"ტბა"
"მამალი"
"ადამი და ევა"
"ოჯახი"
"მდინარე"
"მობანავე"
"წიწაკების გამყიდველი"
"თოჯინა"
ალექსანდრა გაბუნია. 2016
1990-იანი წლების ქართული ხელოვნება გადიოდა რთულ
პროცესებს, რომელთაც ათი წლის წინანდელი ცვლილებებისა და ახალი ტენდენციების
განსაზღვრის პერიოდი უძღოდა. საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდეგ კი ქვეყანაში
ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რასაც მოჰყვა საფუძველთა ნგრევა, ომი,
კატასტროფების სიახლოვის განცდა, უიმედობა - არაფერი ჰორიზონტალური, არაფერი
ვერტიკალური და შესაბამისად, ქართული კულტურის ნარატივის ვიზუალური გამოხატულების
ამორფულობა.
სწორედ ამ დროს იწყებს მხატვარი დავით ალექსიძე საკუთარი
ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ
სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის
დამთავრებისთანავე (სწავლობდა კოკა იგნატოვის სახელოსნოში, 1988-1991) აღმოჩნდა. ის
იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული
მხატვრული სისტემა შექმნა აქტიური ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით.
რასთან ასოცირდება საქართველოსთვის გასული საუკუნის
90-იანი წლები?
ალბათ, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ამ პერიოდის
ამგვარი მითოლოგიზაცია. სინამდვილის არასწორი წარმოდგენა-ასახვა კი ძირითადად
ხელოვნების დახმარებით ჩამოყალიბდა ფილმებში, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ
სპექტაკლებში. ამ პერიოდის მხატვრობა სრულიად განუდგა რეალობას რამდენიმე
პრეცედენტის გამოკლებით. „მრავალი ნიშნით, ყველაფერი ის რაც ქარვასლაში გამოიფინა,
სიმპტომატურია ახალი გენერაციის ქართველი მხატვრებისთვის. ეს უცნაური ესთეტიზმი,
გულგრილობა გარემოსადმი, მასში რაიმეს სახელდებასა და ახსნაზე უარის თქმა - თითქოს
ყველაფერი ეს, არც თუ ისე განსაკუთრებულია, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი
პირობებისთვის ახლებულ ეგოცენტრიზმს და გაუცხოებას ამჟღავნებს“ (კარლო კაჭარავა.
„დავით ალექსიძის გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992).
გარდამავალ ეპოქებში შემოქმედისა და თავად შემოქმედების
პარადიგმა იცვლება. როგორც წესი, დროის ამ მონაკვეთში მჟღავნდება ხელოვნების
დაფარული არსი. დავით ალექსიძის მხატვრობის ბუნება მისტიკურ რეალიზმში გამოიხატა,
სადაც ფერწერული კულტურის დემონსტრირებასთან ერთად, მხატვარი განუწყვეტლივ ხან
ფალიური კულტურის და ხანაც თანატოსთან დაპირისპირების ორი ანტიპოდური ინსტინქტით
აპელირებს მაყურებლის ქვეცნობიერზე. გია ბუღაძე აღნიშნავდა: „დავით ალექსიძე
ერთადერთი თანატოგრაფოსია, რომელიც გროტესკული მასკარონებით თანატოსთან
გათამაშებას ახერხებს და ამით განსაკუთრებულ სახიობას, ფეერიას ქმნის“. დიახ, მის
სახილველს მარადიული ესთეტიკური საზრისი გააჩნია, რაც მარადიულ კატეგორიებს სულ
სხვა ჟღერადობას ანიჭებს. დავით ალექსიძე პერსონაჟებს შავ ლოკალურ სივრცე-ფონებზე
ან სულაც ყვითელ ფონზე განიხილავს, როგორც ადამიანის გონების მისტიკურ-ირაციონალურ
პროდუქტს. მასთან სამყარო სპირიტუალურ-ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთიანია,
მაგრამ მძიმე, ყვავილებისა და მცენარეების ჭრელი საფარველისგან გაუმჭვირვალე
(„ნიღაბი“, “ივდითი“, „კომპოზიცია“); თუმცა, როგორც კი მხატვარი ამ საფარველზე
უარს ამბობს, ის გამჭვირვალე ხდება. ასეთია მისი დახვეწილი ლანდშაფტები
(„ანარეკლი“, „ხე“, „მდინარე“, „ჯვარცმა“, „ტბა“), სადაც ლურჯი ტბა, მდინარე, ცა,
ხე და მისი ანარეკლი მდინარეში, სასურათე სიბრტყის შავი სივრციდან იკვეთება.
ნახატი გამორჩეულად სიბრტყოვანია, პირობითი და დეკორატიული. რეალური პერსპექტივის
პირობითით ჩანაცვლება კი იმ საწყისისკენ სწრაფვაა, მითიურ და რელიგიურ კოსმოგონიას
რომ გულისხმობს.
