ალექსანდრა გაბუნია. 2017
ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში
ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს,
ნახშირს.
ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო მთაში“, „ზამთარი სვანეთში“, „ნაადრევი თოვლი“, „ტახები
მუხნარში“, „გარიყულა“, „იმერეთის დილა“ და სხვ ).
მის ნამუშევრებში თემატურად შეიძლება გამოვყოთ სოფლის, ზღვის, ურბანული პეიზაჟები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ასახავენ.
XX საუკუნის 60-70 იანი წლები მნიშვნელოვანი ძვრებით გამოირჩევა ქართული ხელოვნების ისტორიაში. ასპარეზზე გამოდის მხატვრების ახალი თაობა; ფერწერა თანდათან თავისუფლდება ხელისუფლების განსაზღვრული
ჩარჩოებისგან; ყალიბდება აკადემიური სკოლა, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე ხელოვნება.
ცენზურის შერბილებამ ახალი მისწრაფებები
აღძრა, ხელოვანებს საშუალება მისცა განთავისუფლებულიყვნენ ყალბი პათეტიკისაგან და მშობლიურ ფესვებს დაბრუნებოდნენ. თანდათან მეტი ყურადღება ეთმობა ყველაფერს ეროვნულს.
ზურაბ გაბუნიას, როგორც პეიზაჟისტის, შემოქმედებითი სახის ჩამოყალიბებაში,
დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა. სამეგრელოში გატარებულმა ბავშვობის წლებმა, მშობლიური ბუნების სილამაზემ და მრავალფეროვნებამ
განსაზღვრა მისი მიდრეკილება
პეიზაჟებისადმი. სამეგრელოს,
სვანეთის, პანკისის ხეობა, კახეთი, ახალქალაქი - გარიყულა, რკონის
ხეობა, ნოსტე, ერთაწმინდა, აჭარა - ხულო, ბეშუმი, ხიხანი, ხელვაჩაურის რაიონი, ფშავ-ხევსურეთის,
გუდამაყრის ხეობა, ჩოხი, კიტოხი. საქართველოს სხვადასხვა მხარის, თუ ცალკეული
სოფლების პეიზაჟები
მისი შემოქმედების მნიშვნელოვან თემად რჩება, მაგ.
„რაჭული
პეიზაჟი“ , „ზამთრის დილა“, ყაზბეგი“, „შატილი“, “მარტვილის მონასტერი“, „მრევლის მოლოდინში“ და სხვ.
ზურაბ გაბუნია დაიბადა 1948 წლის 24 თებერვალს მარტვილის რაიონის
სოფელ ბანძაში (სამეგრელო). სწორედ აქ გაატარა ბავშვობის წლები, აქვე სწავლობდა სკოლაში. შემდეგ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად, სადაც ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო ფერწერის ფაკულტეტზე, კორნელი სანაძის, გიორგი (ჟორა) ჯაშის, კოკი
მახარაძისა და აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით.
ზურაბ გაბუნია მხატვართა რამდენიმე თაობის აღმზრდელი პედაგოგია. ი. ნიკოლაძის
სამხატვრო სასწავლებელში 12 წელი და 20 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში
პედაგოგიური მოღვაწეობისა. 1993 წლიდან სამხატვრო
აკადემიის სტუდენტების პლენერზე საზაფხულო და საშემოდგომო პრაქტიკის ხელმძღვანელი.
იგი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საგამოფენო ცხოვრებაში.
1976
წლიდან მხატვართა კავშირის წევრი ხდება. 2007-2012 წწ. მხატვართა კავშირის თანათავჯდომარე.
მხატვარი მონაწილეობს საერთაშორისო
გამოფენებში: მოსკოვში, მიუნხენში, ვერონაში, თეირანში, ნოი-ორკსა და ლოს-ანჟელესში. 1991 წელს ტალინში გამართულ საერთაშორისო
ეკონომიკური ფორუმის „Mare Balticum”-ს ფარგლებში მისი პერსონალური გამოფენა
მოეწყო. 1996 წელს იგი დიჟონში ბურბონების
სასახლეში გამართულ გამოფენაში მონაწილეობს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მან
ბერძნული მითოლოგიის სიუჟეტებით მოხატა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიული
დარბაზი.
ზ. გაბუნია არაერთი კონკურსის
გამარჯვებულია. მათ შორის, 2003 წელს, ტაჯიკეთში ისმაილ სამანის, ხოლო 2011 წელს, გიორგი შარვაშიძის პორტრეტებზე
გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.
ზ. გაბუნიას შემუშავებული აქვს თავისი ფერწერული სტილი. ახასიათებს მონასმის სიფაქიზესა და გამჭვირვალობასთან შერწყმული
პასტორალურობა. კარგად ფლობს კოლორიტს, ფერით სვამს აქცენტებს და ამძაფრებს ამინდის თუ გარემოს შთაბეჭდილებებს.
