვნება ფაქტიურ სინამდვილესთან შედარებით, უჩვეულო შესაძლელობებს სახავს. მის მხატვრობაში ოთხი ხაზის გამოყოფა შეიძლება: შავ ფონზე - წყლის საღებავებით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები („სალომეა“, „საჩუქარი ადელაიდას“, „ფრინველი“, კაცი-ჩიტი“, „აგრესიული თევზი“ და სხვ.), შავ ფონზე - (ზოგჯერ ფაქტურულ ზედაპირზე) ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ სასურათე სიბრტყეზე ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები („მდედრი“, „ლურჯი ყვავილი“ , „ადამი და ევა“ და „ვენეციური ნიღაბი“ სხვ.), ყვითელი სერია („ბავშვის გამტაცებელი“, „საზამთროების გამყიდველი“, „თოჯინა“, „მიკი მაუსი“ და სხვ.), შავ-თეთრი აბსტრაქციები („ხე“, „კომპოზიცია“, „ზღარბი“, „ოვალი“ და სხვ.), რომლებიც ერთ მთლიანობაში საგნის ასახვის უტრირებით ხაზგასმულ პოზიციას ამჟღავნებენ და გარბიან რეალობისგან და არსებების იმ გამოსახვისკენაც, საითკენ მიისწრაფიან კიდეც. იდეა კი რეალობას მოწყვეტილი მაინც არ არის. მისი ხელოვნება არსებობს მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. იგი რეალური შეგრძნებების კრებულია, რომელიც ფერადოვნების მიუხედავად, საკმაოდ მუქია, თუმც ამ წყვდიადში არ იკარგება მაყურებელი; ეს კი ერთგვარი თამაშია, ან იდეა თამაშზე, რაც ქართულ მხატვრობაში ახალია.



                                                                    "ანარეკლი"
                                                                             "ნიუ"
"ხე"
                                                                 "სალომეას ბავშვობა"
                                                                       "კომპოზიცია"
                                                                      "ივდითი"
                                                                  "პეიზაჟი"

                                                                  "კომპოზიცია"
                                                       "შეყვარებული პინოქიო"
                                                                          "ჯვარცმა"
"მდედრი"
                                                         "შეშლილი წინასწარმეტყველი"
                                                                          "გენერალი"
                                                                "საღამოს კომპოზიცია"

                                                                   "წიწაკების გამყიდველი"
                                                                 "შიშველი სხეული"
"კერპი"
                                                               "ლურჯი ყვავილი"
                                               "საღამოს გასეირნება ბარში"
                                                          "ფეხმძიმე თოჯინა"
                                                                     "გენერალი"
"ღამის ფრინველების მწყემსი"
                                                           სერიიდან "ეროტიკა"

დავით ალექსიძე - ქართველი მხატვარი., სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მას არაერთ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.. იგი ავტორია პროექტების -საქართველოსა და ევროპაში.. მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში.. დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.
დაბადების თარიღი 
10.03.1966, თბილისი, საქართველო.
განათლება
1985-1991 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
პერსონალური გამოფენები
2016 -"გრძნობების ტრანსფორმაცია", თსსა გობელენის მუზეუმი, თბილისი საქართველო
2016 - "საჩუქარი ადელაიდას", საქართველოს ეროვნული მუზეუმი
2016 - "ფრაგმენტები", გალერეა Overground,   ვენა, ავსტრია
2016 -  არქეოლოგიის მუზეუმი, პოზნანი, პოლონეთი.
2015 - “18x18” , თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2011 - "Impromptu", “გალა გალერეა”, თბილისი, საქართველო.
2008 – "ყვითელი პრესა", შარდენი 18, თბილისი, საქართველო.
2002 – "პარაზიტოფორმეს, თევზები და სხვა", კლუბი სარდაფი, თბილისი, საქართველო.
2001 – გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო.
2001 – თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2000 – ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
1999 – ”ლანდშაფტი”, გალერეა “ორიენტი”, თბილისი, საქართველო.
1998 – ”ექსპრომტი” “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
1997 – ”დეკოს მიღმა”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
ჯგუფური გამოფენები
2016 -"ოსტატების შეხვედრა“,Artbeep-ის პირველი გამოფენა, Backes&Strauss, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
2016 – „განსხვავებული ხედვა“, ბილკენტის უნივერსიტეტი,  ანკარა, თურქეთი.
2014 – ქართველი მხატრების გამოფენა, რიგა, ლატვია.
2012 – ქართველი მხატვრების გამოფენა, ნაციონალური მუზეუმი, ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი.
2011 - წმ. პეტრეს ბაზილიკა,  რომი, იტალია.
2010 – Exit, ECO - კულტურის საერთაშორისო ცენტრი, თეირანი, ირანი.
2007 - “Digital Story”, “კარსი გალერი“, სტამბული, თურქეთი.
2006 – “Digital Story”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2005 – ქართული კულტურის დღეები უკრაინაში, საზღვაო გალერეა, ოდესა, უკრაინა.
2004 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა გამოფენა, საქართველო.
2004 – ”ხედვის წერტილი”, ლონდონი, ინგლისი.
2003 – ”მასობრივი ინფორმაციის ყუთი”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2003 – ”სტაბილურობის რკალი”, სამხედრო დიდების მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.
2002 – დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ოქროს იუბილესადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო.
2002 – ”განახლებული ურთიერთობები”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
2002 –” ხელოვნებიდან  მშვიდობისკენ”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – ”ვისაც მაგთი არა აქვს”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – მაგდებურგის მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მაგდებურგი, გერმანია.
2001 – ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა, იუნესკოს ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი.
2000 – ”პოსტსაბჭოთა”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1996 – ”ომის გვერდით”, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი.
1996 – ქართველი მხატვრები ერევანში, სომხეთი.
1997 – ქართველი მხატვრების გამოფენა, კიოლნი, გერმანია.
1999 – “McLellan Galleries” გლაზგო,შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – “Independent Art Studio”, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – ”სტალინის სტილი და პოსტმოდერნი”,თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1999 – გაეროს კვირეული, თბილისი, საქართველო.
1997 – ”სექსტეტი”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1997 – აქცია “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
1997 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, საქართველო.
1996 – ”ხატი და შემეცნება”, თანამდროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო.
1996 – ”ორი მხატვარი”, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საქართველო



Alexandra Gabunia. 2016
Translation: Tamar Sulamanidze, Piso Gujejiani, Levan Topuridze

Georgian art went through the complicated process of changes in 1990s, preceded by the decade which had formed and evolved new trends. The end of the Soviet era had severe impact on the country itself, followed by collapse of the fundamentals, the civil war, notion of the upcoming disasters, hopelessness - nothing horizontal or vertical and as a result - amorphous visual expression in the Georgian cultural narrative.

This was when artist David Alexidze first shared his art works with the public. It did not take him much effort to get established within the then active Georgian artistic society, where he found his place right after graduation from Tbilisi State Academy of Arts (Koka Ignatov’s Workshop, 1988-1991). He was a prodigy in arts, having created in his early years a sophisticated artistic system through active philosophical and critical thinking.