რითი სულდგმულობს დავით ალექსიძის მხატვრობა?
XVII-XVIII საუკუნეების ქართულ კულტურაში ე.წ.
აღმოსავლურობის დაძლევის ტენდენციები ევროპისა და რუსეთის მიმართულებით
საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ძიების ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად,
განვითარების ისტორიულ საფუძვლებს მოწყვეტილი (1453 წ. კონსტანტინეპოლის დაცემის
შემდეგ) ქართული კულტურა თანდათანობით ახალ ესთეტიკურ ფასეულობებს ერწყმოდა.
მართლმადიდებლურ სამყაროში სეკულარიზაციის გარდაუვალი პროცესის შესაბამისად,
ხელოვნება სულ უფრო მეტად ხდებოდა მიწიერ ფასეულობებზე ორიენტირებული. აშკარაა,რომ
საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული, მისტიკურ-ირაციონალური საფუძვლებიდან
მომდინარე ხატვის ტრადიციული მანერა, ახალ დროშიც ძლიერად იჩენდა თავს. ილია ჭავჭავაძის
მიერ დამკვიდრებული “მართლის თქმის” პრინციპი XIX საუკუნის ქართულ ფერწერაში
პოპულარული არასოდეს ყოფილა. ამ პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნება
განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, ძალიან მაღალი დონის მხატვრული ეფექტურობით
ინარჩუნებდა საკუთარ სპეციფიკას და თანდათანობით აგროვებდა იმ უზარმაზარ მუხტს, XX
საუკუნის 10-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების ავანსცენაზე სრული ენერგიით
რომ იფეთქებდა.
ქართულმა ხელოვნებამ უპრეცედენტო აქტივობა ნიკო
ფიროსმანაშვილის ლამის საკრალური თვითშეწირვის გამოვლენით დაიწყო. “ალბათ ამიტომ
არის ფიროსმანის მხატვრობა ავტობიოგრაფიული თითოეული ქართველისათვის და კიდევ
იმიტომ, რომ საზრისთან მიახლოების, საზრისის განცხადებისა და გამჟღავნების
რიტუალში გვითრევს; იმ რიტუალში, სადაც ჩვენი ენობრივი სხეულით, ჩვენი ვიბრაციით,
ჩვენი მხატვრულ–ესთეტიკური ფორმებით ვქმნით რიტუალს და შესაბამისად მითს
ქართველისა და ქართველობის შესახებ.” (ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი „ფიროსამანი -
ქართული კულტურის საცხოვრისი და შინყოფნა“).
ფიროსმანის მხატვრობის საზრისის გამჟღავნების რიტუალში
სხვების მსგავსად, დავით ალექსიძის ესთეტიკური მითიცაა ჩათრეული. დავით ალექსიძის
აზრით, ნაივი და მისტიკური რეალიზმი ქართული აუთენტური ცნობიერების დასტურია.
90-იანი წლების დასაწყისში მხატვარი ნამუშევრებში ქართული კონტექსტების ძიებას
იწყებს (ყოველ შემთხვევაში თავად ასე ახასიათებს ამ პერიოდს) და ქართულ ორნამენტს
საკუთარი ესთეტიკის პრიზმაში ატარებს - მომცროდან დიდ კომპოზიციებში, წყლის
საღებავებიდან ზეთის საღებავებში გადააქვს იგი, რისი საბოლოო სახეც ხატ-სახის
ფიგურაციამდეა ინტერპრეტირებული. მასალაზე მხატვრის ექსპერიმენტები
მრავალფეროვანია, სასურველი ფაქტურის და ფერის მისაღებად სხვადასხვა ტექნიკის
გამოყენებით. დაჭმუჭნული ქაღალდი, შემდეგ ზეთის საღებავი, ფენების ზედნაშენი
ტილოზე დრაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს, ხან სუდარას, ხანაც ალქიმიკოსის
მოსასხამს რომ წააგავს. ნებისმიერი გამორჩეული მხატვარი საკუთარ - ორიგინალურ გზას
პოულობს, ექსპერიმენტები კი მხოლოდ ამძაფრებს შემოქმედის ხელოვნების დოქტრინას.
დავით ალექსიძის სამყარო არ არის ცალკეული კულტურული (თუ გნებავთ რელიგიური)
არეალი, არამედ მისი გავრცობის ველი მოიცავს ყველასთვის საერთო კოსმოგონიურ
სივრცეს. სასურათე სიბრტყეები პირობითობის და პირველყოფილის ერთმანეთისგან
დიფერენცირებით იტევს ჯვარცმული ქრისტეს სხეულსაც, გვირგვინოსან მონსტრებსაც,
ივდითსაც და ეროგენული ზონის სტიმულირებით დაკავებული ნიღბიანი ქალის სხეულსაც.