ადრეულ ეტაპზე, სტუდენტობის დროს შესრულებულ ნამუშევრებში გამოსახულებები უფრო დეტალიზირებულია,
რეალური ფორმებით. შემდეგი პერიოდისა
კი უფრო პირობითი ხდება. ფუნჯის ფართო მონასმებით სვამს აქცენტს და აკეთებს მინიშნებებს. შორიდან დანახულ პეიზაჟს გამოხატავს. მაგალითად თვალში უცებ ხეები, მთის ფერდობები, ხიდები გვხვდება და მხოლოდ დაკვირვების შემდეგ აღიქვამ ადამიანის სლუეტებს, ცხენებს, ცხოველებს,
კოშკებს, სახლებს...
ადრეულ ეტაპზე, აკადემიაში სწავლის პერიოდში მხატვრის შემოქმედება ეხმაურება იმ პერიოდის აკადემიური სწავლების ტენდენციებს მაგ. “მობანავე ქალები“, „გაზაფხული“, „შიშველი მოდელი“ და სხვ.
შემდეგ პერიოდში თავისუფლდება ჩარჩოებისგან, ძიების პროცესში უყალიბდება ინდივიდუალური ფერწერული სტილი: ხედვის წერტილი, რაკურსი, კოლორიტი-ძირითადად მწვანე, ლურჯი, თეთრი ტონები. ფუნჯის მონასმები ზოგან წერტილოვანია,
ზოგან სუფთა, კლასიკური სტილის, ზოგან კი ფართო მონასმებით.
მხატვარი ნამუშევრებს ქმნის ნატურიდან, გამოსახავს პეიზაჟის მონაკვეთებს სხვადასხვა რაკურსით, მას აინტერესებს
გადმოსცეს წლის ამა თუ იმ დროის ხასიათი ბუნებაში, განათებით, ფერით.
იგი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდს პლენერზე მუშაობას ბუნებაში. ადგილზე მიღებული შთაბეჭდილების და ემოციების გადმოცემას, რასაც შემდეგ სხვადასხვა მხატვრული ხერხების გამოყენების უზადო პროფესიონალიზმით
აღწევს.
პეიზაჟების პარალელურად
მხატვარი ქმნის პორტრეტებს, რომელთა შორის გამოირჩევა „დედის“, „მეუღლის“, „გუჯა
ბურდულის“, „ომარ დურმიშიძის“, „გიმერ დარჩიას, „გურამ ქაჯაიას“, „ოთარ ჯოლიას“,
აგრეთვე ისტორიული პირების ( მეფეების, დავით
სარაჯიშვილის, პეტრე ბაგრატიონი და სხვ.)
პორტრეტები.
“ილია II"
პორტრეტი შექმნილი კათალიკოს პატრიარქის 80 წლის იუბილესადმი, უწმინდესის სამუშაო ოთახში ინახება; „ილია
ჭავჭავაძის“ პორტრეტი პეტერბურგში ილიას მემორიალურ კაბინეტშია
განთავსებული.
მხატვარი ასევე მუშაობს ნატურმორტებზე, თავისუფალ და მრავალფიგურიან კომპოზიციებზე (ბალერინები,
ცხენები, მთასვლელები, ჯომარდობა).
ზურაბ გაბუნია ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბუნებასთან სიახლოვით მიღებული შთაბეჭდილებები ესკიზების სახით ჩამოჰქონდა თბილისში, რომლებსაც აცოცხლებდა თავის ფერწერაში და უზიარებდა მნახველს. ფორმებით, ფერთა გამით და მონასმებით მძაფრად შეიგრძნობა ის განცდა რაც ბუნებაში ყოფნისას შეიძლება დაგებადოს. მას იზიდავს ყველაფერი რაც ბუნებრივია, წმინდა და სუფთა. აინტერესებს უბრალო მაცხოვრებლები მათი ცხოვრების წესით, სადაც ხალხის ცხოვრება ბუნებასთანაა მიახლოვებული. მის შემოქმედებაში
დევს ეროვნული ტრადიციების დიდი სიყვარული. თავისი ხალხის კულტურა მხატვარმა გაითავისა, ჩასწვდა და ფართოდ განაზოგადა.
მისი სამყარო გამთბარია სიყვარულით.
Alexandra
Gabunia. 2018
Zurab Gabunia – artist of 70’s of XX
century
Zurab Gabunia’s work belongs to the
group of artists of the 70’s of twentieth century. Main and probably the
defining genre of his work is a landscape, and as for his technique – oil
colors. Also, he uses acryl, pastel and charcoal for work.
Landscape in Zurab Gabunia’s work is
characterized as diverse, it widely covers Georgia’s nature, history,
present-day life (e.g, “Evening in the mountain”, “Winter in Svaneti”, “Early
Snow”, “Boars in Oak-wood”, “Garikula”, „Morning of Imereti” and others). We
can thematically group village, sea, urban landscapes in his works, which
represent different parts of Georgia.
60-70’s of XX century is distinguished
by important shifts in the history of Georgian art. New generation of artists
emerge in the field; Painting gradually becomes free from the boundaries,
defined by the government; Academic school is being established, which modern
art is based on.