What can be associated with the 90s of the last century in Georgia?

Nowhere else have ever been this time-period mythologized this much; mainly through influence of the arts they began to incorrectly portray the reality in movies, literature or theatre. Fine arts of that time, with a few exceptions, completely rejected reality. “For many features, everything exhibited at “Karvasla”, became symptomatic for the new generation of Georgian artists. This strange aestheticism, indifference to the environment, refusal to name or clarify anything in it – at first glance are not much peculiar, but they are likely to express advanced egocentrism and alienation in our environment (Karlo Kacharava on “David Alexidze exhibition and bestiary”. “Droni” Newspaper, October 16, 1992).

In transition times paradigm of a creator and of creation itself changes, hence revealing the hidden essence of arts. David Alexidze’s artistic nature was expressed in somewhat mystical realism, where along with demonstrating pictorial skills, the artist continuously appeals to viewers’ subconscious through antipodal instinct by contradicting sometimes with Phallic culture and sometimes with Thanatos. Gia Bugadze noted in this regard, that “David Alexidze is the only Thanatograph, who manages to flirt with Thanatos in grotesque mascaras, thus creating specific enchanting spectacle”.
Certainly, the artist’s vision has an eternal aesthetic sense, which attributes a completely new sonority to eternal categories. David Alexidze sees his characters on black or even yellow backgrounds, considering it as mystical irrational product of human mind. Spiritually and intellectually the world is sole, but heavy and opaque with flowers and plants of solid background (“A Mask”, “Judith”, “A Composition”). However, as soon as the artist rejects this background it becomes transparent. This is characteristic for his elegant landscapes (“Reflection”, “A River”, “Crucifixion”, and “A Lake”), where blue lake, river, sky, tree and its reflection in the river appear from black space of pictorial surface. The painting is particularly superficial, conditional and decorative. Substitution of real perspective with conditional represents striving to the starting point, implying mythical and religious cosmogony.

What has truly inspired David Alexidze’s paintings? In Georgian culture of XVII-XVIII centuries the tendency of overcoming so-called oriental influences ocurred along with seeking new political orientation towards Europe and Russia. As a result, estranged from the history (following fall of Constantinople in 1453), Georgian culture gradually merged with new aesthetic values. Complying with inevitable secularization process in the Orthodox world the art got more and more oriented to the material values. It was obvious, that painting tradition having derived from mystical-irrational roots and cemented throughout centuries, strongly revealed itself in modern times. The principle of “Telling the truth” introduced by Ilia Chavchavadze, never was popular in Georgian
artistic world of the XIX century. Georgian fine art of that time maintained its peculiarity with spectacular confidence and high effectiveness, and gradually was being charged with enormous energy that would fully explode later during the first decade the XX century. Georgian art became unprecedentedly active after Niko Pirosmanashvili’s almost sacred self-sacrifice. “This must be the reason of Pirosmani’s art being autobiographical for every Georgian; another reason must be its closeness to the essence, evolving us into the essence revelation - a ritual, where our body language, vibration, our artistic and aesthetic shapes form a ritual, as well as a myth about a Georgian and being Georgian” (“Pirosmani - Homestead and Home of Georgian Culture”, Lela Iakobashvili- Firalishvili”).
Like others’, David Alexidze’s aesthetic mythology is also involved in the ritual of expressing the essence of Pirosmani’s art. From his point of view, naivety and mystical realism are proof of Georgian authentic consciousness. In early 1990s the artist started his quest for Georgian context (as he describes it himself) and lead Georgian ornaments through his own aesthetic prism - from small to large compositions, from water-color to oil, resulting in interpreted figuration of iconic images. The artist here is quite experimental and rich in applying various techniques to achieve desired texture and color. Wrinkled paper covered with oil paints, multiple layers on canvas create a drape effect, which sometimes looks like a shroud and sometimes like an alchemist’s cloak. Any outstanding artist finds his unique route, while experimenting only intensifies his art doctrine. David Alexidze’s world is not only a separate cultural area (religious, if you wish), it involves the cosmogonic area general for everybody. While differentiating conditional and primitive from each other, the pictorial layers of his artist involve the body of crucified Christ, crowned monsters, Judith, and even body of a women with mask stimulating her erogenous zone. Despite the differences between the worlds chosen by the artist, they peacefully cohabit with each other through visual signs in parallel worlds of destructive reality (works created in the 1990s). However, it does not much matter what cultural code is used to create his works, because each is transformed into a high mastery category. “The point is that Alexidze is a skillful master… those infernal king monsters, unusual androgynies and mutants are depicted with the artistry typical to that of our century’s beginning decadent arts. The way artist paints is more of a salon anaesthetization, rather than naturalistic mean, for all those truly pretty monsters could suitably complement a rich international pantheon of demons.” (Karlo Kacharava. “The Exhibition of David Alexidze and Bestiaries”, Newspaper “Droni”. October 16, 1992).
At the end we remain with a breathtaking kaleidoscope of oriental style, complete with details, birds, Moorish motifs, clothes with blue-purple gold-embroidered ornaments, bacchanalia of fluorescent paints, “Dancing Shaman”, phallus-shaped rooster, graphite and easel painting symbiosis, spot-silhouettes, turning mythology into kitsch, diversity of colors, ironic images of “Salome’s Childhood”, “The Pepper Seller” or “Pinocchio In love”, with the images originating from deep roots of phallic cult such as “Pepper” and “The Mad Prophets”. Alexidze’s manner of painting developed and grown into grotesque in camp aesthetics, sometimes based on rough sense, kitschy and naïve, although esthetically refined, somehow bears hermetic semantics and is unlikely to be intended for all kinds of audiences. David Alexidze is an intellectual artist and his art is nothing but a struggle at the edge of perfection and imperfection.

While the exhibition of 1992 held at Karvasla revealed David Alexidze’s egocentrism and alienation, the one held 10 years later at “Sardapi”, the basement space was a collection more tolerant to mass culture: “The fluorescent-entertainment technique served to highlight the “Parazitoforme”…now androgens and shamans were presented in smaller volume, leaving space to the decorative images of insects (Khatuna Khabuliani “Fishes of “Parazitophorme” and others…” Newspaper “Alternativa”. May, 2001). But what happened, what kind of evolution was experienced by Alexidze’s art in ten years? Did it move from superficiality to popular culture? Did post-modernistic pantheon turned into a post modernistic entertainment venue? Alexidze’s evolutionary art philosophy tells us about attraction of the “Opposite Principles”. The artist particularly enjoys the idea of overly exaggerating the separation of arts from reality. That is what makes him invent homomorphic creatures, shamans, parasitical insects and super parasites. Parasite itself bears negative meaning, but adding “Fish and other” ascribes some positive concept to it, thereby decreasing the parasite as a lethal force, and diminishing the ability of interpreting the Thanatos instinct. Since the 1990s, the artist has tried to overcome alienated mythological thinking and started investigating the world. Not accidentally he introduced a fish into his water together with parasites and subordinate all to the water (including the “Swimmers”) as the origin. The artist starts accentuating the function of creation act, according to which alive is what can act itself and not be determined from outside. Here the artist uses visual signs as pictograms in the forms of sea, ship, fish, octopus and starfish. They bear mnemonic function and represent graphic drawings in pictorial layers. There are more colors than movement in these symbols. The coloration reaches its peak through fluorescent techniques, eventually (in later years) turning in absolute yellowness.