მხატვრის მიერ არჩეულ სამყაროთა განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი საერთო
ვიზუალური ნიშნების მეშვეობით მშვიდად თანაარსებობენ დესტრუქციული რეალობის
პარალელურ სამყაროში (თითოეული ეს ნამუშევარი 90-იან წლებშია შექმნილი), თუმც
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - რა კულტურული კოდით იქმნება მისი ნამუშევარი, რადგან
ყოველი მათგანი ხატვის მაღალი ოსტატობის კატეგორიად ტრანსფორმირდება. „საქმე ისაა,
რომ ალექსიძე ოსტატურად ხატავს... ეს ჯოჯოხეთური მეფე-მონსტრები. უჩვეულო
ანდროგინები და მუტანტები გამოსახულნი არიან ჩვენი საუკუნის დასაწყისის
დეკადენტური მხატვრობის არტისტიზმით. საშუალების ესთეტიზაცია მასთან სალონურია და
არა ნატურალისტური და მართალაც ძალიან ლამაზი ურჩხულები თითქოს ღირსეულად ავსებენ
პოსტმოდერნისტულ საერთაშორისო პანთეონს“. (კარლო კაჭარავა „დავით ალექსიძის
გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992). საბოლოოდ
ვღებულობთ დავით ალექსიძის მხატვრობის თავბრუდამხვევ კალეოდოსკოპს აღმოსავლურ
სტილში შესრულებული დეტალებით, ჩიტებით, მავრიტანული მოტივებით, სამოსის
ლურჯი-შინდისფერი მოოქროვილი ნაქარგი ორნამენტებით, ფლურესცენტული საღებავის
ბაკქანალიით, „მოცეკვავე შამანით“, ფალოსის ფორმის მამლით, გრაფიტის და დაზგური
ფერწერის სიმბიოზით, ლაქა-სილუეტებით, მითოლოგიის გაკიჩებით, სიჭრელით, “სალომეას
ბავშვობით“, „წიწაკების გამყიდვლის“ თუ „შეყვარებული პინოქიოს ირონიზირებული
ხატებით, ფალოსური კულტის ღრმა კვალზე აღმოცენებული წიწაკითა და „შეშლილი
წინასწარმეტყველით“. კემპურ ესთეტიკაში გროტესკამდე გაზვიადებული სპეციფიკურად
განვითარებული ალექსიძისეული გემოვნება, ზოგჯერ უხეშზე დამყარებული გრძნობა,
კიჩური და ნაივურიც, თუმც დახვეწილი ესთეტიზმის მქონე, გარკვეულწილად ჰერმეტული სემანტიკის
მატარებელია და თითქოს ყველანაირ მაყურებელზე არ არის გათვლილი. დავით ალექსიძე
მოაზროვნე მხატვარია და მისი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საწყისთა
სრულყოფილება-რასრულყოფილებასთან ზღვარზე ჭიდილი.
დავით ალექსიძის 1992 წლის ქარვასლის გამოფენის კოლექცია
ეგოცენტრიზმს და გაუცხოებას ამჟღავნებს, დაახლოებით 10 წლის შემდეგ სარდაფის
სივრცეში მისი საგამოფენო კოლექცია კი მასკულტურის მიმართ შემწყნარებლობით
გამოირჩევა: „ფლურესენციული ტექნიკის ეფექტი entertainment-ის ფუნქციის
აქცენტირებას ემსახურებოდა დავით ალექსიძის ექსპოზიციაში „პარაზიტოფორმე“ ...
ანდროგინები და შამანები ამჯერად შედარებით მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და
შევსებული იყო მწერების დეკორატიულ - ინკუსტრაციული გამოსახულებით (ხათუნა
ხაბულიანი „პარაზიტოფორმე“, თევზები და სხვა...“ გაზეთი „ალტერნატივა“. მაისი,
2001). მაინც რა მოხდა, რა სახის ევოლუცია განიცადა ათწლეულის შემდეგ დავით
ალექსიძის გამოფენების კონცეფციამ? სალონურობიდან პოპულარული კულტურის
მიმართულებით ხომ არ გადაინაცვლა? პოსტმოდერნისტული პანთეონი პოსტმოდერნისტულ
გასართობ ადგილად ხომ არ ქცეულა? დავით ალექსიძის ევოლუციური მხატვრული ფილოსოფია
“საწინააღმდეგო საწყისების” მიზიდულობაზე მეტყველებს. მას განსაკუთრებით
სიამოვნებს რეალობისა და ხელოვნების განცალკევების იდეის უტრირება. ამიტომაც
იგონებს ჰომომორფულ არსებებს, შამანებს, პარაზიტულ მწერებს, ზეპარაზიტებს.
პარაზიტი თავისთავად უარყოფითი სემანტიკის მატარებელია, მაგრამ დამატებით „თევზები
და სხვა“ მას დადებით მნიშვნელობას სძენს და ამით ამცირებს პარაზიტის, როგორც
მომაკვდინებელი ძალის, თანატოსური ინსტინქტის ინტერპრეტირების შესაძლებლობას.
