Friday, February 7, 2014

ერნა დოლმაზოვი. საკვლევი დეტალები. / Erna Dolmazova. Discovering Details



 







       
 „ყოველი კულტურული აქტი არსებითად საზღვრებზე ბინადრობს, ამაშია მისი სერიოზულობა“.  ძნელია თქვა, რაა  ხილულიდა  რა  უხილავი.  ხილულია ის, რასაც  ადამიანის  ხორციელი თვალი ხედავს თუ ის, რასაც ხედავს ადამიანის სული? თანამედროვე  დასავლეთი  ხედვის ხორციელი  ორგანოთი  ხედავს. მხოლოდ საგნების (მარგალიტის მძივები,  ყვავილები, ბროწეული, კიბორჩხალა, საკერავი მანქანა  თუ ძველი  საკვოიაჟი) გარეკანს ხედავს, ხედავს სამოსს  მისას, ვინც ამ სამოსში  იმალება, ხედავს ლოკოკინას ნიჟარას,  მაგრამ  ვერ ხედავს ლოკოკინას ნიჟარაში. აღმოსავლეთი   არასოდეს ენდობოდა  ხორციელ თვალს. ამას ეფუძნება  მისი დახვეწილი,  აღმოსავლური  ფილოსოფია. რასაც  ვერ ხედავს  თვალი, არ  ესმის ყურს და  რაც  ადამიანს  აზრადაც  არ მოსდის,  სწორედ ისაა  ყოფიერების  სინამდვილე.
ამ დასავლურ-აღმოსავლური ძიებების ზღურბლზეა ერნა დოლმაზოვას ნამუშევრების  იდეაც და  ესთეტიკაც.  მისეული ფერთა  გამა არ არის ჭრელი: მუქი ფერები  და უცებ, საიდანღაც  შემოჭრილი  მეწამული. ამ ფერით კიბორჩხალას ხატავს. ვინ იფიქრებდა, რომ კიბორჩხალა ქალის თავზეც შეიძლებოდა  მოხვედრილიყო,  ვუალი კი მარგალიტების აქვს. მარგალიტების ხაზი მხატვარს ფერწერული ნამუშევრების უმეტესობაში  აქვს გატარებული. ეს ფუნჯის ერთი შეხედვით მარტივი მონასმია და ის ნახატს საჭირო ადგილას უნდა  გასდევდეს, ფარავდეს გარდასულ სილამაზეს, ფარავდეს სიშიშვლეს ან უფრო მეტიც, ამ  მარგალიტებით  წერილი დაიწეროს.  დასავლურ-აღმოსავლური  იდეურე-ესთეტიკური ძიებების  წყალობით მისი ნამუშევრები დროის და სივრცის კონკრეტიკისგან თავისუფალია. ნახატების სათაურებიც პირობითია, შენ შეიძლება სულ სხვა რამ დაინახო,  მხატვარს კი სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეს.
      

ერნას ახასიათებს შემოქმედებითი გამომგონებლობა, სითამამე, კოპიოების გათანამედროვეობა.  იყენებს  საკუთარ  კომპოზიციებში კლიმტის,  ვერმეერის  და ბრეიგელის  პერსონაჟებს. მუშაობს ბოდი არტში და  საერთოდ,  ფერწერის გარდა ყურადსაღებია  მცირე პლასტიკური  ობიექტები  (ძველი ფეხსაცმელები“, 2006წ.)  და კოლაჟები - ერნას იმპროვიზავიის ნიჭი განსაკუთრებით  მის მიერ  შექმნილ უამრავ კოლაჟებში გამოვლინდა.  მთლიანად  შთანთქა  მხატვრულმა  სტიქიამ, რადგან საღებავის, ფოტოს,  გამხმარი  მცენარეების,  ქსოვილის  ნაჭრების,  ხის საჭრელი დაფების,  ხის კოვზების, სათაგურის და სხვადასხვა ნივთების  შესაძლებლობების წყალობით, რომელსაც ის ამონტაჟებს  სიბრტყეში და სივრცეში, ქმნის სრულიად განუმეორებელ სამყაროს.  


2016  წლის აპროლში  ერნას   რიგით  მეხუთე   პერსონალური  გამოფენა,  სახელწოდებით  „საკვლევი  დეტალები“  თურქეთში, ანკარაში TESK-ს (The  Confederation of Turkish Tradesmen and  Craftsmen)  საგამოფენო  დარბაზში  გაიმართება.  აქაც  ერნას   კოლექცია  კლასიკური   ფორმის  ფერწერული ნამუშევრებს,  კოლაჟსა  და  ობიექტს  შოროს  მოძრაობს  და ჩვეული  ორიგინალურობით,   იდეისა  და  გამოყენებული ტექნიკების  ორგანულობით გამოირჩევა, სხვადასხვა  მასალასთან  და  ზეთის  საღებავებთან  კომპილაციით.
ერნას  მხატვრობა   გამოკვეთს  კიდევ   ერთ,  განსხვავებულ,  თამამ   ფორმისეულ   ძიებას, თემებს შექმნილს ასოციაციებით, აღრმავებს და განაახლებს  იმ  ტრადიციულ  ძიებებს, რომელსაც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების კვეთაზე თბილისური მულტიეთნიკური. უნიკალური  მხატვრული სკოლა ქმნიდა.

პერსონალური გამოფენები:
2016 - "საკვლევი დეტალები". TESK-ის საგამოფენო დარბაზი. ანკარა, თურქეთი. 
2013 - „დაუჭრელი ისტორიები“. თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). საქართველო
2011- “ირისი“- თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). საქართველო
2010- .„მზერა სხეულიდან“ -  „აკადემია +“. თბილისი, საქართველო
2003 - “ძველი  ფეხსაცმელები“. გალერეა „შარდენი“. თბილისი, საქართველო

“Every cultural act essentially inhabit on the borders, this is its seriousness.” It is difficult to say what is visible and non visible. Is visible what the human carnal sight is seeing or what seeing the human soul? The modern western vision is based on carnal sight.  People see only the subjects –pearl necklaces, flowers, pomegranate, crab or sewing machine, or an old traveling bag– see the outer shell, see the clothes, where the subjects are  hidden, see the shell, but do not see the snail in the shell.  The East had never trusted the carnal sight. It should recognize that. It is based on a refined, oriental philosophy. The thing which the eye does not see and the ear cannot hear, and will not come to a person's mind, This is what is the reality of existence. That is why the Eastern man does not care about life, not fighting for the visible world, which is also fast disappearing like a puddle of water under the hot sun.
Erna's improvisation talent is revealed especially in collages. Collage vary from using different techniques and organic use of materials, which leads to movement through classical collage and object, this effect is achieved through compilation of different materials and oil canvas. Artist uses chopping board, where she develops private life stories as well as historical events of mankind- “Portrait of Painter Woman,” “Girl with a purple hair during sunrise and sunset,” “Flute bag,” “Nun.” Painting style of Erna Dolmazova uses another different, bold search of shape, themes created using associations, deepens and renews traditional details of a eastern-western cultural crossroad. 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...