David Alexidze’s art can most precisely be described as mystic realism. It only partially represents full potential of the image: beauty is not driven to the extreme, dynamics is turned into statics, rhythm is arrhythmic, reaching the effect of real and unreal entity. Either way, on the one hand, he depicts the real world and on the other hand, his art, compared to the actual reality, portrays unusual possibilities. In general four trends can be identified in Davit Alexidze’s art: graphical works on black background (“Salome”, “The Gift to Adelaide”, “A Bird”, “Bird Man”, “Aggressive Fish”, etc.), figurative paintings on black background (times on textured surface) of elongated vertical or horizontal picture planes (“The Female”, “The Blue Flower”, “Adam and Eve”, “Venetian Mask”, etc.), yellow series (“Child Abductor”, “Watermelon Seller”, “A Doll”, “Mickey Mouse”, etc.) and black-and-white abstractions (“A Tree”, “Composition”, “Hedgehog”, “Oval”, etc.), which altogether demonstrate the underlined position by exaggerated imaging of an object, avoid the reality and even depicting creatures, towards which they are actually striving. But the concept here is still not isolated from reality. Alexidze’s art is being created in late 20th and early 21st century. It is a collection of real senses, which regardless the richness of colors, is quite dark, although the audience does not get lost in this gloom; and this is a kind of a game or an idea on gaming, which is bright new to Georgian art.

David Alexidze – Georgian artist. He is educated from Tbilisi State Academy of Arts, Georgia. David Alexidze is an active representative of contemporary art space. His works include arts, graphic arts, and their neighboring fields. David Alexidze participated in a number of international group exhibitions. He is the author of many personal projects in Georgia and Europe. His works are introduced in many international catalogues and preserved in various private collections. David Alexidze is the Dean of the Faculty of Visual arts of Tbilisi Sate Academy of Arts.

Date of birth : 
10.03.1966, Tbilisi, Georgia.

Education 
1985-1991 Tbilisi State Academy of Art 

Solo exhibitions
2016 - "Fillings transformation ", Tapestry Museum, Tbilisi , Georgia
2016 - Gift to Adelaida, Georgian National Museum
2016 - "Fragments ", Gallery  Overground,   Vienna, Austria
2016 - Archeological Museum, Poznan, Poland.
2015 - “18x18”, Tbilisi State Academy of Arts, Georgia.
2011 - "Impromptu", Gallery “Galla”, Tbilisi, Georgia.
2008 - Yellow Press, Sharden St. 18, Tbilisi, Georgia.
2002 - Parazitophorme, fishes and etc. Club “Sardafi” (basement), Tbilisi, Georgia.
2001 - Gallery “Universe”, Tbilisi, Georgia.
2001 - Tbilisi History Museum, Georgia.
2000 -  Georgian National Gallery, Tbilisi.
1999 - "The landscape", Gallery “Orient”, Tbilisi, Georgia.
1998 - "Impromptu", “Old Gallery”, Tbilisi, Georgia.
1997 -  Beyond Deco, “Old Gallery”, Tbilisi, Georgia.

Group exhibitions
2016 - "Meeting of Masters “, Artbeep Inaugural Exhibition", Backes&Strauss, London, UK.
2016 – Different Vision, Bilkent University, Ankara, Turkey
               2014 - Georgian Artists Exhibition, Riga, Latvia.
2012 – Georgian Artists Exhibition,  National Museum,  Bristol, UK.
2011 - St. Peter's Basilica, Rome, Italy.
2010 – Exit, ECO -International Cultural Centre, Tehran, Iran.
2007 - “Digital Story”, “Karsi Sanat” Gallery, Istanbul Turkey.
2006 – “Digital Story”, Tbilisi State Academy of Art, Georgia.
2005 - Georgian Cultural Days in Ukraine, “Sea” Gallery, Odessa, Ukraine.
2004 - Tbilisi State University, fine and casual art faculty; professors’ exhibition, Georgia.
2004 - "Viewpoint", London, UK.
2003 - "Mass Information Box"; Tbilisi State Academy of Art, Georgia.
2003 - "Stability Arch", Museum of Fame and Military, Russia, St. Petersburg.
2002 - Exhibition dedicated to the Golden Jubilee of Queen Elisabeth II, Gallery “Universe,” Tbilisi, Georgia.
2002 - "Renovated Relationship", “Old Gallery;” Tbilisi, Georgia.
2002 - "From Art toward Peace", Museum of History, Tbilisi, Georgia.
2002 - Who has no “Magti, “Museum of History, and Tbilisi, Georgia?
2001 - The second International Art Festival in Magdeburg, Germany.
2000 - Post Soviet, Museum of History, Tbilisi, Georgia.
1996 - "Hard by the War", Artists Central House, Russia, Moscow.
1996 - Georgian Artists Exhibition, Erevan, Armenia.
1997 - Georgian Artists Exhibition, Köln, Germany.
1999 - “McLellan Galleries”, Glasgow, Scotland.
1999 - “Independent Art Studio”, Glasgow, Scotland.
1999 - "Stalin’s Style and Postmodernism", Museum of History; Tbilisi, Georgia.
1999 - UNESCO WEEKLY, Tbilisi-2001- Georgian Artist's Group Exhibition, UNESCO center, Paris, France.
1997 - Sextet, Museum of History, Georgia.
1997 - Second Hand; “Old Gallery;” Tbilisi, Georgia.
1997 - The International Theater Festival “The Gift;” Tbilisi, Georgia.
1996 - "Icon and Knowledge", Modern Art Center, Tbilisi, Georgia.
1996 - Two Artists, Museum of Ilia Chavchavadze, Georgia.



Thursday, September 24, 2015

ანა კლდიაშვილი. “ახალი ფიგურაცია” და 80-იანი წლების ქართული მხატვრობა

 ჯერ კიდევ XX ს-ის 30-იან წლებში ვალტერ ბენიამინი წინასწარმეტყველებდა, რომ ევროპული ფერწერა, რომელიც სათავეს რენესანსის ეპოქიდან იღებს, სრულიადაც არაა დაზღვეული, მიუახლოვდეს თავის აღსასრულს. მისი აზრით, მოდერნიზმი მიემართება იქითკენ, რომ თანმიმდევრულად დაიპყროს ფიგურაციული ხელოვნების სივრცე, რაც ტრადიციული ფერწერის “სიკვდილს” გამოიწვევს და კულტურის არეალიდან მისი საბოლოოდ გაქრობის მომასწავებელი იქნება.
კრიტიკოსებს ამგვარი მოსაზრებების გამოთქმის სრული საფუძველი ჰქონდათ, რადგან ფერწერის, როგორც ასეთის, “შეუძლებლობა” და მისი მომავლის “დასამარება” 1910-იანი წლებიდან დაიწყო და ეს განსაკუთრებით რადიკალური ფორმით ჯერ კიდევ მალევიჩის “შავ კვადრატსა” და დიუშანის “რედი მეიდებში” გამოვლინდა.