მხატვარი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გაუცხოებული, მითოლოგიური აზროვნების
დაძლევას ცდილობს და სამყაროს კანონზომიერ კვლევას იწყებს. შემთხვევითი არ არის,
რომ მას პარაზიტებთან ერთად წყალში ბინადარი თევზიც შემოყავს და ყოველივეს წყალს
უქვემდებარებს („მობანავე“), როგორც საწყისს. მხატვარი იწყებს ქმნადობის ფუნქციის
ხაზგასმას, რომლის მხატვრული ფილოსოფიის თანახმადაც ცოცხალი ისაა, რაც თავისით
მოქმედებს და რისი მოქმედებაც გარედან არ განისაზღვრება. მხატვარი ვიზუალურ
ნიშნებს პიქტოგრამების - ზღვის, გემის, თევზის, რვაფეხას, ზღვის ვარსკვლავის სახით
იყენებს. ისინი მნემონიკურ ფუნქციას ატარებენ და ნახატების ფერწერულ შრეებში
გრაფიკულ ნახაზებს წარმოადგენენ. ამ სიმბოლიზმში მეტი ფერებია, ვიდრე მოძრაობა.
კოლორიტი უმაღლეს ჟღერადობას აღწევს ფლურესცენტული სპეციფიკის მეშვეობით და
საბოლოოდ (მომდევნო წლებში) სრულ სიყვითლემდეც კი აღწევს.
დავით ალექსიძის ხელოვნებას შესაძლოა ყველაზე ზუსტად
მისტიკური რეალიზმი განსაზღვრავდეს. ის გამოსახულების სრულ პოტენციალს ნაწილობრივ
გადმოსცემს: სილამაზე უკიდურესობამდე არ მიყავს, დინამიკას სტატიკად აქცევს, რიტმი
არიტმულია და ამით უცნაურ, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის ეფექტს აღწევს. ასეა
თუ ისე, ერთი მხრივ, ის ნამდვილ სამყაროს გამოსახავს და მეორე მხრივ, მისი
ხელოვნება ფაქტიურ სინამდვილესთან შედარებით, უჩვეულო შესაძლელობებს სახავს. მის
მხატვრობაში ოთხი ხაზის გამოყოფა შეიძლება: შავ ფონზე - წყლის საღებავებით
შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები („სალომეა“, „საჩუქარი ადელაიდას“, „ფრინველი“,
კაცი-ჩიტი“, „აგრესიული თევზი“ და სხვ.), შავ ფონზე - (ზოგჯერ ფაქტურულ ზედაპირზე)
ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ სასურათე სიბრტყეზე ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები
(„მდედრი“, „ლურჯი ყვავილი“ , „ადამი და ევა“ და „ვენეციური ნიღაბი“ სხვ.),
ყვითელი სერია („ბავშვის გამტაცებელი“, „საზამთროების გამყიდველი“, „თოჯინა“,
„მიკი მაუსი“ და სხვ.), შავ-თეთრი აბსტრაქციები („ხე“, „კომპოზიცია“, „ზღარბი“,
„ოვალი“ და სხვ.), რომლებიც ერთ მთლიანობაში საგნის ასახვის უტრირებით ხაზგასმულ
პოზიციას ამჟღავნებენ და გარბიან რეალობისგან და არსებების იმ გამოსახვისკენაც,
საითკენ მიისწრაფიან კიდეც. იდეა კი რეალობას მოწყვეტილი მაინც არ არის. მისი
ხელოვნება არსებობს მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. იგი
რეალური შეგრძნებების კრებულია, რომელიც ფერადოვნების მიუხედავად, საკმაოდ მუქია,
თუმც ამ წყვდიადში არ იკარგება მაყურებელი; ეს კი ერთგვარი თამაშია, ან იდეა
თამაშზე, რაც ქართულ მხატვრობაში ახალია.
"ანარეკლი"
"ნიუ"
"ხე"
"სალომეას ბავშვობა"
"კომპოზიცია"
"ივდითი"
"პეიზაჟი"
"კომპოზიცია"
"შეყვარებული პინოქიო"
"ჯვარცმა"
"მდედრი"
"შეშლილი წინასწარმეტყველი"
"გენერალი"
"საღამოს კომპოზიცია"
"წიწაკების გამყიდველი"
"შიშველი სხეული"
"კერპი"
"ლურჯი ყვავილი"
"საღამოს გასეირნება ბარში"
"ფეხმძიმე თოჯინა"
"გენერალი"
"ღამის ფრინველების მწყემსი"
სერიიდან "ეროტიკა"
დავით ალექსიძე - ქართველი მხატვარი., სწავლობდა
თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მას არაერთ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში
აქვს მონაწილეობა მიღებული.. იგი ავტორია პროექტების -საქართველოსა და ევროპაში..
მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა
კერძო კოლექციებში.. დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.