Easing the censorship raised new
aspirations, gave the artists an opportunity to become free from false pathos
and return to the native land. Gradually, more interest is given to everything
national.
Impressions gained in childhood had a
big impact on creative formation of Zurab Gabunia as a landscape painter. The
childhood days spent in Samegrelo, the beauty and diversity of mother land
defined his inclination to landscapes. Samegrelo, Svaneti, Pankisi gorge,
Kakheti, Akhalkalaki – Garikula, Rkoni gorge, Noste, Ertatsminda, Adjara –
Khulo, Beshumi, Khikhani, Khelvachauri region, Pshav-Khevsureti, Gudamakari
gorge, Chokhi, Kitokhi. Landscapes of different parts of Georgia, or separate
village remains to be important theme for his work, for example: “Rachian
Landscape”, “Winter Morning”, “Kazbegi”, “Shatili”, “Martvili Monastery”, “In
Expectation of Parish” and others.
Zurab Gabunia was born on February 24th,
1948, in the village of Martvili region - Bandza (Samegrelo). He spent his
childhood years here, he studied at school here too. Afterwards he moved to
Tbilisi to live, where after graduating from I. Nikoladze College of Arts, he continued
studying on the faculty of painting at Tbilisi State Academy of Arts, with the
supervision of Korneli Sanadze, Giorgi (Zhora) Jashi, Koki Makharadze and
Apolon Kutateladze.
Zurab Gabunia is a teacher of several
generations of painters. He has a pedagogical work experience of 12 years at
the I. Nikoladze College of Arts and 20 years at Tbilisi State Academy of arts.
Since 1993, he taught the students of Academy of Arts of Spring and Autumn
practical work of plein-air painting. He was actively involved in ongoing
exhibition life in Georgia, within Soviet Union at that time and outside of
it.
He becomes a member of Art Union since
1976. In 2007-2012 years – co-chairman of Art Union.
The artist participates in international
exhibitions: Moscow, Munich, Verona, Tehran, New-York and Los-Angeles. In 1991
within an international economic forum “Mare Balticum” held in Tallinn, his
personal exhibition was arranged. In 1996 he participates in exhibition, held
at Bourbon Palace in Dijon.
In the 90’s of past century he painted a
historical room of Tbilisi Classical Gymnasium with the themes of Greek
mythology.
Z. Gabunia is a winner of many
competitions. Including, the winner of competitions announced on portraits of
Ismail Samani in Tajikistan in 2003 and of Giorgi Sharvashidze in 2011.
Z. Gabunia has developed his painting
style. Pastorality harmonized with the neatness and transparency of strokes is
typical of him. He well-masters the art use of color, he puts accents with
colors and aggravates the impressions of weather or nature.
At an early stage, the works he created
when he was a student were more detailed, with real forms. The next period’s
work becomes more conditional. With the wide brush strokes he puts accents and
makes hints. Expresses the landscape seen from afar. For example, we promptly
see the trees, mountain slopes, bridges in the eyes and only after observing
it, you can perceive the human silhouettes, horses, animals, towers,
houses…
At an early stage, during his studies at
the Academy, artist’s work responds to the tendencies of the academic education
of that period for example, “Bathing Women”, “Spring”, “Nude Model” and
others.
In the next period, he becomes free from
the boundaries, in the process of searching, his painting style is formed:
point of view, foreshortening, art use of colors-mainly green, blue, white
tones. Brush strokes are dot-sized here and there, clean at some parts, with a
classical style, with wide strokes in some areas.
The artist makes work from life, depicts
landscape sections in different angles, he is interested to express
characteristics of different times of year in nature with light, color.
He gave great importance to work in the
nature on plein-air. Expressing the received impression and emotions, that afterwards
reaches a great professionalism of using different artistic methods.
In parallel to the landscape, the artist
creates portraits, amongst which the portraits of “Mother”, “Spouse”, “Guja
Burduli”, “Omar Durmishidze”, “Gimer Darchia”, “Guram Kajaia”, “Otar Jolia”,
also historical persons (Kings, Davit Sarajishvili, Petre Bagrationi and
others) are distinguished.
Portrait of Ilia II created to
commemorate Catholicos-Patriarch's eightieth anniversary is stored in the
Patriarch's study. Portrait of Ilia Chavchavadze is exhibited in Chavchavadze's
memorial office in St Petersburg.
The artist also works on nature mortes,
free and multi-figured compositions (ballet dancers, horses, mountain climbers,
rafting).
The impressions of his closeness with
nature he has gained in the course of his extensive travels throughout Georgia
were expressed in the form of sketches in Tbilisi. The feelings take different
shapes, colors and strokes. He is attracted by anything that is natural, pure
and neat.
He is particularly keen on ordinary
people and their lifestyle in places where one's life is closer to the
nature.
His art shows the artist's great love of
national traditions. He attempts to grasp the entire culture of his homeland
and give us its general picture. His world is warm with the love he carries.