ავანგარდის პასუხი დიუშანის დროიდან მოყოლებული ცხადია: ესაა შეტევა ხელოვნების ნაწარმოებზე და მის სტატუსზე. და მართლაც, მთელი XX საუკუნის განმავლობაში ეს ტენდენცია სულ უფრო აქტიური ხდებოდა ტრადიციის შეგნებულად უარყოფის გზით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ გზაზე ერთ-ერთი ნაბიჯი გახლდათ ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (50-იანი წლები - ჯექსონ პოლოკი, ვილიამ დე კუნინგი, ჯონ მიტჩელი, ედ რაიანჰარტი და სხვ.), რომელმაც სასურათე სიბრტყიდან სრულიად გააქრო სახე-ხატი (გეომეტრიული ფიგურებიც კი) და სახვით საშუალებებს სრულიად ჩამოაცილა აღწერითი ფუნქცია. ამას 60-იან წლებში მოჰყვა პოპ-არტი, რომელიც ტრადიციული ესთეტიკის წინააღმდეგ მიმართულ აქტად შეიძლება განვიხილოთ და რომელიც თანამედროვე ამერიკულ კულტურას, ევროპულისგან განსხვავებით, ნიშნის და არა სიმბოლოს ან სახე-ხატის კულტურად წარმოაჩენს. პოპ-არტის პარალელურად ჩნდება ე.წ. ახალი აბსტრაქციონიზმი (ვაშინგტონის სკოლა) და ოპ-არტი ანუ პერცეფციული აბსტრაქციონიამი, რომელიც, ცხადია, ასევე უარყოფდა ტრადიციას და მიზნად ისახავდა მხატვრული ობიექტის პერცეფციად ანუ მხოლოდ წმინდა შემეცნების საგნად ქცევას.

    ტრადიციას უარყოფდა მინიმალ-არტიც, რომელიც აქრობდა სურათს, ტრადიციულ მასალას, ჩარჩოს, სურათის ზედაპირს და ერთგვარი ასკეტიზმითა და ირონიით გაჟღენთილ მართლაც მინიმუმამდე დაყვანილ სახვითობას სთავაზობდა მნახველს.
    “ნამუშევარი არსებობს, თუკი თქვენ მის შესახებ გაქვთ იდეა და ეს იდეა თქვენშია”, “ხელოვნება იდეის ძალაა და არა მასალისა” _ ამბობდა კოშუტი და მის ამ სიტყვებში აშკარად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა 1960-70-იან წლებში დამოკიდებულება ხელოვნების ნაწარმოების მიმართ, წარმოდგენა მის შესახებ. ხელოვნების ნიმუში შეიძლება სულაც არ იყოს საგნობრივი, ანუ სურათობრივი და უცვლელი. სწორედ ეს გახლდათ კონცეპტუალიზმის ქვაკუთხედი, კონცეპტუალიზმისა, რომელიც ცდილობდა ხელოვნების ობიექტად ექცია სხვადასხვა მეცნიერების მიღწევები, აზრები, იდეები და რომელიც ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის პროცესში უპირატესობას და უკიდეგანო მნიშვნელობას კონცეპტს და კონცეპტუალისტურ კომენტარებს ანიჭებდა სახვითობასთან შედარებით. ამავე პერიოდში ჩნდება ე.წ. “მოქმედების ხელოვნება” და მისი უამრავი ფორმა: პერფორმანსი, ჰეფენინგი, ინვაირომენტი, ბოდი არტი... , რომლებსაც უკვე აღარავითარი კავშირი ტრადიციულ ხელოვნებასთან აღარ აქვს.

     ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ფერწერა იქცა აკრძალულ ზონად _ წერს დონალდ კასპიტი . ფერწერას, ისე როგორც სხვა პირობითობებს, ძალუძს, გადარჩეს, როგორც “ფორმალური პირობითობა”, რომელმაც უკვე დიდი ხანია დაკარგა საკუთარი საზრისი”  – ამბობს ჯოზეფ კოშუტი. 1970-იან წლებში “მოქმედების ხელოვნების” სხვადასხვა ფორმის გავრცელებისა და კონცეპტუალისტური კომენტარების უკიდეგანო გავრცობის ფონზე სულ უფრო შესამჩნევი იყო ტრადიციული სურათის ფერწერული “სხეულის” დაშრეტა/დაკნინება. ცხადია, რომ ამ “დაკნინებულ” ფერწერას იმ დროის რადიკალურ რედუქციონისტურ დისკურსში საკუთარი მოკრძალებული და შეუმჩნეველი ადგილი ჯერ კიდევ ჰქონდა, მაგრამ მის აყვავებას და ე.წ. სურათობრიობის გაზრდას სულაც არ ელოდნენ; პირიქით, ვარაუდობდნენ, რომ სწორედ თანამედროვე ფორმები მოიპოვებდა სრულ უპირატესობას ფერწერულ სახე-ხატზე და მის სრულ გაქრობას გამოიწვევდა.

ერთი სიტყვით, ფერწერის სიცოცხლისაკენ შემობრუნებას, მის რეანიმირებას თითქოს აღარაფერი მოასწავებდა. მაგრამ 1980 წელს ვენეციის ბიენალეზე გერმანელი მხატვრების ანსელმ კიფერისა და გეორგ ბაზელიტცის მიერ გამოფენილმა ფერწერულმა ნამუშევრებმა ეს აზრი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფაქტს წინ უძღვოდა სახვითი ხელოვნების ტრადიციულ ფორმებზე უარის თქმის თითქმის 50-წლიანი პრაქტიკა, გასაკვირი არაა, რომ ფერწერული ნამუშევრების ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე წარმატებული გამოჩენა კრიტიკოსთა მიერ სენსაციად და ფერწერის მიერ აქტუალური ხელოვნების სტატუსის დაბრუნების აქტად იქნა განხილული. და მართლაც, ამას დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად კი, ევროპაში ფიგურაციული მხატვრობის “აღორძინება” და ფერწერის ბუმი მოყვა. უკვე მომდევნო, 1981 წელს ნიუ იორკის შვიდ გალერეაში ერთდროულად გაიხსნა ე.წ. ევროპული “ახალი ფიგურაციის” წარმომადგენელთა ექსპოზიციები. 1981 წელსვე ლონდონის სამეფო აკადემიაში მოეწყო დიდი გამოფენა სახელწოდებით “ახალი სული ფერწერაში” (New Soul in Paintings), რომელშიც დიდი ადგილი ეჭირათ ახალი ფიგურაციის გერმანელ და იტალიელ მხატვრებს. ეს მართლაც დიდი და ყველასათვის გასაოცარი შემობრუნება იყო.