დაბადების თარიღი
დაბადების თარიღი
10.03.1966,
თბილისი, საქართველო.
განათლება
1985-1991
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
პერსონალური გამოფენები
პერსონალური გამოფენები
2016
-"გრძნობების ტრანსფორმაცია", თსსა გობელენის მუზეუმი, თბილისი
საქართველო
2016
- "საჩუქარი ადელაიდას", საქართველოს ეროვნული მუზეუმი
2016
- "ფრაგმენტები", გალერეა Overground, ვენა, ავსტრია
2016
- არქეოლოგიის მუზეუმი, პოზნანი, პოლონეთი.
2015
- “18x18” , თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2011
- "Impromptu", “გალა გალერეა”, თბილისი, საქართველო.
2008
– "ყვითელი პრესა", შარდენი 18, თბილისი, საქართველო.
2002
– "პარაზიტოფორმეს, თევზები და სხვა", კლუბი სარდაფი, თბილისი,
საქართველო.
2001
– გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო.
2001
– თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2000
– ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
1999
– ”ლანდშაფტი”, გალერეა “ორიენტი”, თბილისი, საქართველო.
1998
– ”ექსპრომტი” “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
1997
– ”დეკოს მიღმა”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
ჯგუფური გამოფენები
2016 -"ოსტატების შეხვედრა“,Artbeep-ის პირველი გამოფენა, Backes&Strauss, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ჯგუფური გამოფენები
2016 -"ოსტატების შეხვედრა“,Artbeep-ის პირველი გამოფენა, Backes&Strauss, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
2016
– „განსხვავებული ხედვა“, ბილკენტის უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი.
2014
– ქართველი მხატრების გამოფენა, რიგა, ლატვია.
2012
– ქართველი მხატვრების გამოფენა, ნაციონალური მუზეუმი, ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი.
2011
- წმ. პეტრეს ბაზილიკა, რომი, იტალია.
2010
– Exit, ECO - კულტურის საერთაშორისო ცენტრი, თეირანი, ირანი.
2007
- “Digital Story”, “კარსი გალერი“, სტამბული, თურქეთი.
2006
– “Digital Story”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2005
– ქართული კულტურის დღეები უკრაინაში, საზღვაო გალერეა, ოდესა, უკრაინა.
2004
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის
პროფესორ-მასწავლებელთა გამოფენა, საქართველო.
2004 – ”ხედვის წერტილი”, ლონდონი, ინგლისი.
2003 – ”მასობრივი ინფორმაციის ყუთი”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2003 – ”სტაბილურობის რკალი”, სამხედრო დიდების მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.
2002 – დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ოქროს იუბილესადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო.
2002 – ”განახლებული ურთიერთობები”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
2002 –” ხელოვნებიდან მშვიდობისკენ”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – ”ვისაც მაგთი არა აქვს”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – მაგდებურგის მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მაგდებურგი, გერმანია.
2001 – ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა, იუნესკოს ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი.
2000 – ”პოსტსაბჭოთა”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1996 – ”ომის გვერდით”, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი.
1996 – ქართველი მხატვრები ერევანში, სომხეთი.
1997 – ქართველი მხატვრების გამოფენა, კიოლნი, გერმანია.
1999 – “McLellan Galleries” გლაზგო,შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – “Independent Art Studio”, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – ”სტალინის სტილი და პოსტმოდერნი”,თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1999 – გაეროს კვირეული, თბილისი, საქართველო.
1997 – ”სექსტეტი”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1997 – აქცია “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
1997 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, საქართველო.
1996 – ”ხატი და შემეცნება”, თანამდროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო.
1996 – ”ორი მხატვარი”, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საქართველო
2004 – ”ხედვის წერტილი”, ლონდონი, ინგლისი.
2003 – ”მასობრივი ინფორმაციის ყუთი”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.
2003 – ”სტაბილურობის რკალი”, სამხედრო დიდების მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.
2002 – დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ოქროს იუბილესადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო.
2002 – ”განახლებული ურთიერთობები”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
2002 –” ხელოვნებიდან მშვიდობისკენ”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – ”ვისაც მაგთი არა აქვს”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
2001 – მაგდებურგის მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მაგდებურგი, გერმანია.
2001 – ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა, იუნესკოს ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი.
2000 – ”პოსტსაბჭოთა”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1996 – ”ომის გვერდით”, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი.
1996 – ქართველი მხატვრები ერევანში, სომხეთი.
1997 – ქართველი მხატვრების გამოფენა, კიოლნი, გერმანია.
1999 – “McLellan Galleries” გლაზგო,შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – “Independent Art Studio”, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
1999 – ”სტალინის სტილი და პოსტმოდერნი”,თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1999 – გაეროს კვირეული, თბილისი, საქართველო.
1997 – ”სექსტეტი”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო.
1997 – აქცია “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.