      ახალი ფიგურაცია ძირითადად ევროპული მოვლენა იყო და მან სწორედ ევროპის მრავალი ქვეყანა მოიცვა: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, ინგლისი. თუმცა, ამერიკაც ვერ გადაურჩა ფერწერის “ვირუსს”. მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ მოძრაობის ავანგარდში იყვნენ გერმანელები და იტალიელები. ახალი ფიგურაციის  გერმანელ წარმომადგენლებს ნეოექსპრესიონისტებს ან “ახალ ველურებს” უწოდებდნენ.  იტალიაში ამ მიდიდნარეობას ტრანსავანგარდს ან “არტე შიფრას” ეძახდნენ,  ხოლო აშშ-ში  ახალ ფიგურაციას “ახალი სახე-ხატის ფერწერად” ან  “ცუდ ფერწერად” (Bad paintings) მოიხსენიებდნენ.



 

























ვფიქრობთ, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში ამ ფონზე.

     80-იან წლებს ქართული მხატვრობაც სიახლეებით შეხვდა. 1970-1980-იანი წლების მიჯნა ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად განიხილება. ამ დროს გამოდის ასპარეზზე ახალი თაობა, რომელსაც მოგვიანებით 80-იანელებს უწოდებენ და რომელსაც მრავალი სიახლე შემოაქვს.
80-იან წლებში ორი ნაკადი, ტალღა იკვეთება: პირველი უფრო ადრეულია და მასში ის მხატვრები ერთიანდებიან, რომლებიც სამოღვაწეო ასპარეზზე 1970-იანი წლების მიწურულს და 1980-იანი წლების I ნახევარში გამოვიდნენ.  მეორე ტალღა კი უშუალოდ მოყვა პირველს. ამ ტალღის მხატვრებმა ქრონოლოგიურად ოდნავ მოგვიანებით, 1980-იანი წლების II ნახევარში გააკეთეს განაცხადი.

              80-იანი წლების პირველი ტალღის ქართულ მხატვრობაში, ისევე როგორც ამ პერიოდის დასავლურ მხატვრობაში, ორი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ: ფიგურაცია და ნონფიგურაცია, თუმცა, ამ მსგავსების მიუხედავად, ჩვენში მაინც დასავლეთის საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. თუ დასავლეთმა 80-იანი წლების დასაწყისში თავიდან აღმოაჩინა ფიგურაცია და ტრადიციული ფერწერა, რომელმაც იქ კვლავ მოიპოვა სასოცოცხლო სივრცე, ჩვენში 80-იანი წლების დასაწყისის მხატვრობა ანუ ტრადიციული ფერწერა, მის მიერ მოტანილი ახალი ტენდენციების მიუხედავად, მაინც წინა ეტაპის 60-70-იანი წლების ხელოვნების, ტრადიციული ფერწერის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა, ანუ დასავლეთის მსგავსი ფორმისმიერი წყვეტილი ტრადიციასთან ქართულ ფერწერას არ ჰქონია. მას სულ სხვა წანამძღვრები ჰქონდა, რომელზეც ახლა ჩვენ ვერ შევჩერდებით. დასავლეთისაგან განსხვავებით, ამ პერიოდის ქართულ სახელოვნებო სივრცეში “ახალი ხილი” სწორედ ნონფიგურაცია იყო, რომელიც ძირითადად აბსტრაქციასა და კონცეპტუალიზმს მოიცავდა. “80-იანი წლების დასაწყისიდან სეზონურ გამოფენებზე ჩნდებოდა გია ეძგვერაძის, ილია ზაუტაშვილის, სოსო წერეთლის, დავით მიქაბერიძის (და სხვათა) აბსტრაქციონისტული სურათები... რომლებშიც ცხადად იგრძნობოდა დე კუნინგის, მარკ როტკოს და რეინჰარტის ზეგავლენები...” . ოდნავ მოგვიანებით კი გაჩნდა კონცეპტუალისტური ნამუშევრებიც.

სრულიად ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების 70-წლიანი რეპრესიული რეჟიმის პირობებში, სწორედ ეს ნაკადი ითვლებოდა ავანგარდად. თუმცა, ფიგურაციულ მხატვრობაში მომხდარი ძვრები, ვფიქრობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და, თუ გნებავთ, ავანგარდისტულიც იყო. და სწორედ აქ მივადექით ძირითად საკითხს _ რა მიმართებაა 80-იანი წლების დასაწყისის ქართულ ფიგურაციასა და ამავე ხანის ე.წ. დასავლურ ”ახალ ფიგურაციას” შორის?
თვალის ერთი გადავლებით თუ ვიმსჯელებთ, მათ თითქოს არაფერი აქვთ საერთო, ვიზუალურად ისინი ერთმანეთს არც გვანან. უფრო მეტიც, მკვეთრად განსხვავდებიან საერთო შთაბეჭდილებით. “ახალი ველურებისა” თუ იტალიელი ტრანსავანგარდისტების ექსპრესიულობის, აქტიური, შემტევი გამომსახველობის საპირისპიროდ, ამ პერიოდის ქართული მხატვრობა თავისებური მშვიდი არტისტიზმითა და ესთეტიკურ-რომანტიკული ელფერით ხასიათდება. თუმცა, ეს გარეგნული სტილისტური განსხვავებულობა სულაც არ გამორიცხავს მათ ფენომენოლოგიურ იდენტობას, რაზეც უკვე 80-იანი წლების მიწურულს კარლო კაჭარავა მიუთითებდა. იგი მსგავსებას ამ ორ მხატვრულ მოვლენას შორის სურათოვნების პრინციპის არსებობაში ხედავდა.  
სურათოვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სასურათე სიბრტყეზე სახე-ხატის არსებობაა. დასავლურმა მხატვრობამ 80-იანი წლების დასაწყისში სწორედ სახე-ხატი დააბრუნა, რომელიც, როგორც ფერწერის შემადგენელი ელემენტი, გამქრალი იყო აბსტრაქციონიზმში, დაკნინებული იყო კონცეპტუალიზმში და უპირატეს ადგილს ვერბალურ კომენტარებს უთმობდა; სახე-ხატი სრულიად ამოვარდნილი აღმოჩნდა “მოქმედების ხელოვნების” საშუალებათა არეალიდან. პოპ-არტი ნაწილობრივ ინარჩუნებდა სახე-ხატს, მაგრამ ეს მზა სახე-ხატები იყო, რომლებმაც ყოფიდან არტ-ში გადაინაცვლა (მაგ., ენდი უორჰოლოს კემბელის სუფის ქილა ან მერლინ მონროს სახე) და არა მხატვრის წარმოსახვის ნაყოფი.

ამგვარად, მხატვრის წარმოსახვაში დაბადებული სახე-ხატი, რომელიც ტრადიციული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, დასავლურ სივრცეში კვლავ აქტუალური ხდება, ქართულ მხატვრობაში კი, ის უბრალოდ აგრძელებს არსებობას. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში სახე-ხატის სტრუქტურირებაც ტრადიციული ხერხებით ხდება. კვლავ აქტუალურია კომპოზიციის პრობლემა, მისი აგება-მოგვარება სხვადასხვა ხერხით (მაგ., ანსელმ კიფერი დიდი ხნის დავიწყებულ პერსპექტივასაც კი იყენებს). ასევე, გამოიყენება სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ტრადიციული საშუალება _ ხაზი, ფერი, რიტმი, მონასმი, ფაქტურა და სხვ. სწორედ ამ ტრადიციული სახვითი საშუალებებით ხდება მხატვრული ეფექტის შექმნა, მნახველზე ზემოქმედება და საზრისის გამოხატვა.

ხელოვნების ნაწარმოების “სხეულის” აღდგენასთან ერთად ახალ ევროპულ მხატვრობაში შინაარსის, თემის რეანიმირებაც ხდება, რაც სურათობრიობის კიდევ ერთი ნიშანია. თემატიკა და თემისა და სახვით საშუალებათა ერთობლიობით საზრისის გაცხადების საკითხი ამ მხატვრობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
ანსელმ კიფერი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “ხელოვნება საუკეთესოა მაშინ, როდესაც ის მის გარეთ მომხდარს ეხმაურება და, ამავე დროს, შინაგანი მოთხოვნილებიდან მომდინარეობს. სუფთა ხელოვნება საშიშია საზრისისათვის, აზრისათვის, რომელიც ყოველთვის უნდა მყოფობდეს ხელოვნებაში. სტილი და ხერხები/საშუალებები არაა მნიშვნელოვანი, მთავარია აზრი.”  აზრი კი, “ახალი ფიგურაციის” წარმომადგენელთა შეხედულებით, ამა თუ იმ მოვლენისადმი, ფაქტისადმი დამოკიდებულების შედეგია. ამდენად, ისინი მიმართავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხსა თუ თემას და მათ ინტერპრეტაციას ახდენენ. მათი შემოქმედების თვალსაწიერში აქტიურად შემოდის ისტორია (შორეული თუ აუხლესი), კონკრეტული ისტორიული ფაქტები, პიროვნებები; შედეგად კი ხდება ისტორიის გადააზრება მხატვრული ფორმით. ამ მხრივ ძალზე საინტერესო მოვლენაა გერმანული ფიგურაცია და კონკრეტულად მისი ორი წარმომადგენლის იორგ იმენდორფისა და ანსელმ კიფერის შემოქმედება.

          ი. იმენდორფი ძალზე აქტიური და და შემტევი სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციით გამოირჩეოდა. მისი ადრეული ნამუშევრების სათაურები ამის დასტურია: “რა პოზიცია გიჭირავს შენ და შენს ხელოვნებას, კოლეგა?” ანდა, “მხატვრის მუშტიც მუშტია” და სხვ. იმენდორფის შემოქმედების მთავარი თემა შუაზე გახლეჩილი გერმანია და მისი ბედი გახლდათ. ამ თემისადმი მიძღვნილ მის ცნობილ ისტორიულ სერიას “კაფე გერმანია” ახლდა მანიფესტი _ ”მოწოდება დასავლეთგერმანელი და ევროპელი მხატვრებისადმი”, რომელშიც ეწერა: “აირჩიეთ თქვენი ნამუშევრების თემად უსამართლობა, ომის საშიშროება, პოლიტიკური ძალადობა, გამოდით მშვიდობის დასაცავად, რადგან პირველივე ყუმბარის ჩამოგდებისთანავე ვერცერთი მოლბერტი ვერ გადარჩება”. ამ სერიის სურათების განუყოფელი ნაწილია ბერლინის კედელი, რომელიც ხან ჩამოშლილია და ქვების გროვებს ქმნის, ხან გადაულახავ წინაღობად წარმოგვიდგება. აქვე ვხვდებით სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ პირებს, მხატვრის თანამედროვეებს, პოლიტიკურ ატრიბუტებს _ პრუსიულ არწივს, სვასტიკას და სხვ. ამ სერიაში იმენდორფმა მისთვის დამახასიათებელი პროვოკაციულობით სინქრონულად, წარსულის რეალიებისა და მითის ზღვარზე წარმოადგინა სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ფაქტები. წარსულის მონსტრული აჩრდილები მის სურათებში თანაარსებობს თანამედროვე დეტალებთან, ირონია კი, უკიდურეს სერიოზულობასთან არის წილნაყარი. გერმანიის გახლეჩა მხატვრის მიერ განცდილია როგორც ეროვნული და, ამავე დროს, პიროვნული დრამა; ქვეყნის გაერთიანება კი, იმენდორფისათვის როგორც გერმანელთა მიერ ახალი იდენტობის, ასევე პიროვნული იდენტობის მოძიების საწინდარია.

უახლესი ისტორიისადმი იორგ იმენდორფის პლაკატური და ირონიული დამოკიდებულებისაგან სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს ანსელმ კიფერს.  მისი შემოქმედების ლაიტმოტივია წარსულის დამანგრეველი ზემოქმედება თანამედროვეობაზე, კრიტიკული დამოკიდებულება ოფიციალური გერმანული ისტორიოგრაფიისადმი. კიფერი ეხება ისეთ ფაქიზსა და მტკივნეულ თემას, როგორიცაა მითი გერმანელი ნაციის მისიის შესახებ. იგი ეძებს და ნამუშევრებში წარმოადგენს ე.წ. “გერმანული სულის”  საზოგადო და მეტად ღრმა სიმბოლოებს, დაწყებული ნიბელუნგებიდან, დამთავრებული ჰიტლერით. კიფერი ეხება იმდროინდელ გერმანიაში ტაბუირებული ნაციზმის თემას, იგი ბედავს და დადებით კონტექსტში წარმოაჩენს გერმანულ წარმართულ ღვთაებებს, გმირებს, მისტიკოს-რომანტიკოსებს, საზოგადოების თვალსაწიერში აბრუნებს ვაგნერსა და ნიცშეს, ვისაც ვულგარული ისტორიული აზრი მსოფლიოს თავს დატეხილ უბედურებაში (იგულისხმება II მსოფლიო ომი) მთავარ დამნაშავეებად წარმოაჩენს. და რომ არა ჰოლოკოსტის თემა, რომელიც კიფერის შემოქმედებაში გერმანიის თემის პარალელურად ჩნდება, იგი ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა ნეონაცისტის იარლიყს. (თუმცა, მას მაინც ადანაშაულებდნენ ნაციზმის თანაგრძნობაში).

70-იანი წლების II ნახევარში კიფერს შექმნილი აქვს სერია “გერმანელ ტომთა ბრძოლები”, რომელშიც იგი ასახავს გერმანელთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საკუთარი თვითმყოფადობისათვის წარმოებულ ომებს. იგი აქტიურად მიმართავს გერმანულ მითოლოგიას. პარსიფალის, მაისტერზინგერების, ზიგფრიდისა და ბრუნჰილდას ისტორიები მისი ნამუშევრების თემად იქცევა. მხატვარი ამ თემებზე დიდი ზომის მონუმენტურ ეპიკურ სურათებს ქმნის.
80-იანი წლების დასაწყისში კიფერი ხატავს უკაცრიელ დიდებულ არქიტექტურულ ნაგებობათა ინტერიერებს, რომლებიც ჰიტლერის მთავარი არქიტექტორის ალბერტ შპეერის მიერ შექმნილ არქიტექტურასთან იწვევს ასოციაციას და რომლებიც მესამე რაიხის კულტურის მითს აცოცხლებენ მნახველი თვალწინ.