1997 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, საქართველო.
1996 – ”ხატი და შემეცნება”, თანამდროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო.
1996 – ”ორი მხატვარი”, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საქართველო
Alexandra Gabunia. 2016
Translation: Tamar Sulamanidze, Piso Gujejiani, Levan Topuridze
Georgian
art went through the complicated process of changes in 1990s, preceded by the
decade which had formed and evolved new trends. The end of the Soviet era had
severe impact on the country itself, followed by collapse of the fundamentals,
the civil war, notion of the upcoming disasters, hopelessness - nothing
horizontal or vertical and as a result - amorphous visual expression in the
Georgian cultural narrative.
This
was when artist David Alexidze first shared his art works with the public. It
did not take him much effort to get established within the then active Georgian
artistic society, where he found his place right after graduation from Tbilisi
State Academy of Arts (Koka Ignatov’s Workshop, 1988-1991). He was a prodigy in
arts, having created in his early years a sophisticated artistic system through
active philosophical and critical thinking.
What
can be associated with the 90s of the last century in Georgia?
Nowhere
else have ever been this time-period mythologized this much; mainly through
influence of the arts they began to incorrectly portray the reality in movies,
literature or theatre. Fine arts of that time, with a few exceptions,
completely rejected reality. “For many features, everything exhibited at
“Karvasla”, became symptomatic for the new generation of Georgian artists. This
strange aestheticism, indifference to the environment, refusal to name or
clarify anything in it – at first glance are not much peculiar, but they are
likely to express advanced egocentrism and alienation in our environment (Karlo
Kacharava on “David Alexidze exhibition and bestiary”. “Droni” Newspaper,
October 16, 1992).
In
transition times paradigm of a creator and of creation itself changes, hence
revealing the hidden essence of arts. David Alexidze’s artistic nature was
expressed in somewhat mystical realism, where along with demonstrating
pictorial skills, the artist continuously appeals to viewers’ subconscious
through antipodal instinct by contradicting sometimes with Phallic culture and
sometimes with Thanatos. Gia Bugadze noted in this regard, that “David Alexidze
is the only Thanatograph, who manages to flirt with Thanatos in grotesque
mascaras, thus creating specific enchanting spectacle”.
Certainly,
the artist’s vision has an eternal aesthetic sense, which attributes a
completely new sonority to eternal categories. David Alexidze sees his
characters on black or even yellow backgrounds, considering it as mystical irrational
product of human mind. Spiritually and intellectually the world is sole, but
heavy and opaque with flowers and plants of solid background (“A Mask”,
“Judith”, “A Composition”). However, as soon as the artist rejects this
background it becomes transparent. This is characteristic for his elegant
landscapes (“Reflection”, “A River”, “Crucifixion”, and “A Lake”), where blue
lake, river, sky, tree and its reflection in the river appear from black space
of pictorial surface. The painting is particularly superficial, conditional and
decorative. Substitution of real perspective with conditional represents
striving to the starting point, implying mythical and religious cosmogony.
What
has truly inspired David Alexidze’s paintings? In Georgian culture of XVII-XVIII
centuries the tendency of overcoming so-called oriental influences ocurred
along with seeking new political orientation towards Europe and Russia. As a
result, estranged from the history (following fall of Constantinople in 1453),
Georgian culture gradually merged with new aesthetic values. Complying with
inevitable secularization process in the Orthodox world the art got more and
more oriented to the material values. It was obvious, that painting tradition
having derived from mystical-irrational roots and cemented throughout centuries,
strongly revealed itself in modern times. The principle of “Telling the truth”
introduced by Ilia Chavchavadze, never was popular in Georgian
artistic
world of the XIX century. Georgian fine art of that time maintained its
peculiarity with spectacular confidence
and high effectiveness, and gradually was being charged with enormous energy
that would fully
explode later during the first decade the XX century. Georgian art became
unprecedentedly active after Niko Pirosmanashvili’s almost sacred
self-sacrifice. “This must be the reason of Pirosmani’s art being
autobiographical for every Georgian; another reason must be its closeness to
the essence, evolving us into the essence revelation - a ritual, where our body
language, vibration, our artistic and aesthetic shapes form a ritual, as well
as a myth about a Georgian and being Georgian” (“Pirosmani - Homestead and Home
of Georgian Culture”, Lela Iakobashvili- Firalishvili”).
Like
others’, David Alexidze’s aesthetic mythology is also involved in the ritual of
expressing the essence of Pirosmani’s art. From his point of view, naivety and
mystical realism are proof of Georgian authentic consciousness. In early 1990s
the artist started his quest for Georgian context (as he describes it himself)
and lead Georgian ornaments through his own aesthetic prism - from small to
large compositions, from water-color to oil, resulting in interpreted
figuration of iconic images. The artist here is quite experimental and rich in
applying various techniques to achieve desired texture and color. Wrinkled
paper covered with oil paints, multiple layers on canvas create a drape effect,
which sometimes looks like a shroud and sometimes like an alchemist’s cloak.