კიფერის დამოკიდებულება ისტორიისადმი არაერთმნიშვნელოვანია. არც განდიდება და არც გაკიცხვა, არც ნოსტალგია და არც ირონია მასთან არ გვხვდება, იგი არც მორალისტია და არც რომანტიკოსი. ესაა მხატვრული ფორმით განცდაში შემოტანილი ისტორიული ფაქტები, რომლებიც მათ გააზრებას და წარსულში “დატოვებას” ემსახურება.  დონალდ კასპიტი წერდა: “ახალი გერმანული ფერწერა კარგ სამსახურს უწევს გერმანელ ხალხს. ის ამშვიდებს გერმანული კულტურისა და ისტორიის წარსულის აჩრდილებს _ ღრმად ჩამარხულ ტაბუირებულ საიდუმლო მონსტრებს ისე, რომ ამის შემდგომ ადამიანები თავს განახლებულად გრძნობენ. მათ ეძლევათ მისტიკური შესაძლებლობა, შექმნან ახალი იდენტობა. ისინი თავისუფლდებიან წარსულის არსისაგან მხატვრული ფორმით აღორძინების გზით.” Mამ კათარზისული ესთეტიკის შექმნაში არა მარტო თემატიკა და სახე-ხატები მონაწილეობს, არამედ მასალაც _ მიწა და ცეცხლი ანუ ყველაფერი ის, რისი საშუალებითაც ადამიანი ისტორიულად გადიოდა ინიციაციას, კვდებოდა ძველი მასში და იბადებოდა ახალი. ეს ერთგვარი ალქიმიაა, რომელიც საბოლოო შედეგის _ კათარზისის დადგომაში აქტიურად მონაწილეობს კიფერის შემოქმედებაში.
ამგვარად, კიფერი ახალი ფიგურაციის ის გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც აინტერესებს მარადიული საკრალური ორიენტირების სიცოცხლიუნარიანობა სწრაფად ცვალებად, ღირებულებებსმოკლებულ, მრავალსახოვან, სიმულტანურ პოსტმოდერნისტულ სამყაროში. ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის (ყველაზე ნაკლებად აშშ-ში)  ახალი ფიგურაციის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. სწორედ ეს აახლოებს ამ მიმდინარეობას 80-იანი წლების ქართულ მხატვრობასთან.
კარლო კაჭარავა ჯერ კიდევ 80-იანი წლების II ნახევარში ქართული მხატვრობის შესახებ წერდა: “ახალგაზრდა მხატვართა მიერ პირველად გაცხადდა, რომ მხატვრობა გაცილებით მეტია არსებულ, დოგმატურ ჩარჩოებში მოქცეულ წარმოდგენაზე მის შესახებ: პირველად გაჩნდა სურვილი მხატვრობის ენით, მისი მეშვეობით გაცილებით მეტის გამოსახვის, ვიდრე “ფერწერული” პრობლემატიკით მანიპულირება იყო.”  და ეს “მეტი” სწორედ ისტორიის წიაღში დავანებული საკრალური მარადიული ორიენტირები გახლდათ, რომელთა მოძიების და დამკვიდრების სურვილი ამ თაობამ გამოთქვა თავის შემოქმედებაში. საქართველოს ისტორიისადმი ინტერესი და მისი გააზრების სურვილი გაცხადდა 80-იანელთა I თაობის მხატვრებთან ლევან ჭოღოშვილთან  და გია ბუღაძესთან.


სწორედ ამ პერიოდში ლევან ჭოღოშვილი ქმნის ისტორიულ სურათებს “საქართველოს პატრიარქები” და “ზურაბ არაგვის ერისთავის მოკვდინება”, გრემის მუზეუმის დაკვეთით ასრულებს ქართველ მეფეთა პორტრეტებს და ასევე ქმნის სერიას “განადგურებული არისტოკრატია”, რომელშიც დრამა წილნაყარია ლირიზმთან და ნოსტალგიასთან.
ლ. ჭოღოშვილის კახეთის მეფეთა პორტრეტების სერიაც მხატვრის მიერ დრამატულ-ლირიკულ ჭრილშია გადაწყვეტილი. ერთი შეხედვით ეს საპარადო პორტრეტებია. ძვირფას სამეფო სამოსელში გამოწყობილი მეფეები საზეიმო, ამაღლებულ განწყობილებას ქმნიან, მაგრამ, ამავე დროს, თითოეული მათგანის სახეში, მეფურ ღირსებასთან ერთად, ერთგვარი სევდა და სიმძიმე იგრძნობა, ერთდროულად ლირიზმი და ტრაგიზმი გამოსჭვივის. ლ. ჭოღოშვილის ეს სერია ფაქტიურად მხატვრის არსში, მისი თანაგრძნობის პრიზმაში გატარებული საქართველოს ბედ-იღბალს გადაჭდობილი თითოეული მეფის პიროვნული დრამაა. ეს დრამა-პორტრეტებია, თუ შეიძლება ასე ითქვას.





              მეორე ქართველი მხატვარი, რომელმაც ისტორიულ თემას თავის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი დაუთმო გია ბუღაძე გახლდათ. სწორედ ლევან ჭოღოშვილის მეფეთა პორტრეტებთან ერთად 1985 წელს მხატვრის სახლში გამოფინა მან თავისი ქართლის ცხოვრების სერია. ამ გამოფენამ სახელწოდებით “ისტორიიდან”, რომელშიც საერთო თემით _ საქართველოს ისტორიით გაერთიანებული ორი მხატვარი მონაწილეობდა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მას მართლაც არნახული წარმატება ხვდა წილად. გამოფენა საზოგადოების მოთხოვნით გააგრძელეს, მხატვრის სახლთან რიგები იდგა. ადამიანები უდიდესი ინტერესით საათობით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს, იყო შემთხვევები, რომ ტიროდნენ კიდეც. ეს ახალი თაობის საეტაპო გამოფენა იყო, რომელზეც მოხდა მათი მხატვრული თუ ზნეობრივი და ასევე, ეროვნული ორიენტირების წარმოჩენა და ფასეულობათა გაცხადება.

გ. ბუღაძის “ქართლი ცხოვრების” სერიას წინ უძღვოდა მისი გატაცება გერმანული კულტურით _ მითოლოგიით, ფილოსოფიით, მუსიკით, მხატვრობით. კიფერის მსგავსად, მისი იდეალი იყო რიჰარგ ვაგნერი და მისი მუსიკალური დრამის შემოქმედებითი პრინციპები. მხატვარი თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სწორედ გერმანული მითოლოგიითა და ვაგნერით გატაცების შედეგად ქმნის ე.წ ვაგნერის სერიას, რომელშიც გერმანული მითოლოგიის თემებზე შექმნილი სურათები, “პარსიფალი”, “მონსალვათის მთა”, “რაინის ოქრო” და სხვ. შედის. მაგრამ ეს მხატვრისათვის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო საქართველოს ისტორიის გოეთეანურ-ვაგნერიანული პრინციპით გასააზრებლად და მის ვიზუალურ ისტორიად გარდასასახად. ამისათვის მხატვარი ამუშავებს ქართლის ცხოვრების ტექსტებს, ეცნობა სამეცნიერო ლიტერატურას და ქმნის დიდი ზომის მონუმენტურ ტილოებს, რომლებიც ქართველობის საწყისებს და ქრისტიანობის მიღების ისტორიას ასახავს. ოღონდ არა თხრობით-ნარატიული, არამედ განზოგადებულ-მონუმენტური ფორმით; ზოგჯერ ამაღლებული, რომანტიკული, ზოგჯერ ინტიმური, ლირიკული და ზოგჯერ მისტიკური. მაგრამ აქ ვერსად შეხვდებით დასავლური “ახალი ფიგურაციის” მხატვრებისათვის დამახასიათებელ რაციონალიზმს, გაუცხოებასა და ირონიას. ესაა ისტორიის ეპიკურ-რომანტიკული ვიზუალური მხატვრული სახე-ხატები.
ამ სერიას მოსდევს “ათცამეტ ასურელ მამათა სერია” და ვახტანგ გორგასლის სერია, რომელშიც ვახტანგ გორგასლის ბრძოლების სცენებია წარმოდგენილი. აქ აუცილებლად გაგვახსენდება ანსელმ კიფერის “გერმანელთა ცნობილი ბერძოლები”, თუმცა, მაშინ გ. ბუღაძემ არაფერი იცოდა კიფერსა და მის ამ სერიის შესახებ.  





როგორც დავინახეთ, წარსულის კვლევის საშუალებით მარადიული საკრალური ორიენტირების მონიშვნა, მათი სურათობრივი, მხატვრულ-არტისტული ფორმით წარმოჩენა დასავლური “ახალი ფიგურაციის” და ამავე პერიოდის ქართული მხატვრობის საერთო პრინციპია, თუმცა, როგორც მხატვრულ- ესთეტიკური მხარე, ისე თავად ისტორიისადმი დამოკიდებულება სრულიად განსვავებულია.
თუ გერმანელების დამოკიდებულება საკუთარი ისტორიისადმი ზოგჯერ კრიტიკულ-რაციონალურია, ზოგჯერ ირონიული, ზოგჯერ ნეიტრალური, მაგრამ ყოველთვის დისტანცირებული, ერთგვარად გაუცხოებული, თითქოს ისტორია გარედანაა დანახული, ქართველების დამოკიდებულება საკუთარი ისტორიისადმი იდეალიზებულ-რომანტიკული, ნოსტალგიურ-ლირიკული, დრამატული და არადისტანცირებულია. ისინი საკუთარ თავს თითქოს შიგნით, ჯერ კიდევ ამ ისტორიის წიაღში არსებულად აღიქვამენ. საკუთარი ისტორიისადმი მიმართებათა ეს სხვაობა ინტენციათა განსხვავებულობით შეიძლება აიხსნას.

 გერმანელისათვის ისტორიის გაცნობიერება ესაა შინაგანი  ტკივილისაგან, დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლების საშუალება, რომელიც ამ ერს გარკვეული უახლოესი ისტორიული რეალიების გამო აქვს. მამოძრავებელია სურვილი ისტორიისგან განთავისუფლებისა, მისი წარსულში დატოვებისა. ამგვარი დისტანცირება მათთვის შესაძლებელია, რამდენადაც თავად პრობლემის სათავე ეკზისტენციალურ დონეზე აღარ არსებობს, ის წარსულში დარჩა. სამაგიეროდ გერმანელებს აქვთ მყარი სახელმწიფოებრივი აწმყო, რომელიც გარანტირებული მომავლის საწინდარია და რომელშიც ფსიქოლოგიურ დონეზე დალექილი დანაშაულის კომპლექსისაგან გათავისუფლება სურთ, კათარზისს ესწრაფვიან. ამ მიზანს კი გერმანელი მხატვრები ისტორიული ფაქტებისა თუ ცალკეული პიროვნებების მკაფიო დეფინიცირების, ზუსტი სახელდება-განსაზღვრების, ყველაფრისათვის საკუთარი ადგილის მიჩენის გზით აღწევენ. ოდესღაც ტაბუირებულ ვაგნერსა და ნიცშეს კიფერისათვის კუთვნილი ადგილი აქვთ მისი ქვეყნის ისტორიაში, ისევე, როგორც ჰიტლერს.
როგორც ჩანს, ისტორიის რაციონალურად, კრიტიკულად, დისტანცირებულად გააზრება მყარი სახელმწიფოებრივი აწმყოს შემთხვევაშია შესაძლებელი. 80-იანი წლების დასაწყისში კი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში, როდესაც ადამიანები საკუთარ ეროვნულ იდენტობას ვერ პოულობენ აწმყოში ანუ აწმყო არ არსებობს, წარსულს სხვა ფასი ადევს და საკუთარი იდენტობის მარცვლებსაც ქართველი მხატვრები სწორედ იქ ეძიებენ; წარსული რეალიების რომანტიკული სახით ამოწევით ისინი ნოსტალგიურად ოცნებობენ მომავალზე და საკუთარ შემოქმედებაში წარსულის გავლით მომავლის იდენტობას ქმნიან. როცა არ გაქვს აწმყო და მომავალზე მხოლოდ ოცნებობ, ერთადერთი წარსულიღა გრჩება და თუ მასაც გაიუცხოვებ, გააკრიტიკებ მთლად აღარაფერი შეგრჩება ხელთ საკუთარი იდენტობის დასტურად, რასაც, როგორც ჩანს, ქართველი ხელოვანები ინტუიტურად, თვითგადარჩენის ინსტიქტისა და უტყუარი ალღოს წყალობით ყოველთვის გრძნობდნენ და ევროპული ხელოვნებისათვის დამახასიათებელ თვითკრიტიკას დელიკატურად უვლიდნენ გვერდს. და ეს ეხება არამარტო მხატვრობას, არამედ მთელ ქართულ კულტურას.
დაბოლოს, კიდევ ერთს დავამატებდი. ჩვენ მაშინ, 80-იანი წლების პირველ ნახევარში გვეგონა, რომ ნონფიგურაციის წარმომადგენლები იყვნენ ავანგარდისტები, დღევანდელი გადასახედიდან კი აღმოჩნდა, რომ დასავლეთსა და ჩვენში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად პარალელური პროცესები სწორედ ფიგურაციაში მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ავანგარდში სწორედ ქართული ფიგურაციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.


ანა კლდიაშვილი. 2015

სინათლისა და სიღრმის დიალოგი: როკო ირემაშვილის პლასტიკური მეტაფორა

როკო ირემაშვილის ეს ქანდაკება წარმოდგენილია ნოვო გალერეის  (NOVO Gallery) მიმდინარე გამოფენის ფარგლებში, სადაც კედლის ჩაღრმავებულ ნიშაში, ღი...