Any outstanding artist finds his unique route, while experimenting only
intensifies his art doctrine. David Alexidze’s world is not only a separate
cultural area (religious, if you wish), it involves the cosmogonic area general
for everybody. While differentiating conditional and primitive from each other,
the pictorial layers of his artist involve the body of crucified Christ,
crowned monsters, Judith, and even body of a women with mask stimulating her
erogenous zone. Despite the differences between the worlds chosen by the
artist, they peacefully cohabit with each other through visual signs in
parallel worlds of destructive reality (works created in the 1990s). However,
it does not much matter what cultural code is used to create his works, because
each is transformed into a high mastery category. “The point is that Alexidze
is a skillful master… those infernal king monsters, unusual androgynies and
mutants are depicted with the artistry typical to that of our century’s
beginning decadent arts. The way artist paints is more of a salon
anaesthetization, rather than naturalistic mean, for all those truly pretty
monsters could suitably complement a rich international pantheon of demons.” (Karlo
Kacharava. “The Exhibition of David Alexidze and Bestiaries”, Newspaper
“Droni”. October 16, 1992).
At
the end we remain with a breathtaking kaleidoscope of oriental style, complete
with details, birds, Moorish motifs, clothes with blue-purple gold-embroidered
ornaments, bacchanalia of fluorescent paints, “Dancing Shaman”, phallus-shaped
rooster, graphite and easel painting symbiosis, spot-silhouettes, turning
mythology into kitsch, diversity of colors, ironic images of “Salome’s
Childhood”, “The Pepper Seller” or “Pinocchio In love”, with the images
originating from deep roots of phallic cult such as “Pepper” and “The Mad
Prophets”. Alexidze’s manner of painting developed and grown into grotesque in
camp aesthetics, sometimes based on rough sense, kitschy and naïve, although
esthetically refined, somehow bears hermetic semantics and is unlikely to be
intended for all kinds of audiences. David Alexidze is an intellectual artist
and his art is nothing but a struggle at the edge of perfection and
imperfection.
While
the exhibition of 1992 held at Karvasla revealed David Alexidze’s egocentrism
and alienation, the one held 10 years later at “Sardapi”, the basement space
was a collection more tolerant to mass culture: “The fluorescent-entertainment
technique served to highlight the “Parazitoforme”…now androgens and shamans
were presented in smaller volume, leaving space to the decorative images of
insects (Khatuna Khabuliani “Fishes of “Parazitophorme” and others…” Newspaper
“Alternativa”. May, 2001). But what happened, what kind of evolution was
experienced by Alexidze’s art in ten years? Did it move from superficiality to
popular culture? Did post-modernistic pantheon turned into a post modernistic
entertainment venue? Alexidze’s evolutionary art philosophy tells us about
attraction of the “Opposite Principles”. The artist particularly enjoys the
idea of overly exaggerating the separation of arts from reality. That is what
makes him invent homomorphic creatures, shamans, parasitical insects and super
parasites. Parasite itself bears negative meaning, but adding “Fish and other”
ascribes some positive concept to it, thereby decreasing the parasite as a
lethal force, and diminishing the ability of interpreting the Thanatos instinct.
Since the 1990s, the artist has tried to overcome alienated mythological
thinking and started investigating the world. Not accidentally he introduced a
fish into his water together with parasites and subordinate all to the water
(including the “Swimmers”) as the origin. The artist starts accentuating the function
of creation act, according to which alive is what can act itself and not be
determined from outside. Here the artist uses visual signs as pictograms in the
forms of sea, ship, fish, octopus and starfish. They
bear mnemonic function and represent graphic drawings in pictorial layers.
There are more colors than
movement in these symbols. The coloration reaches its peak through fluorescent
techniques, eventually (in
later years) turning in absolute yellowness.
David
Alexidze’s art can most precisely be described as mystic realism. It only
partially represents full potential of the image: beauty is not driven to the
extreme, dynamics is turned into statics, rhythm is arrhythmic, reaching the
effect of real and unreal entity. Either way, on the one hand, he depicts the real
world and on the other hand, his art, compared to the actual reality, portrays
unusual possibilities. In general four trends can be identified in Davit
Alexidze’s art: graphical works on black background (“Salome”, “The Gift to
Adelaide”, “A Bird”, “Bird Man”, “Aggressive Fish”, etc.), figurative paintings
on black background (times on textured surface) of elongated vertical or
horizontal picture planes (“The Female”, “The Blue Flower”, “Adam and Eve”,
“Venetian Mask”, etc.), yellow series (“Child Abductor”, “Watermelon Seller”,
“A Doll”, “Mickey Mouse”, etc.) and black-and-white abstractions (“A Tree”,
“Composition”, “Hedgehog”, “Oval”, etc.), which altogether demonstrate the
underlined position by exaggerated imaging of an object, avoid the reality and
even depicting creatures, towards which they are actually striving. But the
concept here is still not isolated from reality. Alexidze’s art is being
created in late 20th and early 21st century. It is a collection of
real senses, which regardless the richness of colors, is quite dark, although the
audience does not get lost in this gloom; and this is a kind of a game or an
idea on gaming, which is bright new to Georgian art.
David Alexidze – Georgian artist. He is
educated from Tbilisi State Academy of Arts, Georgia. David Alexidze is an
active representative of contemporary art space. His works include arts,
graphic arts, and their neighboring fields. David Alexidze participated in a
number of international group exhibitions. He is the author of many personal
projects in Georgia and Europe. His works are introduced in many international
catalogues and preserved in various private collections. David Alexidze is the
Dean of the Faculty of Visual arts of Tbilisi Sate Academy of Arts.
Date of birth :
10.03.1966, Tbilisi, Georgia.
Education
1985-1991 Tbilisi State
Academy of Art
Solo exhibitions
2016 - "Fillings transformation ", Tapestry Museum, Tbilisi , Georgia
2016 - Gift to Adelaida, Georgian National Museum
2016 - "Fragments ", Gallery Overground, Vienna, Austria
2016 - Archeological Museum, Poznan, Poland.
2016 - Gift to Adelaida, Georgian National Museum
2016 - "Fragments ", Gallery Overground, Vienna, Austria
2016 - Archeological Museum, Poznan, Poland.
2015 - “18x18”, Tbilisi State Academy of
Arts, Georgia.
2011 - "Impromptu", Gallery
“Galla”, Tbilisi, Georgia.
2008 - Yellow Press, Sharden St. 18, Tbilisi,
Georgia.
2002 - Parazitophorme, fishes and etc. Club
“Sardafi” (basement), Tbilisi, Georgia.
2001 - Gallery “Universe”, Tbilisi, Georgia.
2001 - Tbilisi History Museum, Georgia.
2000 - Georgian National Gallery,
Tbilisi.
1999 - "The landscape", Gallery
“Orient”, Tbilisi, Georgia.
1998 - "Impromptu", “Old
Gallery”, Tbilisi, Georgia.
1997 - Beyond Deco, “Old Gallery”,
Tbilisi, Georgia.
Group exhibitions
2016 - "Meeting of Masters “, Artbeep
Inaugural Exhibition", Backes&Strauss, London, UK.
2016 – Different Vision, Bilkent University,
Ankara, Turkey
2014 - Georgian
Artists Exhibition, Riga, Latvia.
2012 – Georgian
Artists Exhibition, National Museum, Bristol, UK.
2011 - St. Peter's Basilica, Rome, Italy.
2010 – Exit, ECO -International Cultural
Centre, Tehran, Iran.
2007 - “Digital
Story”, “Karsi Sanat” Gallery, Istanbul Turkey.
2006 – “Digital Story”, Tbilisi State Academy of Art, Georgia.
2005 - Georgian Cultural Days in Ukraine, “Sea”
Gallery, Odessa, Ukraine.
2004 - Tbilisi State University, fine and casual
art faculty; professors’ exhibition, Georgia.
2004 - "Viewpoint", London, UK.
2003 - "Mass Information Box"; Tbilisi
State Academy of Art, Georgia.
2003 - "Stability Arch", Museum
of Fame and Military, Russia, St. Petersburg.
2002 - Exhibition dedicated to the Golden Jubilee
of Queen Elisabeth II, Gallery “Universe,” Tbilisi, Georgia.
2002 - "Renovated Relationship", “Old
Gallery;” Tbilisi, Georgia.
2002 - "From Art toward Peace", Museum
of History, Tbilisi, Georgia.
2002 - Who has no “Magti, “Museum of
History, and Tbilisi, Georgia?
2001 - The second International Art
Festival in Magdeburg, Germany.
2000 - Post Soviet, Museum of History,
Tbilisi, Georgia.
1996 - "Hard by the War",
Artists Central House, Russia, Moscow.
1996 - Georgian Artists Exhibition,
Erevan, Armenia.
1997 - Georgian Artists Exhibition, Köln,
Germany.
1999 - “McLellan Galleries”, Glasgow,
Scotland.
1999 - “Independent Art Studio”, Glasgow,
Scotland.
1999 - "Stalin’s Style and
Postmodernism", Museum of History; Tbilisi, Georgia.
1999 - UNESCO WEEKLY, Tbilisi-2001- Georgian
Artist's Group Exhibition, UNESCO center, Paris, France.
1997 - Sextet, Museum of History, Georgia.
1997 - Second Hand; “Old Gallery;” Tbilisi,
Georgia.
1997 - The International Theater Festival “The
Gift;” Tbilisi, Georgia.
1996 - "Icon and Knowledge",
Modern Art Center, Tbilisi, Georgia.
1996 - Two Artists, Museum of Ilia
Chavchavadze, Georgia.